დარჩა სულ რაღაც ერთი დღე და საკუთარი ფეხით, გამზადებული ჩანთით და საბუთებით წავალ დიდ შენობაში, სადაც წეროებს ბავშვები მოყავთ. ყველაზე საოცარი ის არის, რომ საკესროს დღე, რომელიც ექიმმა დანიშნა, ჩვენი ქორწინების წლისთავს ემთხვევა. ამაზე დიდ საჩუქარს ჩემს ქმარს ალბათ ვერ გავუკეთებდი.
რაც შეეხება წინა საკეისრო განცდებს და ნერვიულობებს, ვარ ოლიმპიური სიმშვიდით, ალბათ ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მართლა არ ვნერვიულობ, დაახლოებით ვიცი წინასწარ რაც მელის და იმიტომ, დეტალებში შევისწავლე სპინალური გაუმტკივარება, ვუყურე ვიდეოებს, ფორუმებზე წავიკითხე ათასი თემა და გვერდი, თან ჩემი მეანი ისეთი მშვიდია, რომ ძალაუნებურად მისი სიმშვიდე შენც გედება, ისე აუბრალოებს მთელ პროცესს, ნერვიულობის შეგრცხვება კიდეც.
მე რაც შემეხება, მთელმა ცხრა თვემ ისე ჩაიარა არც გამიგია, თავი-ბოლო 6 კილომდე მაქვს მომატებული, ჯერ ვერ გამიაზრებია რა ხდება, დედობრივი ინსტინქტები არასდროს ყოფილა ჩემში, ვერც ზღაპრები ვუკითხე და ვერც სიმღერები ვუმღერე, მაგრამ იმედია ყველაფერი შეიცვლება.
ჩემს ირგვლივ ყველა ნერვიულობს, ჩემი ქმარი ყოველღამე ისე მეხუტება ლამის დამახრჩოს, მე ვამშვიდებ აქეთ ყველას, არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვისაც ამ პროცესის გადატანა მოუწევს, მით უმეტეს რომ ყველაფერი გეგმიურია და ნორმის ფარგლებში.
ესეც ჩემი გოგოსთვის:
ასე რომ წარმატებები მისურვეთ.
წარმატებები ^_^
me procesze dasaswrebad piradad modivar ase rom piradad gisurveb warmatebas diado xval dilit :*
მშვენიერია მალე დედა გახდები:)<3
warmatebebi chemo sofo,mteli ateni shens gverditaa:*:*:*
მშვენიერია, გილოცავ.
მეც გეგმიური საკეისრო გავიკეთე და საერთოდ, საერთოდ არაერი არც მიგრძნია და არც მტკენია არც ოპერაციის დროს და არც მერე.
წარმატებები 🙂 :*
warmatebibii sofiii 🙂 yvelaperi kargad chaivlis :*
სოფო, არ ინერვიულო და ყველაფერი კარგად ჩაივლის. ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი შვილი გაჩუქოს! 🙂
warmatebebi chemo kargoooo!!!yvelaperi kargad iqnebaaa
ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ შენ და შენს პატარას :***
წარმატებები აბა,არ ინერვიულო, გისურვებ ყველაფერ კარგს, ისე ბიჭი რო დაიბადოს რას იზამ?
როცა ნარკოზიდან გამოხვალ ეგრევე დაპოსტე
წარმატებები : )) სახელი იცი რა უნდა დაარქვა?
6 კილო??? ყოჩაღ. პირველად მესმის ასე ცოტა მოემატებინოთ.
შენი ფისო უკვე სადარაჯოზე დგას 🙂