ახალი სახლი

მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებებს კარგად ვეგუები და ყველაფერს ახალს წინასთან შედარებით უფრო პოზიტიურთან ვაიგივებ, უნდა გამოვტყდე, რომ გამიჭირდა საცხოვრებელი სახლის შეცვლა, მაგრამ ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ, იმის მიუხედავად, რომ ყველაფერი დასრულებული არ არის.

პირველ რიგში მომწონს ადგილი. ადგილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. მიჭირს ხმაურიან და ცენტრალურ ქუჩებზე ცხოვრება, ჩემი წინა ორი ბინა სწორედ ასეთ ქუჩებზე იყო, ახლა კი მოვხვდი იქ, სადაც მთელი ცხოვრება მინდოდა ყოფნა. ჩემნაირი ზარმაცი ადამიანისთვის დიდი შვება იყო მეექვსე და მეხუთე სართულებიდან მეორეზე გადმონაცვლება, თანაც სოფლის ტიპის უბანში.

მთელი ეზო მწვანეშია ჩაფლული უამრავი ხილის ხეებით და ლამაზი ხეივნებით. მიუხედავად ამისა, არც ცივილიზაციას წყდება, ზუსტად ორი წუთის ფეხის სავალზე ქალაქის ცენტრში გადიხარ. ქუჩის იქით საცურაო აუზი და მუზეუმია, მარჯვნივ ქალაქის მთავარი სტადიონი, უკან თეატრი, პირდაპირ დიდი ეკლესია, პარკი, კულტურის სახლი, საავადმყოფო და რაც მთავარია სამშობიარო, სადაც ვაპირებ ბავშვის გაჩენას, ასე რომ იდეალურ ადგილზე მოვხვდი.

სახლი ძალიან კარგი აურისაა, ნათელი და გრილი. რამდენიმე დღე ძალიან გამიჭირდა სანამ დავლაგდებოდი, თანაც ათასი წვრილმანი იყო მოსაგვარებელი და დასამონტაჟებელი.

განსაკუთრებით სააბაზანოს კლასიკური ფერები მომწონს.

რაც მთავარია, წინ დიდი ვერანდაა, სადაც მგონი ცხოვრებას ვაპირებ🙂 ერთი სიტყვით მომწონს ჩემი ახალი სახლი.

7 thoughts on “ახალი სახლი

  1. მეც ძალიან მომწონს შენი ახალი სახლი და მეც ძალიან მინდა მასეთ ადგილზე ბინა. ძალიან ნათელი და რაც მთავარია კარგი აურის ბინაა, თორემ მე თუ აურა ვერ ავიტანე სახლში იქ მეორედ ფეხს ვერ შევადგამ.

  2. მაგ უბანში ვცოვრობ მეც😀 უფრო სწორად, ვცოვრობდი სანამ გავთხოვდებოდი :)))) გამარჯობა მეზობელო.

    გარედან დამანახე აბა სად ხარ.

  3. “მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებებს კარგად ვეგუები და ყველაფერს ახალს წინასთან შედარებით უფრო პოზიტიურთან ვაიგივებ”
    არადა ეს რთულია.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s