“ცეკვავენ ვარსკვლავები” – ფინალი

რაღა დასამალია და ამ “მეგა-შოუს” ყველა ეპიზოდს ვუყურე. ვუყურე ცნობისმოყვარეობის და უფრო მეტად იმ უამრავ ხარვეზზე დასაკვირვებლად, რომლითაც სავსეა პროექტი.

არ ვიცი რატომ გამოვიდა ასეთი დაბნეული, გაურკვეველი, არეულ-დარეული და დაბალი დონის შოუ, თუმცა იმედია უკვე დაგეგმილ მეორე სეზონს გააუმჯობესებენ, გუშინ კი პროექტის ფინალი შედგა.

პირველ ნაწილში იცეკვა თითქმის ყველა მონაწილემ თავისი საუკეთესო ცეკვა და ეს ძალიან დამღლელი იყო. ჯერ ერთი უკვე ნანახი გვქონდა და ეფექტი აღარ ჰქონდა, მეორეც ძალიან გაიწელა. საერთოდ ფინალში ორი ან სამი საუკეთესო ნომერი უნდა წარადგინონ და არა ყველა. კიდევ ერთი – უდამღლელესია ამხელა ბონუსების ყურება, ცეკვაზე სამჯერ და ოთხჯერ მეტი ქრონომეტრაჟის ვიდეო გადის ხშირ შემთხვევაში გამოუსადეგარი და უინტერესო კადრებით. სანამ მონაწილეები გამოვლენ, უკვე დაიღლები.

წამყვანები როგორც წესი ყოველ ორ სიტყვაში შეცდომებს უშვებდნენ და იმის მაგივრად რომ არ შეემჩნიათ, რუსკამ “ღმერთო ჩემო, რა მჭირსო” გაიკვირვა გაწელილი ინტონაციით. კაბუ საშინლად ბლუყუნებს და ჩლიფინებს, გასაგებია პრობლემები აქვს, მაგრამ მაშინ დაჯექი სახლში და ნუ წაიყვან ამხელა “მეგა-შოუს”…

მეორე ნაწილში გვეღირსა და ვიხილეთ მონაწილეები ცეკვის ორი ჟანრით “ფოქსტროტი” და “პასო დობლე”. ფოქსტროტი მართლა ძალიან რთული საცეკვია, ტყუილად არ წუწუნებდნენ, მაგრამ იმდენად ნელი იყო ორივე ფოქსტროტი, რომ ის მთავარი სირთულე, რაც ჩქარ ნაბიჯებში და მოძრაობაში დევს, დაიკარგა. მე ისეთი ფოქსტროტები მაქვს ნანახი, ამათზე ნამდვილად ჩამომეძინა.

აი მაგალითად  SYTYCD-ის მეხუთე სეზონი, სადაც ქეითი და თვიჩი ცეკვავენ ფოქსტროტს. განსხვავებით ამ პროექტისა, იქ არც ერთი არაა პროფესიონალი მოცეკვავე, თვიჩი ჰიპ ჰოპს ცეკვავს და არასდროს არ ჰქონია შეხება სამეჯლისო ცეკვებთან. მიუხედავად ამისა ცეკვა ძალიან ლამაზი გამოვიდა.

რაც შეეხება პასო დობლეს, ეს არის ჩემი უსაყვარლესი ცეკვა, რომელსაც ჩვენმა მონაწილეებმა ცოტა ხასიათი შეუცვალეს, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ცუდად იცეკვეს. მე უბრალოდ ისეთი შესრულებები მაქვს ნანახი, რომ ამათი ცეკვა აღარ მეჩვენება კარგად და საინტერესოდ. ხაზს გავუსმევ – ცუდი არ იყო, მაგრამ არც გადასარევი.

ჰეიდი და ტრევისი, მეორე სეზონის ფინალისტები, ცეცხლოვანი პასო დობლე.

კიდევ ერთი პასო დობლე, სეზონის გამარჯვებული საბრას და ნილის მონაწილეობით, რომელიც ყველაზე სექსუალური ბიჭია ყველა სეზონში და ძალიან, ძალიან ნიჭიერი მოცეკვავე.

მოძრაობას, რომელსაც ნილი აკეთებს ამ ცეკვაში, ძალიან იშვიათად ასრულებენ მოცეკვავეები.

კარგი, შევეშვათ იმათ, დავუბრუნდეთ ქართულ “მეგა-შოუს” (რამდენჯერმე ვიფიქრე ყური ხომ არ მატყუებს-თქო, მაგრამ მართლა ასე აცხადებენ იმედზე). მეორე ნაწილიც გაიწელა, ჟიურის კომენტარები, უჩანეიშვილის ახალი ჩვევა სათითაოდ ჩამოფურცლოს ქულები სანამ აჩვენებს და ა.შ.

რეკლამებზე აღარაფერს ვამბობ, რეკლამების დროს შეგიძლია წახვიდე პარიზში სამოგზაუროდ, გზად შეიარო ლუვრში, აცოცდე ეიფელის კოშკზე და ჩამოცოცდე და მერე მშვიდად უკან დაბრუნდე.

მესამე ნაწილმა ჩემდა გასაკვირად მალე გაიარა. გამოაცხადეს გამარჯვებული, რომელიც ისედაც ყველამ იცოდა ვინც იქნებოდა, დაარიგეს ვაუჩერები და სილამაზის სალონების აბონიმეტები და ანრის უკვდავი ვოკალის ფონზე ეს დიდებული პროექტიც დამთავრდა…

მეორე სეზონამდე შეგვიძლია ვუყუროთ იმედის სერიალებს, ქალურ ლოგიკას და სხვა მეგა-პროექტებს.

Advertisements

2 thoughts on ““ცეკვავენ ვარსკვლავები” – ფინალი

  1. ეგ კი მართალია,მაგრამ ახლა მე რომ ლანძღვა დავიწყო ვეღარ მოვრჩები და მერე უნდა დამბრალდეს, ქართველობა არ უყვარსო, ქართველები ასე ვართო, სულ ერთმანეთს ვლანძღავთო, არაფერი მოგვწონს ერთმანეთისო. ჰოდა ჩუმად ვარ, თუმცა ვიდეოებით დიდად ვისიამოვნე, მიუხედავად იმისა, რომ ნანახი მქონდა 🙂

  2. უხ შენ გაიხარე რა… 😀 გულის მომფხანი პოსტი იყო…… 😀 მოცემულ მომენტში ბევრიი წერა მეზარება ამიტომ მოკლედ გეტყვით რომ ყველაფერში ბოლომდე გეთანხმები… 😉 ცამდე მართალი ხარ ჩემო კარგო… 😉 :*

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s