ამაზე უკვე ბოლო რამდენიმე თვე ვფიქრობდი, მაგრამ ყველაფერი ასე გადაწყდა – სიზმარი ვნახე, ვითომ თმა შევიჭერი და წითლად შევიღებე, თანაც ძალიან მიხდებოდა. რომ გავიღვიძე, გადავწყვიტე, შეჭრა არა რა თქმა უნდა, მაგრამ ბოლო ბოლო წითელი ფერი უნდა მეცადა. წითელი ზოლები ბევრჯერ მქონია, არა მარტო წითელი, სხვა ბევრიც, მაგრამ მთლიანი თმის ფერი არასდროს შემიცვლია.
ბვრი ფიქრის მერე ველატონის საღებავ-მუსი ავარჩიე, რომელსაც ბალზამივით იზელ თმაში, არც აფუჭებს თმას და არც საღებავის სტრუქტურა აქვს, რომ დაწვას ან ცოცხებივით ბოლოები გააკეთოს. თანაც არც სალონში მინდოდა წასვლა და მთლიანი თის გაუფერულება. ერთი სიტყვით სახლის პირობებისთვის საუკეთესო ვარიანტი ავარჩიე.
მკვეთრი წითელი ჯერ ვერ გავრისკე. ველური ალუბალი – ასე ჰქვია სერიას. გავაზავე ფლაკონები ერთმანეთში და მუსი საგულდაგულოდ წავისვი თმებზე, თან ისე საგულდაგულოდ, რომ გადავაჭარბე კიდეც, მერე კანზე დამრჩა საღებავის კვალი, ორი დღე ვიშორებდი 🙂 მოყვება თავისი ბალზამი, პატარა ფლაკონში, რომელიც ისე არბილებს და აფუმფულებს თმას, თან შოკოლადის სუნი ასდის.
40 წუთში ჩამოვიბანე და გავიშრე. მიღებული შედეგით კმაყოფილი დავრჩი, არც ძალიან ყვირის და არც იგივე ფერია, რაც მქონდა, მზეზე განსაკუთრებით წითური ჩანს. სახლში თითქმის არ მეტყობა, ბადრიმ ორი დღე ვერ შეამჩნია შეღებილი თუ მქონდა 🙂
აი სურათებიც:
ერთი სიტყვით მე მომწონს ❤ ❤ ❤
ძალიან ძალიან გიხდება და აქამდეც უნდა შეგეღება დიადო.
მართლა კარგი ფერია სოფო და გიხდება… ძალიან საყვარელი ხარ პაწაწა მუცლით 🙂
ჰოდა მე რა მაინტერესებს ეხლა: მაგ “ველატონი”-ს საღებავების რეკლამა უკვე კარგა ხანია გადის ტელევიზიით და ჩემმა თმამ რაც მეტამორფოზებს გაუძლო, მაგასაც გაუძლებს და ანუ სალონში რომ არ წავიდე თმის შესაღებად და ეგ საღებავი ვიყიდო,ოღონდ სხვა ფერის, აი ხორბლისფერი დაახლოებით, სახლში ჩემით შევძლებ შეღებვას? და კიდევ მაინტერესებს, რამდენი ხანს ძლებს ფერი? აი მე მაგალითად, შეღებვიდან 1 თვეში უკვე შესაღები მაქვს ხოლმე თმა.
ამას 6-7 კვირას ამბობენ ძლებსო და ჯერ ნამდვილად არ ვიცი რამდენ ხანს გაძლებს.
გიხდება, კარგი ფერია ძალიან
რა ქვია ზუსტად ამ საღებავს?? ტონიკის მსგავსია?
მეც მომინდა : )))
ველატონის საღებავ მუსი, ზუსტად ისეთია როგორც სურათზე, დიდი ყუთია საკმაოდ.
dffkvndbbbsksadlfjhssk vaime vaime cudad vxdebi vgijdebi rijebze, sastikad momwons, gixdeba ^^
muceli.. ❤
wow გიხდება
უი კარგია :> იმდენად არ ეტყობა მაგრამ ლამაზი ფერია >>
ლამაზუკა ყოფილხარ:) ძალიან გიხდება თმის ფერი:) მე ჩემს შავ დალალებს ვერასოდეს შეველევი, ალბათ…
ვააა მუცელი :))))
არადა გუშინდელივით მახსოვს შენი გათხოვება.
ხოდა ეს ფერიც გიხდება.
მიუხედავად იმისა, რომ მე არასოდეს გამჩენია თმის შეღებვის სურვილი და არც ვაპირებ.
gixdeba dzaliaaaaaan
axali mkitxveli var sheni blogiiiis
ძალიან მიხარია 🙂
:*
ვაიმე შენ მე როგორ დამეხმარე ვერც კი წარმოიდგენ!
ზუსტად შენნაირად ვარ მეც ძალიან მინდა ის ფერი რაც ახატია საღებავს :დ
მე შეუღებავი თმა მაქვს და დაჯდება ნეტავ? ან არ აგიჭრელდა?
რაც საღებავს ახატია იმ ფრად შეიღებე და ეს დაგაჯდა? არც დაგიმუშავებია? მანამდე რა ფერი გქონდა? (ვაიმე როგორ ველი შენ პასუხს ) 😀
წაბლისფერი მქონდა, მაგრამ ახლა ისეთ ფანტასტიური ფერი მიიღო, წითელი რომ გადაუვიდა, რაღაც რიჟა, დავდებ მერე სურათს, წითელზე ძალიან მომეწონა. 11 ლარი ღირს თუ სწორად მახსოვს და კიდევ ვაპირებ, როგორც თმის ნიღაბი ისე მოუხდა თმას, არ გააფუჭა და არც დაწვა.
შენ ხომ არ იცი როგორ დამეხმარე ახლა *****
სად შეიძლება შეძენა?