“ქალური ლოგიკა” თუ “კაცური სიბრძნე”?

დარბაზი ნათდება, მაყურებელი ტაშს უკრავს, სცენაზე გრძელფეხება ბიჭი ამოდის და მორცხვად იღიმება, სანამ ქუდის მუსიკა დამთავრდება.

– მოგესალმებით, ეს გადაცემა “კაცური ლოგიკაა”, ყველაზე საინტერესო, ყველაზე ინტელექტუალური და ყვეელაზე დაძაბული თამაში. დღეს ჩვენს თამაშს ორი ფინალისტი ჰყავს, რომლებიც შეეცდებიან გამოიცნონ მამაკაცების ლოგიკა. მიესალმეთ, ანა და ნატა!

ანა და ნატა წელში ოდნავ მოხრილები დგანან, სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებთ.

– უნდა გითხრათ, რომ ჩვენი მოდელი ბიჭები ძალიან ჭკვიანები არიან! მათი ინტელექტი ნამდვილად გაგაოცებთ! მაშ ასე, გავიცნოთ ბიჭები.

ფერადი ბუშტებით მორთულ სტუდიაში ორი მოდელი ბიჭი ზის, ხელში ღვინით სავსე ყანწები უჭირავთ და ღვინოს ელეგანტურად წრუპავენ.

– ჰაი, მე გიო ვარ, ძალიან მიყვარს ქსოვა და ვერ ვერკვევი წყალქვეშა გემების მართვაში – ამბობს გიო და უხერხული ღიმილით იყურება კამერისკენ, ხომ სწორად ვთქვიო.

– ჰელლო, მე აჩი ვარ, ვგიჟდები სიმღერაზე და ცეკვაზე და ვერ ვერკვევი ასტრონომიაში – ინაზება აჩი და გიოს უყურებს.

დარბაზი ტაშს უკრავს, ანა და ნატა წელში უფრო იხრებიან და თვითდაჯერებულად ქირქილებენ.

 

– ნუ ეხლა რახან ასტრონომიაში ვერ ერკვევა, ჰე ჰე…

– დავიწყოთ თამაში. პირველი რაუნდი და პირველი კითხვა. როგორ ფიქრობთ, ბიჭებმა იციან ამ ანდაზის დასასრული “თაგვმა თხარა თხარაო, კატა …?”

– ნუ მოდით აბა ვენდოთ ბიჭებს ამ შემთხვევაში და მივცეთ შანსი რა… იქნება და იციან…

– რაო? – კითხულობს გიო სტუდიაში – რა თაგვი რა კატაო?

– მოიცა, მე მგონი ვიცი ამაზე პასუხი – კისკისებს აჩი – რაღაც გამიგია… საიდან ოღონდ არ ვიცი, მაგრამ გამიგია… თაგვმა თხარა თხარაო, კატა ვერ შეწვდა ძეხვსაო, ხო ეგაა? არააა?

– აუ ეგაა კი, თან კატაო, და მეც გამიგია ძეხვზე რაღაც…

ბიჭები საბოლოო პასუხს აფიქსირებენ და გოგოები 3 ლარს და 50 თეთრს ვერ იგებენ.

– მეორე რაუნდი. თუ სწორად მიხვდებით კაცურ ლოგიკას, მოიგებთ 8 ლარს – აცხადებს წამყვანი – ამ კითხვაზე სამი სავარაუდო პასუხიდან, რომელი აირჩიეს ბიჭებმა? “ვინ დაწერა ცნობილი მეცხრე სიმფონია? ა) ბეთჰოვენმა ბ) გია სურამელაშვილმა გ) ჩაკ ნორისმა.”

– თქვენ იცით პასუხი? – ეკითხება გოგოებს.

– კი კაცო, ვიცით – ამბობს ანა და თვალებს ჭუტავს, რომ მონიტორზე სწორი პასუხი წაიკითხოს – ბე..ე ოთენმ.ა

– მაგრამ ჩვენი აზრით ბიჭები მაინც ქართველ ვარიანტზე წამოვლენ, მაინც მეცხეა და ცხრა ხომ ქართული ციფრია რაღაცნაირი, აი მეცხრე ბლოკი, მეცხრე… ნუ მეორე ვარიანტი რა.

– აუ, არადა მხატვრობაში საერთოდ ვერ ვერკვევი – დანანებით ამბობს გიო და შამფურზე წამოცმულ მწვადს ნაზად ღეჭავს – ვიმსჯელოთ და ისე მივხვდეთ.

– კარგი, ვიმსჯელოთ. სანამ ცხრას დაწერდა, იქამდე ხომ წინა რვა უნდა დაეწერა? მერე ადვილია ამდენი სიმფონიის დაწერა? მე მგონია, რომ ამას მარტო ჩაკ ნორისი მოახერხებდა, იმიტომ რომ ყველგან მესმის ჩაკ ნორისი მაგარიაო, ყველას მოერევაო, ჰოდა 9 სიმფონიას როგორ ვერ მოერეოდა?

– ფუ თქვენი – ყვირის ანა – ბეე..თ.ოვენი როგორ არ იცოდით, რა ჩაკ ნორისი, ჩაკ ნორისი ხომ მხატვარი იყო? კაცური ლოგიკა კი არა დებილების ლოგიკა უნდა ერქვას ამას, წავიდეთ ნატა.

მარტო დარჩენილი წამყვანი ისევ უხერხულად იღიმება და  ჯიუტად იმეორებს, რომ ბიჭები მაინც ძალიან ჭკვიანები იყვნენ და უბრალოდ მათი ლოგიკაა მისახვედრი, სხვა კი არაფერი.

პ.ს. თუ ბიჭებს გულზე მოგხვდათ მოდელირებული გადაცემა, უნდა გითხრათ, რომ ზუსტად ასე ჩანს გოგოების თვალში “ქალური ლოგიკა”, როგორც თქვენთვის ეს “კაცური ლოგიკა”. ეს არის ამაზრზენი, ყოველგვარ აზრს მოკლებული და მხოლოდ გაუნათლებელი მოდელი გოგონების დაცინვის საშუალება, რითიც ზოგადად მდედრობითი სქესის ყველა წარმომადგენელს გვაყენებენ შეურაცხყოფას.

12 thoughts on ““ქალური ლოგიკა” თუ “კაცური სიბრძნე”?

  1. გეთანხმები, მაგრამ აი იმ მწვადს კი შეჭამდა კაცი, ნაზად რომ აღლაჭუნებდა გიო…🙂

  2. ვაიმეე ძაან მაგარი და სასაცილოა😀😀

    ისე მართლა უაზრო გადაცემაა😐

  3. ეჰჰჰ…

    მართალია, რომ ამბობენ, მოდელები მარტო გარეგნობით ფასდებიან და არა ტვინითო.ყოველ შემთხვევაში, ეს გადაცემა ამას ამტკიცებს …

    ისე, ძალიან დებილური გადაცემაა და ე.წ.”ქალის ტვინი თხამ შეჭამა”გაცვეთილ ფრაზას ადასტურებს. არადა ასე არაა მართლა…😦

  4. ჩემი აზრი წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით:…😛 მართალია,უაზრო გადაცემაა და ვერაფრით ვერ ვხვდები რატომ ქვია “ქალური ლოგიკა”…რა ლოგიკაზეა ლაპარაკი,ხალხი უცხოპლანეტიდან მოყვანილი გეგონება…:D😀😀 არა,ისე უნდა ვაღიარო იმ გოგოებზე მეც ბევრს ვხალისობ ხოლმე😀 (ოღონდ კი არ ჩამქოლოთ ეხლა)…😉 ერთი მომენტი გამახსენდა ეხლა,კითხვა იყო, იციან თუ არა გოგონებმა რომ თავისუფლების ქანდაკება ამერიკელებს ფრანგებმა აჩუქეს და გოგოების მსჯელობა იწყება ასე…”აუ,თავისუფლების ქანდაკება რომელია???”😀😀😀 ჩემი აზრით,თუ ამ გადაცემას მაინცდამაინც უნდათ რომ ერქვას “ქალური ლოგიკა” მაშინ ისეთი გოგოები უნდა შეარჩიონ რომლებსაც ლოგიკურად მსჯელობის უნარი ექნებათ ან კიდევ შეცვალონ სახელი…მოწვეულ “ბრძენ მამაკაცებზე” ხომ აღარაფერს ვამბობ…😀 ბევრ კითხვაზე ისეთ სახეებს ღებულობენ ხოლმე,აშკარად თავადაც არ იციან პასუხი და მერე კიდე იმ საწყალ გოგოებს დასცინიან ხოლმე (თან გულში ფიქრობენ რა მაგარია ჩვენ რომ არ გვთხოვენ პასუხის გაცემასო)…😀😀 :Dმოკლედ,ეს გადაცემა ერთი დიდი სულელური არეულობაა…😛

    • აი ზუსტად ის დაწერე, რის მიწერასაც ბოლოში ვაპირებდი და დამეზარა, ზუსტად ეგრეა🙂

  5. ყოველთვის მაოცებდა შენი ფანტაზია🙂 აყლა კი გამამხიარულა, მაგ გადაცემას ქალური ლოგიკა კი არა დებილების ლოგიკა უნდა ერქვას, დებილი შეიძლება ქალიც იყოს და კაციც🙂

    ყოჩაღ🙂 +1000 შენ

  6. “რითიც ზოგადად მდედრობითი სქესის ყველა წარმომადგენელს გვაყენებენ შეურაცხყოფას.” – ესეთი ექსპონატები რომ არსებობენ ეგ აყენებს მდედრობით სქესს შეურაცხყოფას , მოდელები , ძერსკები , გრძელი ფეხებით და ცარიელი თავით , ესეთების დაცინვა ყველას არ აყენებს შეურაცხყოფას , გადაცემა რომ გააკეთონ სადაც ზუსტად ესე დასცინებენ ღიპიან მოქეიფე ქართველ ვაჟკაცებს ეგ მე რატომ მომაყენებს შეურაცხყოფას ან სხვას ვინც ასეთი არ არის ?

    პ.ს. ეს გადაცემა მეც არ მოწონს მაგრამ გადაცემა იქნება თუ არა მაგას მნიშვნელობა არა აქვს , ესეთი გოგონები მაინც არსებობენ და გადაცემის დახურვით ვერ მოსპობ , უბრალოდ ეს იქნება მცდელობა დავმალოთ ის რაც ასეთი მარტივი შესამჩნევია ისედაც ამ ქვეყანაში

    • გადაცემას “ქალური ლოგიკა” რომ ჰქვია იმიტომ მაყენებს შეურაცხყოფას, თორემ “უტვინო ძერსკი მოდელების ლოგიკა” რომ ერქვას, პრეტენზია არ მექნებოდა.

      • ქართველი კაცი – ყანწით ხელში სუფრაზე სადღეგრძელოს ამბობს
        არ ხარ ესეთი , არ ხარ ქართველი , არც კაცი – ესე ფიქრობს ბევრი , მივიღო პირად შეურაცხყოფად ? მკიდია , პირადად მეტყვის ვინმე რამე ესეთს და საკუთარი სახეს უფრო კაცური იერი ექნება და მრავლობითი ტრამვებით გაილამაზებს , ხოდა შენც როცა დაიკიდე რა😉
        მაინც ბნელა ამ ქვეყანაში და შენ ვერ გაანათებ , სიმძლავრე არ გეყოფა🙂 ეგ უფრო დიდ ადამიანებსაც აწუხებდათ ადრე მაგრამ ვერაფერი უშველეს

  7. ყველაზე დიდი სარკაზმი ისაა ქალს რომ მიყავს გადაცემა🙂 მე ეგ გოგონები ქალებად ნამდვილად ვერ აღვიქვი,ლოგიკა წლებს და განათლებას მოაქვს,მათ კი არცერთი არ აქვთ.

  8. მართლა საზიზღარი გადაცემაა.და ისიც ვერ გავიგე,რატომ მონაწილეობენ მარტო მოდელები ?

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s