ცეკვავენ ვარსკვლავები???

სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო ახალი ქართული პოექტი “ცეკვავენ ვარსკვლავები”. ვინც არ იცის გეტყვით, რომ ეს არის ცნობილი საცეკვაო შოუს, ამერიკული “dancing witht he stars”-ის ქართული ანალოგი. ორიგინალი პროექტი ეკუთვნის ბიბისის, რომლის სახელწოდებაც იყო  “Strictly Come Dancing” და რომლის კოპირებაც 40-მდე ქვეყანამ მოახდინა, თანაც საკმაოდ წარმატებითაც.

სიმართლე ითქვას ცეკვის კონკურსებიდან ყველაზე ნაკლებად ამ პროექტის ვწყალობდი, არის კიდევ რამდენიმე ძალიან კარგი შოუ, მაგალითად “so you think you can dance” საიდანაც ხშირად ვდებ ხოლმე ბლოგზე ვიდეოებს და  “step it up and dance”.

“ცეკვავენ ვარსკვლავები” ამ პროექტებისგან იმით განსხვავდება, რომ აქ მონაწილეობას უკვე ცნობილი ადამიანები იღებენ, წინა ორ შოუში კი უცნობი ადამიანები მიდიან, ზოგს საერთოდ გამოცდილებაც არ აქვს.

ახლა რაც შეეხება ქართულ პროექტს. პილოტს, ანუ პირველ გადაცემას არ შევეხები, გასაგებია, რომ პირველი იყო, ამიტომ განვიხილავ მეორე გადაცემას.

რითი დავიწყო არც ვიცი.  მოდით დავიწყოთ ვარსკვლავებით. ამ 12 წყვილიდან რამდენია აქედან ვარსკვლავი, რა თქმა უნდა ესეც საკითხავია, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ სავარაუდოდ ბევრი არ დათანხმდა ამ პროექტში მონაწილეობაზე.

წამყვანები: კახა კინწურაშვილის მიმართ ყოველთვის დადებითად ვიყავი განწყობილი და პრინციპში წამყვანის ამპლუაშიც არა უშავს. კაბუ საერთოდ ერთი დიდი გაუგებრობაა, ლაპარაკობს საშინელი დაყენებული ხმით, თითქოს რობოტი იყოს, ხშირად ეშლება ტექსტი და იბნევა, რამდენიმეჯერ იმეორებს ერთი და იგივე სიტყვას პაუზის დასაფარად. რუსკასგან უკეთესს მოველოდი რატომღაც, მაგრამ ძალიან თეატრალურია, ტუჩებს ზედმეტად მანჭავს და მასაც ხშირად ერევა ტექსტი.

ზოგადად ორგანიზაციული და ტექნიკური საკითხები ძალიან მოუმზადებელია,  როცა უნდათ, რომ ეკრანზე გამოჩნდეს რეიტინგის ტაბლო, არაფერიც არ ჩანს, წამყვანები უხერხულად ახველებენ და უარესად იბნევიან. რეკლამაზე გასვლისას, როცა ჰგონიათ, რომ უკვე გასულები არიან, ისმის მათი რეპლიკები “ეს მომაშორე” ან მსგავსი.

გადავიდეთ ოპერატორის ნამუშევარზე. ეს არის სრული კატასტროფა. საშინელი მბრუნავი და აყირავებადი კადრები, კისერი მომეღრიცა, თვალები მეტკინა, ნერვები მომეშალა და ა.შ თუმცა რამდენიმე პატარა ვიზუალური ეფექტი მომეწონა, როგორიც იყო ზევიდან ფანტელების ჩამოცვენა, ე.წ ბრჭყვიალა ქაღალდების ჩამოყრა და ა.შ

ბენდზე და ცოცხალ მუსიკაზეც რომ არ ვთქვა ორიოდე სიტყვა უბრალოდ არ შემიძლია. არ ვიცი რატომ ხდება ასე, მაგრამ 90% შესრულებების სასტიკად არ მომეწონა, ზოგი კი ისე, რომ ცეკვას ვეღარ ვაქცევდი უკვე ყურადღებას. მგონი ჯობდა ისევ ცოცხალი შესრულების გარეშე ეცეკვათ, ალბათ მათთვისაც ასე უფრო ადვილი იქნებოდა.

ერთი სიტყვით, თუ არ გაქვთ ნანახი, უყურეთ ჩანაწერს და თვითონ განსაჯეთ, შეიძლება ზედმეტად ბევრს ვითხოვ, მაგრამ მინდა ყველაფერი ძალიან კარგი იყოს.

ეს ჩემო ყველა დროის ფავორიტი შესრულებაა შოუდან ” “so you think you can dance”, რომელმაც ემის ჯილდო მოუტანა პროექტს.

Advertisements

7 thoughts on “ცეკვავენ ვარსკვლავები???

  1. ჩემი პრობლემებიც ზუსტად ესაა ამ პროექტთან დაკავშირებით და ყველაფერი ძალიან კარგადაა განხილული. მხოლოდ ერთს გავავრცობდი. გაიტანეთ ცოცხალი შესრულება! არ გამოგდით. ვირის ყროყინი ისმის მთელი გადაცემის განმავლობაში და წაიღო ტვინი. კარგადაც რომ ქონდეთ დადგმული ცეკვა ვერ იცეკვებენ. ცოდოა ხალხი. უკლავთ ყველაფრის ხალისს. სულ ეს იყო 😀

  2. მართალი ხარ სოფო ყველაფერში გეთანხმები. წამყვანები ხანდახან ისეთ სისულელეეებს ლაპარაკობენ გადაცემის ყურების სურვილი მეკარგება. ასეთი არაორგანიზებული გადაცემა ჯერ არ მინახავს. ძალიან დასახვეწები არიან. 😦

  3. წამყვანები მაგრები ყავთ რა… 😀 ეს კაბუ საერთოდ ვინააა? რა უნდა? რეებს ბოდიალობს,ან რა ტონალობაზე ბოდიალობს… 😀 ისეთი გრძნობა მრჩება თითქოს უცბად,საიდანღაც ძალით მიიყვანეს და ჯერ თავადაც ვერ გაუგია სადაა და რა უნდა ქნას… 😀 რუსკას რაც შეეხება,მისგან მართლა მეტს მოველოდი და უკეთესი იქნებოდა მეგონა….. 😉 ზედმეტად იწლაწება და იმანჭება…სათმელს ვერ პოულობს და უაზროდ ღრიცავს ხოლმე სახეს…შევეხოთ ვარსკვლევებზე შენს მიერ გაკეთებულ რეპლიკას: რატომ გიკვირს ეს ხალხი ვარსკვლავის ამპლუაში რომ გაყავთ?! 😛 არ იცით ქართველების ამბავი?! საკმარისია ადამიანი ტელევიზორში თუნდაც ერთხელ მაინც გამოჩნდეს,არა აქვს მნიშვნელობა რას იტყვის ან რას გააკეტებს,ვარსკვლავია უკვე… აბა სხვა ვერანაირი ლოგიკა მოვუძებნე როსტოსთვის ვარსკვლავის სტატუსის მიწებებას… 😀 მოკლედ,ჩემის აზრით ეს გადაცემა არის ორიგინალის ძალიან ცუდი და ნაუცბადევად გაკეთებული ასლი. 😉

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s