ნიჭიერი – პირველი გადაცემის მიმოხილვა

დავიწყოთ იმით, რაც ჩემი ბლოგის მკითხველებმა კარგად იციან – ძალიან მიყვარს ყველანაირი ტალანტ და რეალითი შოუ. ბრიტანული და შემდეგ უკვე ამერიკული “got talent”-ის ყველა სეზონის ყველა ეპიზოდი მაქვს ნანახი, აქედან გამომდინარე კარგად ვიცნობ მის სპეციფიკას და ყველა დეტალს.

ქართულიო “ნიჭიერი” როგორც მოგეხსენებათ სწორედ ამ პროექტის ვერსიაა, რომლის ყველა სეზონი დიდი რეიტინგებით მიმდინარეობს და გამონაკლისი არც მესამე იქნება. აქტიურად ვუყურებდი წინა ორ სეზონს, თუმცა არ გამჩენია სურვილი პოსტი დამეწერა მათ შესახებ.

სანამ პირველი გადაცემის მიმოხილვაზე გადავალ, მინდა რამდენიმე საკითხზე ვისაუბრო, რამდენიმე პუნქტი, რომლის გამოსწორებასაც ვისურვებდი და ისიც, რაც ჩემი აზრით უკვე გამოსწორდა.

 

1. ჟიური.

ყველაზე კრიტიკული ჟიურის მიმართ ვარ ხოლმე, ვერ ავიტან სიყალბეს ჟიურის მიერ, ვერ ავიტან ხელოვნურ მოქცევას,  ბევრ რამეს ვერ ავიტან, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ბოლო ორი წელია ჟიურით კმაყოფილი ვარ, სოფო გაცილებით გახნილი მეჩვენება ამ წელს, რაც მთავარია ბევრი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე შეუძლია “არა”-ს თქმა, ვანოს კომენტარები ყოველთვის თავის ადგილზეა და არ არის ყალბი, რაც შეეხება გეგას, ის ამ სამი ადამიანიდან ყველაზე მკაცრი ჟიურის როლს ითავსებს, თუმცა სულაც არაა ძალიან მკაცრი, ეს უბრალოდ შოუს ნაწილია, ყველა პროექტში ასეა, ერთ-ერთმა ჟიურიმ თავის თავზე უნდა აიღოს სიმკაცრე, როგორც ეს იყო ბრიტანულ  got talent-ში, სანამ  საიმონი წავიდოდა, პირსი არ იყო ძალიან მკაცრი, მაგრამ საიმონის მერე დევიდ ჰესელჰოფი მოვიდა, რომელსაც ყველა და ყველაფერი მოსწონდა, ამიტომ პირსმა თავის თავზე აიღო მკაცრი ჟიურის როლი და ცოტა ზედმეტი მოუვიდა კიდეც🙂

კიდევ ერთი დეტალი, რომელსაც ვისურვებდი ნახევარ-ფინალებში და ფინალში ესაა ჟიურის გამოსვლა, რომელიც შოუს ნაწილია. ჩვენ მაყურებლებს, განსაკუთრებით მდედრობითი სქესის, ყოველთვის გვაინტერესებს როგორ გამოიყურება ჟიური, რა აცვია, როგორი ვარცხნილობა აქვს. ამ შემთხვევაში ჟიურიში მხოლოდ ერთი ქალია, ამიტომ სოფომ თავის თავზე უნდა აიღოს ყველაფერი. ყოველდღიური ჩაცმულობა მისაღებია ქასთინგებისთვის, მაგრამ როცა  დაიწყება ნახევარ-ფინალები და შოუს უფრო საზეიმო ელფერი მიეცემა, ჩაცმულობა და გამოსვლაც უნდა შეიცვალოს.  Got Talent-ის ერთადერთ მდედრობითი სქესის ჟიურის,ამანდა ჰოლდემს ყოველი გადაცემისთვის ცნობილი დიზაინერები უკერავდენ კაბებს და მის გარეგნობაზე და ვარცხნილობაზე ქვეყნის საუკეთესო სტილისტები ზრუნავდნენ.

დარბაზში შემოსვლა კარგია ქასთინგებზე, მაგრამ უკეთესი იქნებოდა ნახევარ-ფინალებზე  ჟიური პირდაპირ სცენაზე გამოსულიყო, როგორც ეს ხდება ყველა Got Talent-ში. არ ვიცი სცენა რამდენად მისცემთ იმის საშუალებას, რომ გაიხსნას, ან აიხადოს, მაგრამ ფაქტი სახეზეა, ასეთი შემოსვლა უფრო ეფექტურია, შესაძლებლობა გაქვს კარგად შეათვალიერო ჟიურის წევრი, გასაგებია, რომ ეს არაა მთავარი, მაგრამ ესეც შოუს ნაწილია.

2. წამყვანები.

აი აქ ალბათ ძალიან ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ ჩემი მთავარი პრობლემა წამყვანებია. უფრო სწორად ის ქრონომეტრაჟი, რომელიც მათ ეთმობათ. ყველაფერი გასაგებია, აუცილებელია მათი ხშირი ჩვენება, მათი კომენტარები, მათი ცეკვა, მათი ტირილი, მაგრამ ამას გადაცემის ქრონომეტრაჟის იმხელა ნაწილი უკავია, რომ უკვე აღიზიანებს ადამიანს. მონაწილის გასვლის მომენტიდან ყოველ ათ წამში მათ გვიჩვენებენ, გულით რომ გინდოდეს თავიდან ბოლომდე უყურო გამოსვლას, ვერ მოახერხებ.

წამყვანებს ძალიან დიდი როლი ეკისრებათ შოუში, მაგალითად ამერიკის got talent-ი ვერ წარმომიდგენია ნიკ ქენონის გარეშე, მაგრამ იქ არ აჭარბებენ, ყველაფერს თავისი დრო და ზომა აქვს.

სხვა მხრივ კი რამდენიმე ხუმრობაზე გულიანად გამეცინა, თიკა და ვანიკოს წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებულები მეჩვენებიან.

ეს რაც შეეხებოდა ტექნიკურ დეტალებს და კრიტიკას, ახლა თვითონ ქასთინგები და მონაწილეები.

მეც ისე, როგორც მაყურებლების უმრავლესობა თითოეული სეზონის განმავლობაში ირჩევს თავის ფავორიტს და გულშემატკივრობს მას პროექტის განმავლობაში, მაგრამ პირველ გადაცემაში ფავორიტი არ მყოლია, დამამახსოვრდა რამდენიმე მონაწილე, მაგალითად ჰარი პოტერი, რომელიც სულაც არ აღმოჩნდა ჯადოქარი და ილოზიონისტი და ცეკვა შეგვისრულა, მეგობრების ტრიო, რომლებმაც პოპური შემოგვთავაზეს საკმაოდ ორიგინალურად გაკეთებული და ნიკ მალფოის თავიდან ჩავარდნილი, მაგრამ ბოლოს “ამოქაჩული” ნომერი.

ასეთი სტილის გადაცემების ქასტინგები როგორც ყოველთვის ერთი განსხვავებული მონაწილით მთავრდება ხოლმე,  ხშირად ამ მონაწილეს საინტერესო ან სევდიანი ისტორია აქვს, ან ისეთი ნიჭის პატრონია, რომ მთელს დარბაზს აოცებს, ერთი სიტყვით უბრალო რიგითი მონაწილით არასდროს ამთავრებენ გადაცემას.

ანა ქაშიბაძე, ლექსის მხატრული წაკითხვის გარდა იმით გამოირჩეოდა, რომ ძალიან თბილად იყო განწყობილი თიკას და სოფოს მიმართ,  ერთი სიტყვით იყო ძალიან საყვარელი და ძალიან ლამაზი ბავშვი. მაყურებლების და ჟიურის რეაქცია იყო ასეთი:

 

ერთი სიტყვით ისევ დაველოდები შემდეგ ორშაბათს და გამოვხატავ ჩემს სიხარულს იმის მიმართ, რომ შევძელით გაგვეკეთებინა უცხოური პროექტის იდენტური გადაცემა, რომელიც ძალიან რეიტინგულია, საინტერესო და გემოვნებიანი.

3 thoughts on “ნიჭიერი – პირველი გადაცემის მიმოხილვა

  1. მე მაინც ყველაზე მეტად მოთხილამურეს გამოსვლა დამამახსოვრდა და ძალიან ბევრიც ვიცინე😀 ისე კი გულღიად ვამბობ და დარწმუნებული ვარ ბევრი ფიქრობს და ვერ ამბობს, რომ ეს ხალხი ძალიან მანიპულირებს პატარა ბავშვებით, რომლებიც ვერანაირ რეალურ ნიჭს ვერ ამჟღავნებენ სცენაზე და ის ქერა კი კაი აფერისტი გაიზრდება😀

  2. როგორ დამავიწყდა ეგ მოთხილამურე, ნამდვილი აბსურდული კომედია იყო🙂

  3. Pingback: » ნიჭიერი – პირველი გადაცემის მიმოხილვა - ნიჭიერი

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s