ქართული ონლაინ პოკერ-საიტები – ვიჩეთაოთ ერთად

იმ ადამიანთა რიცხვს არ მივეკუთვნები, ყველაფერს ქართულს რომ აგინებს და უცხოურს აქებს, მაგრამ რეალისტი ვარ და ყველაფერს ისე აღვიქვამ როგორც არის, რაც არ მომწონს არ მომწონს და ეს უნდა ვთქვა.

დიდი ხანი არ არის რაც პოკერის თამაში დავიწყე. არ ვარ მაინცდამაინც აზარტული, საინტერესო თამაშია და დროის გასაყვანად ხშირად ვთამაშობ, ხან რეალურ ფულზე, ხან ვირტუალურზე, ამას არ აქვს მნიშვნელობა.

სულ სამ ონლაინ პოკერ რუმს ვიცნობ, აქედან ორი ქართულია.  ევროპაბეთი, აჭარაბეთი და პოკერ სტარი. აქედან ყველაზე ხშირად პოკერ სტარზე ვთამაშობ, ყველაზე ხშირად ვუყურებ ევროპაბეთზე თამაშს და ყველაზე ნაკლებად ვიცნობ აჭარაბეთს.

დავიწყოთ ევროპაბეთით. აქ ყველა მოთამაშე ქართველია, ვერ შეხვდებით მოთამაშეებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, როგორც ეს პოკერ სტარზეა.  ინტერფეისი კარგია, სადა და მოსახერხებელი, ჩემი ერთადერთი პრობლემა რაც არის ჩეთია. ამ საიტზე პოკერს ჩათი არ უნდა ჰქონდეს, რადგან მისი გამოყენება ერთი მიზნით ხდება – აგინონ ყველას და რაც შეიძლება მეტი. მაქსმიმუმი ყველაზე ნორმალურ დიალოგს შეხვდეთ “სგ” (საღოლ) და პასუხად “სპ” (სპასიბა). ჩათი არასდროს არ ისვენებს, გამუდმებით გაისმის მოსაბეზრებელი წკიპინი და შენც ძალაუნებურად კითხულობ, კითხულობ ისეთი გინებების კომბინაციებს, შეიძლება რომ ცხოვრებაში არ გაგეგოს. მოგვიანებით ევროპაბეთმა ჩათს ცენზურა დაამატა და შაბლონურ გინებებს წერტილებით ცვლის, მაგრამ ჭკვიანმა და ეშმაკმა მოთამაშეებმა გინებების ტირეებით და წერტილებით გაყოფა ისწავლეს და ცოტა შეცვლილი სახით, მაგრამ მაინც აღწევს ჩვენამდე.

გინების და ბილწსიტყვაობის გარდა ჩათში გავრცელებულია ასეთ ფრაზები “რა გყავდა” “აუ მანახეე” “რა გადაყარე?” “რას ელოდებოდი” და ა.შ. რატომ უნდა გითხრათ რა მყავდა? ვთამაშობ ჩემთვის, ეს ჩემი თამაშის სტილია, თუ ყველა ხელზე გითხარით რითი ვითამაშე და რა გადავყარე, რაღა გამოვიდა?. კიდევ ერთი კლასიკად ქცეული სვლა – რივერის გახსნის შემდეგ ერთ-ერთ მოწინააღმდეგე არეიზებს ან ოლ ინზე მიდის. მეორე მოთამაშე ფიქრობს, ფიქრობს, მერე ჩატში წერს “ორი ტუზი” ან “ორი კაროლი” და ყრის კარტს, ვითომ მაგარი კარტი მყავდა, მაგრამ მაინც დავყარეო. ყველას ამ დროს ასეთი კარგი ხელი როგორ მოსდით არ მესმის.

 

კიდევ ხშირია მსგავსი ფრაზები “შენ თემქელი არ ხარ? არა ძმაო გლანდში ვცხოვრობ. გლდანში ამას იცნობ? იმას? არც იმას?” და ამას მთელი მაგიდა ძალაუნებურად ვკითხულობთ. ერთი სიტყვით ჩემი ნება რომ იყოს ევროპაბეთს ჩეტის ფუნქციას გავუთიშავდი და დარწმუნებული ვარ ბევრი დაისვენებდა.

აჭარაბეთს რაც შეეხება, სასტიკად არ მომწონს ინტერფეისი, ზედმეტად გადატვირთულია, სულაც არაა საჭირო სამგანზომილებიანი გრძელთმიანი მაფიოზების და მელოტი რეპერების დასმა მაგიდებთან, რაც უფრო სადად და მოხერხებულად იქნება, მით უკეთესი. თანაც ყველა ხელის ამოსვლაზე უზარმაზარი ასოებით გაირბენს რა ხელი მოგივიდა და ქალის ხმაც შემაწუხებლად იძახის “A PAIR OF….” თუ არ იცი რა ხელი მოგივიდა, რას თამაშობ მაშინ საერთოდ.

და ბოლოს, ჩემი ფავორიტი საიტი, პოკერ სტარი, სადაც ძირითადად ტურნირებს ვთამაშობ, ყველანაირად მაკმაყოფილებს. ჩათს რაც შეეხება, მაქსიმუმი მოისმინო “ნჰ” (ნაის ჰენდ). არასდროს მე იქ სხვა მიწერ-მოწერა არ მინახავს. ერთი ეგ არის, რომ ფულის შეტანა-გამოტანა ელექტრონული ბარათის საშუალებით ხორციელდება. თანაც არასდროს წავწყდომივარ იქ ქართველ მოთამაშეს.

5 thoughts on “ქართული ონლაინ პოკერ-საიტები – ვიჩეთაოთ ერთად

  1. მომეწონა შენი “რეცენზია” და სრულიად გეთანხმები!😉 შენ ის თქვი რაც დიდი ხანია მეც მაწუხებს🙂

  2. europeze pokeris tamashs gorobanas tamashi jobia vapshe gaafarchakes imena ra .. call ro sanatreli gagixdeba tfu amati me .

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s