ევროვიზია 2012- შიდა შესარჩევი ფინალის მიმოხილვა

დღეს ვუყურე ევროვიზიის შიდა შესარჩევ კონკურსს, თუმცა ვიცოდი უკვე ვინ წარადგენდა საქართველოს ევროვიზიაზე 2012 წელს. სიმღერა არ მქონდა მოსმენილი და დიდი ინტერესით ველოდი. ამ კონკურსის დიდი მოყვარული ვარ, 2006 წლიდან, რაც ლორდმა მოიგო, არც ერთი წელი არ ჩამიგდია, ყოველთვის მყავს ჩემი ფავორიტები და რა თქმა უნდა პირველ რიგში საქართველოს წარმომადგენელი. აქამდე ევროვიზიაზე გასულ ქართულ სიმღერას ყოველთვის ვგულშემატკივრობდი და მომწონდა.

შიდა შესარჩევი კონკურსი ყოველ წელს ერთი და იგივეა. დაბნეული წამყვანით, ოციოდე კაცით გულშემატკივრად და 2 მეტრიანი სცენით. კარგი, არა უშავს, მაინც შიდა შესარჩევია.

ყველა გამომსვლელის გარჩევას არ დავიწყებ, მით უმეტეს რომ ყველა არ დამამახსოვრდა, რამდენიმე იმდენად აბსურდული და სასაცილო იყო, ყბა ჩამომივარდა, რომ ხუმრობა არ გამოდგა. ლიდერობდა როკ მიმართულება, რომელიც ჩემი საყვარელი ჟანრია, თმცა უმეტესობა არ ვარგოდა და დაბალი ხარისხის იყო.

დამამახსოვდა ჯგუფი ნოემბერი, რომელიც რამდენიმე წელია მონაწილეობს და ყოველთვის ნორმალური, მელოდიური სიმღერები აქვთ, მაგრამ როგორც წესი ლაივში დიდად ვერ მღერიან, მაგრამ წელს თუმცა გაუმჯობესებული მომეჩვენა, სიმღერასაც არა უშავდა, მაგრამ საევროვიზიო ნამდვილად არ იყო.

ქართველმა შემსრულებლებმა როკი ძირითადად უმელოდიო სიმღერებთან, რაც შეიცლება მეტი ხავილით და გიტარების ჟღარუნთან გააიგივეს და ყურებიც კი მეტკინა სიმართლე თქვას.

ის იყო გავიფიქრე, რომ ამათგან ალბათ ანრის სიმღერა ყველას სჯობია მეთქი, რომ ჯგუფი რემა გამოვიდა. არასდროს არ მსმენია ამ ჯგუფზე არაფერი, წინა ჯგუფების მსგავსად სკეპტიკურად განვეწყვე და სიმღერის დაწყებიდან რამდენიმე წამში ყურებამდე გაღიმებულ ბადრის რომ გადავხედე, მერე მივხვდი რომ გული დამწყდა.

გული დამწყდა იმიტომ, რომ ძალიან კარგი სიმღერა დარჩა ყურადღების გარეშე და ზუსტად ამ ჯგუფის მერე ანრის სიმღერას რომ მოვუსმინე,  ვიფიქრე, რომ 2012ში კომეტა უფრო დაგვეჯახება, ვიდრე მოვიგებთ.

ევროვიზია ძალიან ცვალებადი კონკურსია და ვერასდროს ვერ გაიგებ, მსენელი რას აირჩევს, ლორდის ფინურ ჰარდ როკს, მარიას მოლიტვას თუ დიმა ბილანს, მაგრამ ფაქტია, ძალიან უგემოვნო, უშინაარსო, უმელოდიო სიმღერაა და ვერც “ცეცხლს დაანთებს”,  რაც არის ამ კონკურსის სლოგანი.

ერთი სიტყვით გიტოვებთ რემას სიმღერას, რომელმაც რაღაცით ჩემი საყვარელი ჯგუფი სტეინდი მომაგონა და სასიამოვნოდ გაოცებული და გახარებული დამტოვა.

9 thoughts on “ევროვიზია 2012- შიდა შესარჩევი ფინალის მიმოხილვა

  1. მოვუსმინე და ძალიან მომეწონა. მაგრამ ანრი მაინც შეუდარებელი იყო😀 მოკლედ წელს თუ ბოლო ადგილი არა ევროვიზიაზე შეიძლება გამონაკლისი დაუშვან და დემონსტრაციულად გამოგვაბრძანონ პირველივე მოსმენიდან. კაპიკად არ ვარგა სიმღერა და მარტო ანრის ხმა წარმატებას ნამდვილად ვერ მოგვიტანს. მაგრამ მაინც გახარებული ვარ, იმიტომ რომ საქართველოში თურმე სადღაც ხარისხიანი მუსიკა კეთდება და სმენას სასიამოვნოდ ატკბობს. იმედია ამ ჯგუფს არ მიქოლავენ სადმე და არ მიჩქმალავენ და ცოტა ფართო ჰორიზონტს დაუთმობენ ქართულ “შოუ-ბიზნესსში”. და ანრი ვინ გაუშვა საერთოდ ამ სიმღერით? ძალიან კარგი ხმა აქვს, მაგრამ უფრო მეტი ამბიციები და რაც მთავარია ინვალიდი სიმღერა.

    • “რემას” ეხლანდელი შემადგენლობა არვიცი, თუმცა თვითონ ჯგუფი ძალიან დიდი ხანია, რაც არსებობს.. ბავშვობაში მათი დიდი გულშემატკივარი ვიყავი… : ))
      ანრის სიმღერას კი ეხლა მოვუსმინე და ნამდვილად იმედგაცრუებული დავრჩი, უკეთეს სიმღერას ველოდი.. თუნდაც, კომერციული თვალსაზრისით.
      ჰო, მართლა, რომელმა არხმა და როდის გადმოსცა, ხოარ იცი, მინდა რომ ვნახო კონცერტის ჩანაწერი🙂

      • reply-ში რატომ ჩავწერე, არვიცი, ცალკე კომენტარად მინდოდა )

  2. კარგი სიმღერა იყო, მომეწონა, ანრის სიმღჶრა მოვიძიე და რა საშჳნელებაააა ღმერთმანი

  3. დღევანდელი რემა კატასტროფაა ადრინდელ რემასთან შედარებით :ს
    სრული კომერცია და სხვა არაფერი


    აი რემა❤

      • სხვათაშორის ძველი რემას მასულდგმულებელი ვინც იყო – ვოკალისტი ნიკ ლეშჩენკო, ახლა ქართულ ბენდ U.R.-ში უკრავს. მე თუ მკითავთ, დღეს ქართველებს U.R-.ზე კარგი როკ/მეტალ ბენდი არ ჰყავთ, ასე რომ გირჩევთ მოუსმინოთ🙂

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s