რა ხდება ჩემს თავს

დიდი ხანია პირადი პოსტის დასაწერად ვერ მოვიცალე, აი ისეთი, მართლა პირადი პოსტით, მით უმეტეს, რომ ბევრი რამე შეიცვალა და კიდევ ბევრი შეიცვლება.

ესე იგი რა ხდება… ყველაზე მთავარი ის, რომ უკვე ორი თვის ორსული ვარ. გუშინ  გულისცემას მოვუსმინეთ, მონიტორზე მე ვერაფერი დავინახე, მაგრამ როგორც ბადრი მეუბნება, წერტილი უკვე აღარ არის, ლობიოს მარცვლის ხელაა და ჩანასახის ფორმა აქვს. ორსულობის არანაირი სიმპტომი არ მაქვს, არც გულისრევა, არც ხასიათის შეცვლა, ძველებურად ვაგრძელებ ცხოვრებას, ხანდახან ეჭვიც მეპარება, ეს ყველაფერი ხომ არ დამესიზმრა-თქო.

მეუბნებიან რომ გავსუქდი, რამდენიმე კილო მართლა მაქვს მომატებული, მაგრამ ამას ორსულობას არ ვაბრალებ, ზამთარში ყოველთვის ვიმატებ. ბადრი გახარებულია, არ უყვარს როცა სიგამხდრით ყურები მეზრდება ხოლმე 🙂

კიდევ… გარეთ იშვიათად გავდივარ, დაბლა საშინლადაა მოყინული, ძირითადად სახლში ვარ, ვცდილობ არ დავიღალო. ამ ბოლოდ დროს ძალიან გავზარმაცდი და გვიან ვდგები, ისიც იმიტომ, რომ საძინებელში ძალიან ცივა, არადა ძილისთვის კარგია სუფთა ჰაერი, იქ გამათბობელს ვერ შევიტან.  სტრატეგია მაქვს შემუშავებული, 30-მდე ვითვლი და ისე ვდგები სწრაფად, რომ მერე ისევ არ დამეზაროს.

მალე ჩემს ჰობს დავუბრუნდები, ძალიან კარგი საკერავი მანქანა მიშოვნა ბადრიმ, თან ვფიქრობ ზაფხულში უკვე უზარმაზარი მუცელი მექნება და საღამოს კაბების კოლექცია, რომელიც ჩაფიქრებული მქონდა, ჩემს ტანზე აღარ გამოვა 🙂

ჯერ-ჯერობით სულ ესაა… ველოდები გაზაფხულს, თორემ მოწყენილობით სული მხდება.

უი მართლა, გინეკოლოგმა მითხრა სახეზე გეტყობა ორსულობაო, ნეტავ რატომ? შეშუპებული და დასიებული მგონი არ მაქვს, არა?

 

Advertisements

8 thoughts on “რა ხდება ჩემს თავს

  1. ისე არ გეტყობა, მაგრამ სულ ოდნავ შესუქებული გაქვს და ორსულობის დროს ქალი ლამაზდება საერთოდ და შენც გალამაზებული გაქვს. ეს პირდაპირ რომ გიყურებ, მაგრამ სურათი არ გეტყობა 🙂

  2. ნეტავ ბიჭია თუ გოგო :>
    მე მიუხედავად იმისა რომ სიცივე მიყვარს სუულ სახლში მინდა ჯდომა სუუულ ^^ გამოცდები დამიმათავრდა და ცხვირის გაყოფა გარეთ არ მინდა ^^

  3. გილოცავ პატარა წერტილუკას :)) ზემოთ რაც დაგიწერეს მგონი მართალია, ქალი ორსულობაში ძალიან იცვლება, პირადი გამოცდილებით გეუბნები :)) კარგ და უპრობლემო ორსულობას და ჯანმრთელ ბაო-ბაოს გისურვებ :))

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s