როგორც იქნა… ნამდვილი თოვლი.

აქამდეც იყო, მაგრამ სველი, ტალახიანი, ცოტა, ისეთი, გარეთ გასვლა რომ არ მოგინდება ადამიანს, მაგრამ გუშინ ნამდვილი თოვლი მოვიდა.

დილით ავდექი, ფანჯარაში გავიხედე და თვალები მეტკინა, ისეთი თეთრი იყო ყველაფერი. პატარა ბავშვივით გამიხარდა და მაშინვე ჩაცმა დავიწყე. ბადრი ბუზღუნებს, გარეთ არ გახვიდე, გაცივდები. მაგრამ სახლში რა გამაჩერებს, ძლივს ნამდვილი თოვლი მოვიდა.

გავედი ლიკასთან. ეზოშ იმხელა და ისეთი ხელუხლებელი თოვლი იდო, ბოროტი სურვილი წამოგივლიდა ამ თოვლში გეგორავა და მიმოგეფანტა.

ერთი სიტყვით გემრიელად ვიჯერე გული თოვლით.

ისეთი სითეთრე იყო, რომ თვალებს ძლივს ვახელდი.

ბოროტად გადავუარეთ ხელხუხლებელ თოვლს, ეს იქამდე:

ესეც მერე:

ეგ კი არა საკუთარი სახელის დატოვებაც არ შემრცხვა თოვლზე 🙂

მინიატურული თოვლის ბაბუის გაკეთებაც ვცადეთ, მაგრამ ძალიან მშრალი თვლი იყო და ხელისგულზე დაგვეფშვნა.

თუმცა გუშინდელმა თოვლმა დიდხანს ვერ გაძლო და დღეს ისევ ტალახად იქცა…

ესეც ვიდეო, სადაც მუხლებამდე თოვლში მივაბიჯებ და თბილისის მხარეს ისეთი სითეთრე და სიცარიელეა, საილენთ ჰილი ეგონება კაცს 🙂

Advertisements

6 thoughts on “როგორც იქნა… ნამდვილი თოვლი.

  1. სოფო რა ლამაზი ხარ ❤
    თოვლიც ძალიან საყვარელია. გუშინ სამსახურის ფანჯრებიდან ვუყურებდი სევდიანად, როცა მოვიცალე უკვე გაბანძებული და ატალახებული იყო 😦

  2. ეგრე ვიყავი მეც პატარა ბავშვივით დავდიოდი თოვლში ფეხით მარლა ვყრიდი :დდდდ ბევრიც ვიგუნდავე თოვლიც მაჭამეს :დ მართლა საილენთ ჰილივით იყო ჩემ ეზოში არაფერი სხვა ფერი აღარ იყო თეთრის გარდა :დდდდ

    პ.ს. აუ რა ლამაზი პალტო გაცვია ^_^

    პ.პ.ს. ახალი თემა რაღაც არ მომწონს 😐

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s