უსაქმურობის დროს, როცა ფეისბუქშიც აღარაფერი მაქვს საქმე, როცა სიმსში უკვე დაცლილი მაქვს ენერგია და უაზროდ ვზივარ კომპიუტერთან, ხშირად მახსენდება ასეთი საიტები და ვერთობი ხოლმე.
საიტი: myheritage.com, სადაც ატვირთავთ თქვენს სურათს და პროგრამა პოულობს ვარსკვლავებს, რომლებიც ამ სურათის მიხედვით გგავთ, თანაც პროცენტული რაოდენობით.
ჩემს სურათებს ყველაზე ხშირად პროგრამა პენელოპა კრუსს ადარებს, არადა მაინცდამაინც არ ვგავარ, შეიძლება მარტო ცხვირით 🙂
თუმცა არის შემთხვევებიც, როცა სრულიად მოულოდნელად ვიქტორია სეკრეტის სუპერმოდელს მამსგავსებს:
კიდევ დავასკვენი, რომ ქერათმიან კეტრინ ჰეილის ვგავარ თურმე ძალიან, ათიდან ცხრა სურათში პირველი კეტრინი ამომიგდო, არადა ღმერთმანი… 🙂
აჰა, კიდევ
და ისევ პენელოპა:
ჩემს თავზე რომ მომბეზრდა მერე ჩვენ-ზე გადავედი და ძალიან ბევრი ვიცინე ჩემი ქმარი ჯეიმს მარსტერს რომ მიამსგავსა პროგრამამ, იგივე სპაიკს, რომელზეც დიდი ხანია ქრაში მქონდა.
პენელოპას სურათებში რაღაცით მართლა გავხარ თითქოს, აი კეტრინის რა მოგახსენო 😀 მეც უნდა გავაკეთო 😀
ძლიან ლამაზი ხარ პენელოპასთან შედარებით და აქეთ შეგედაროს : ))
ბადრი რაგაც ვერ მივამსგავსე JEMES MARSTERS 😀
პენელოპას ძალიან გავხარ 🙂 მომეწონა მეც გავაკეთებ
ჰაჰა ბადრი და სპაიკი :))))))
აბა ერთი ვნახო მე რას მეტყვის :დდდ
Rogor aketebt mageebs?:(
aq gadavedi mara iqneb amixsnat rogor aketebt 😦