აპოკალიფსის 7 ნიშანი

გამარჯობათ, მე ლიკა ვარ და მოგესალმებით სოფოს ბლოგზე.  ადგილები ცოტა ხნით გავცვალეთ და ახლა მე ვარ სტუმარი მასთან🙂 ბევრი ვიფიქრე რა დამეწერა, და გადავწყვიტე  იმ შვიდ ნიშანზე მოგითხროთ, რომელიც ქრისტიანული რწმენით, გვანიშნებს  აპოკალიფსის  მოახლოებას. დავიწყოთ ბოლოდან.

7. სამყაროს განვითარება, კაცობრიობის ცოდნის დონის ამაღლება, მექანიკის, მანქანათმშენებლობის, თვითმფრინავების, მოგზაურობის განვითარება.

ახალი ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება. მიღწევები სწრაფად იზრდება და შესაძლებლობები უფრო მეტად იხვეწება. შესაბამისად უკვე ბევრი ისეთი რამ შეგვიძლია ტექნიკაში და მექანიკაში, რაც ცოტა ხნის წინ არ ვიცოდით.

ავტორის მიხედვით ბიბლია ამბობს, რომ მიღწევები ტექნოლოგიაში აღსასრულის დადგომამდე იქნება არნახულად განვითარებული.

6.ტერორიზმი, ძალადობა, სიბოროტე, რწმენისგან განდგომა.

ბიბლიის მიხედვით, როდესაც მოხდა წარღვნა, მსოფლიო სავსე იყო ტერორიზმით, ძალადობით და ბოროტი ხალხით. სწორედ ამიტომაც გაიწმინდა დედამიწა. და დღესაც ჩვენ ვცხოვრობთ ძალადობაში და ტერორიზმის გარემოცვაში, და ის დღე და დღე უფრო მეტად იზრდება. სწორედ ასე იყო ნოეს დროს. კაცობრიობის ურწმუნოებამ პიკს მიაღწია. ასევე მოხდება ჩვენთანაც. ამ ნიშნის მიხედვით წესით მალე უნდა მოხდეს წარღვნა, როგორც ავტორი ღაღადებს🙂

5. შუა აზიის დაძაბული სიტუაცია.

ეს არის ერთერთი ბოლო ნიშანი, რის მიხედვითაც ჩვენ საბოლოო გზას გავდივართ ქვეყნიერების აღსასრულამდე. შუა აზიაში სხვადასხვა რწმენის დაპირისპირება დიდ ომში იზრდება. ისრაელში დიდი კრიზისებია. რაც ეს ერი შეიქმნა, არასდროს დაუსვენია პატარა ქვეყანას. მუდამ კონფლიქტები, რწმენის შეუსაბამობა და დაძაბულობაა. სწორედ ამიტომ ისრაელსა და შუა აზიას შორის არასდროს არ დამყარდება მშვიდობა, სანამ ქრისტე მეორედ არ მოვა და არ აღგვის მთელს მსოფლიოს და არა მარტო ებრაელებს პირისაგან მიწისა.

4. ატომური ბირთვული იარაღი.

ატომური იარაღი დღევანდელ მსოფლიოში ყველაზე საშიშია და სწორედ ამას ღაღადებს ბიბლია. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ დიდ შიშში, რადგანაც თუნდაც ერთის აფეთქება გამოიწვევს მსოფლიო განადგურებას. მაგრამ მიუხედავად ამისა ამერიკა, კორეა, და ირანი დიდი აქტიურობით აწარმოებენ ბირთვულ იარაღებს, რის ხელში ჩაგდებასაც შეუპოვრად ცდილობენ ტერორისტები. აი საიდან შეიძლება დაგვემუქროს მთავარი საფრთხე.

3. მკვდრეთით აღმდგარი რომის იმპერია.

ბიბლიის თანახმად, რომის იმპერია აპოკალიფისის წინა პერიოდში ფერფლიდან აღსდგება. ის იქნება შექმნილი 10 ნაციის კონფედერაციისგან  და შეეცდება ბატონობა  მოიპოვოს   არა მარტო  აღმოსავლეთზე, არამედ მთელს მსოფლიოზე. იმპერია იქნება ძალიან ძლიერი.

2. ებრაელების დაბრუნება სამშობლოში.

ავტორის და ბიბლიის მიხედვით, ებრაელები თავის მიწაწყლისთვის ბევრს იბრძოდნენ და როდესაც ისრაელი დაარსდა, მას მერე მთელი მსოფლიოდან ბრუნდებიან ებრაელები თავის სამშობლოში და ეს ერთერთი შესანიშნავი ნიშანია მეორედ მოსვლის. ( გადამრევს ეს ხალხი😐 )

1. ისრაელის დედაქალი გახდება იერუსალიმი.

ბიბლია ამბობს, რომ თუ ახლა ისრაელი არსებობს, ისე რომ იერუსალიმი მისი დედაქალაქი არაა, აღსასრულის ბოლო დღეებში იერუსალიმი აუცილებლად გახდება მისი დედაქალაქი. ისრაელის არსებობა დღევანდელ დღეებში უკვე იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ ბოლო საფეხურს ვუახლოვდებით.

ეს იყო მთელი ინფორმაცია, რისი მოპოვებაც შევძელი. იმედია დაგაინტერესათ🙂

ახლა კი მაინტერესებს, რას ფიქრობთ თქვენ?

 

 

7 thoughts on “აპოკალიფსის 7 ნიშანი

  1. მე არ ვეთანხმები. წარღვნა მაშინ მოხდა, როდესაც ეკლესიები ინგრეოდა და რწმენა იკარგებოდა. ახლა კი პირიქით, ეკლესიები შენდება და ხალხი ეკლესიას უბრუნდება.

    • ეგ საქართველოში, თორემ სხვაგან სხვანაირი სიტუაციაა. მაგალითად სკანდინავიის რეგიონში აშკარაა არარელიგიური და ათეისტი საზოგადოების ზრდა. სტატისტიკის მიხედვით, შვედეთში თუ ისევ ისეთი ტენდენცია იქნება, 2020 წლამდე კიდევ 1 მილიონი ადამიანი გახდება ათეისტი
      http://www.thelocal.se/24298/20100110/

      ეს კიდევ რელიგიური დემოგრაფია, სადაც მწვანე ხაზი არარელიგიურთა მაჩვენებელია

  2. kidev 2 nishani gamogrcha
    1. macxovris saplavze cecxli rom ar gadmova mashin iqneba meoredmosvla
    2. iveriis gvtismshoblis xati atonis mtas datovebs da saqartveloshi chamova da xatis chamobrdzanebastan ertad mta chaidzireba

  3. Charlius anu iseti ram moxdeba rac noes dros moxda mashin agmochndeaba noes adgila gmerti gadaarchens saqartvelos ogorc gadarchina noe

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s