მე <3 რუსთავი

რუსთავში დავიბადე და გავიზარდე. ძალიან ბევრჯერ გამიგია გამონათქვამი “ერთხელ დაიბადო და ისიც რუსთავში” და ეს ყოველთვის მაღიზიანებდა. რა თქმა უნდა ყველას თავისი აზრი აქვს, მყოლია მეგობრებიც, რომლებიც ვერ იტანდნენ რუსთავს და თბილისში გადაცხოვრებაზე ოცნებობდნენ, მაგრამ მე არასდროს არ ვეთანხმებოდი. მიყვარს რუსთავი და რა ვქნა.

ძალიან პატარა ქალაქია. ერთი ბოლოდან მეორემდე ფეხით გასვლას რამდენიმე საათი დასჭირდება. მის ნებისმიერ წერტილში შეძლებ რამდენიმე წუთში გადაადგილებას ტრანსპორტით.  მშვიდი ქალაქია (ასევე ცნობილია როგორც “მკვდარი”), მართალია, აქ ღამის ცხოვრება არაა, ვერც ღამის კლუბებს ნახავთ და ვერც მთელი ღამე გარეთ მხიარულად მოსეირნე ახალგაზრდობას, სამაგიეროდ იდეალურია ჩემნაირი ხალხისთვის, სიწყნარეში ყოფნას და ძილს რომ არაფერი ურჩევნია.

რა თქმა უნდა ინვიდუალურია, მაგრამ რაც სწავლას მოვრჩი და თბილისში აღარ მიწევს ყოველდღე სიარული, დავისვენე. რუსთავში შემოსვლისთანავე სიხარულის გრძნობა მეუფლებოდა ხოლმე. ჩემი ქალაქია, ბევრი ნაკლი და მინუსი აქვს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს სახალხოდ ლანძღვას და ქვის სროლას არ დავუწყებ. არ მინდა რომ აქ ხალხი იმ გრძნობით ჩამოდიოდეს, თითქოს სადღაც ველურებში მიდიან. ერთხელ მე და ჩემი კურსელი თბილისიდან მოვდიოდით, უკან ორი გოგო გვეჯდა, პირველად მოდიოდნენ რუსთავში და ცოტა არ იყოს შეშინებულები იყვნენ, მალე წამოვიდეთ, მეშინიაო – ერთმანეთს ეუბნებოდნენ.

ათი წლის წინ ქალაქში საშინელი სიტუაცია იყო, გარეთ დაღამების მერე ვეღარ გახვიდოდი, თვეობით შუქი არ იყო, წყალზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი, ქუჩები ჩაბნელებული და დანგრეული, ახლა სიტუაცია შეიცვალა. თვით ლეგენდარული მეცხრამეტე მიკრო-რაიონიდანაც წამოვსულვარ ფეხით ღამის ცხრა საათზე, თანაც ისე, რომ არათუ შემშინებია, უბრალოდ გამისეირნია.

ახლა თითქმის 5 თვეა რაც შარტავას გამზირზე გადმოვედი საცხოვრებლად და აქაურობა ძალიან მომწონს. ჩემი ფანჯრებიდან ასეთი ხედი იშლება.

პრობლემები რა თქმა უნდა ბევრია, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი ისე გამოსწორდება, როგორც ათი წლის წინანდელი სიტუაცია გამოსწორდა.

ესეც რუსთავის სურათები:  (ლიკას გადაღებული და დათოს ალბომებიდან აღებული)

ზამთარი:

შემოდგომა:

გაზაფხული-ზაფხული:

რუსთავი ღამე:

 

10 thoughts on “მე <3 რუსთავი

  1. მე რომ ვსწავლობდი, სანამ დავამთავრებდი უნივერსიტეტს, რუსთავს დილით როგორც კი გავცდებოდი და როგორც კი თბილისში შევიდოდი, მაშინვე მეწყებოდა საშინელი მოთენთვა, გულისრევა, თავის ტკივილები და ლექციებამდე ასე ვთქვათ სულიც აღარ მიმყვებოდა. მართალია მე და შენნაირი ადამიანებისთვის ჩვენს პატარა, კოხტა, ლამაზ ქალაქში ცხოვრებას არაფერი ჯობია. თბილისს იმდენად ვერ ვიტან, მაპატიოს ყველა თბილისელმა, რომ იქ წასვლას ყველაფერი მირჩევნია. და ყოველთვის ძალიან მაღიზიანებს, რომ იძახიან, აუუუუ რუსთავში არ ვყოფილვააარ, აუუუ ბარბაროსები ცხოვრობენ? აუუ. არაა ხალხნო ასეთი ქალაქი, და ღამის ცხოვრებაცაა, და გართობაც. აუცილებელი არაა წაიღოს კლუბებმა მთელი რუსთავი. მითუმეტეს ამ ბოლო დროს იმდენად გაალამაზეს,აქ ყოფნას რა ჯობია არც ვიცი. სამაგიეროდ ხალხია იმდენად განსხვავებული თბილისისგან, გეგონება სხვა ქვეყანაში მოხვდი, მაგრამ არა უარყოფითად. ძალიან თბილი, მოსიყვარულე, დადებითი ხალხი ვცხოვრობთ. არ ვართ ველურები, ღამით კოცონთან ყიჟინას არ ვცემთ და ლეღვის ფოთლებით არ დავრბივართ. მე მყავდა ნაცნობი, რომელსაც ისე ეზიზღებოდა რუსთავი, სულ თბილისსში გადაცხოვრებას ნატრობდა, თითქოს მარტო იქ არსებობდა ცხოვრება და სადღაც მიკარგულში ცხოვრობდა, ახლა კი მგონი უკან დაბრუნებაზე ოცნებობს🙂 მიხვდი ვისზეც ვამბობ?😛

  2. ჩემი რუსთავი❤ ყველა ”სახალხო” ადგილი მეცნო სურათებში, რაც მანდ აღარ ვცხოვრობ უფრო და უფრო შემიყვარდა…

  3. მიჩვევაზეა რა. სადაც ცხოვრობ ის ადგილი გემშობლიურება და გიყვარს. მაგალითად, ჩემი ერთი მეგობარი თბილისიდან რუსთავში გადავიდა საცხოვრებლად და ძალიან არ მოსწონს, სულ აქეთ მოუწევს გული(ისევე, როგორც რუსთაველებს თბილისი არ სიამოვნებთ და თავიანთ ქალაქში უნდათ). რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და ნამდვილად არ მქონია ველურების და საილენთ ჰილის განცდა🙂 რუსთაველმა მანიაკმაც არ გაუწია კარგი პიარი ამ ქალაქს🙂

  4. ასე მგონია ჩემს აზრებს წერ… გეთანხმები,ვგიჟდები ისე მიყვარს ჩემი პატარა,მშვიდი და მყუდრო ქალაქი…❤

  5. ჩემი ქალაქი მენატრებაოო…სულ რაგაც ერთი კვირის წინ მეც ვტკბებოდი შარტავის ხედით

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s