ლომი, რომელსაც შევუყვარდი :)

წინა პოსტებში ვახსენე, რომ რუსეთიდან ჩემი ბავშობის მეგობარი ჩამოვიდა ცოტა ხნით, ხვალ უკვე მიდის, ამიტომ უნდოდა მაქსიმალურად ყველაფერი მოესწრო და ყველაფერი ენახა, ამიტომ რამდენიმე ტური მოვაწყეთ ქალაქში და მის გარეთ.

დავიწყეთ იმით, რომ ჩვენი მესამე საერთო მეგობრის, მიას ბავშვები წავიყვანეთ ზოოპარკში და ბავშებზე არანაკლებად ჩვენ გავერთეთ. ჩემი უდიდესი სიყვარული ცხოველების მიმართ საქვეყნოდ ცნობილია (ლიკასთან რომ ვიყავი სოფელში, დღემდე იხსენებს როგორ დავდევდი დიდ და ჭუჭყიან ძროხებს მოსაფერებლად და ვეძახდი ბოჩოლა, ბოჩოლას) ასე რომ გალიის იქიდან მოვისიყვარულე ცხოველები.

 

ამ სურათებში მე და ფანტის ბოთლი განუყრელები ვართ, არ გაგიკვირდეთ🙂

საწყალი, გაქუცული😦

და ლომი, რომელიც ათი მეტრის მანძილიდან დიდხანს და დაკვირვებით მომჩერებოდა პირდაპირ თვალებში, სიმართლე ითქვას ცოტა შემეშინდა კიდეც. აი ამ სურათებშიც მე მიყურებს, რომელიც დიანამ დააფიქსირა🙂

მერე შეშინებულ ელენიკოსთან დამსვეს ატრაქციონზე. საწყალი ბავშვი ისე ძალით მიჭერდა ხელს, ვერ გავაშვებინე.

 

შემდეგი გაჩერება – რუსთავი, ახლად გაკეთებული მერიის მოედანი.

შემდეგი გაჩერება იყო სამება, სადაც თავის მოსკოველ კოლეგებს სუვენირები უყიდა, განსაკუთრებით კი თბილისის გამოსახულებით მაგნიტი დააბარეს მაცივარზე მისაკრავად🙂

ჩემი სიზარმაცის ბრალია სხვა რომ ვერაფერი მოვასწარით მაგრამ არაუშავს, გამოვსწორდები🙂

7 thoughts on “ლომი, რომელსაც შევუყვარდი :)

  1. რა კარგი სურათებია. მომეწონა ძალიან და თმა რომ გაგეზარდა ძალიან გიხდება დიადო.

  2. ვაიმე, ვეფხვზე ვგიჟდები :დ

    პ.ს. რუსთავში ძველ ახალ წელს მეც ვიყავი და ახალგაკეთებული მოედნით ვისიამოვნე :დ ღამე უფრო ლამაზია ^_^

  3. ლომის ფოტოები ულამაზესია! ნეტა რაზე ფიქრობდა, წარმოგიდგინა შემწვარი ალბათ🙂🙂

  4. ლომი არ მავიწყდება როგორ გაგაყოლა თვალი რომ წახვედი, მგონი დორბლიც მოსდიოდა ისე მოეწონე😀
    ლამაზი და საყვარელი სურათები კი გამოგვივიდა :-*
    შენ სიზარმაცეს კი რაც შეეხება იძინე დგის 1-2-მდე და ბავრს მოასწრებ😉 ძილისგუდა შენა :-*

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s