რატომ ხარ ასეთი?

ჩემს ბლოგზე თითქმის არ მოიპოვება გაბრაზებული პოსტები, ძირითადად ვცდილობ პოზიტიური ვიყო და ასეთიც ვარ ცხოვრებაში, მაგრამ ხშირად გამოვყავარ წყობილებიდან ერთ მოვლენას, უფრო სწორად ფენომენს, არც ვიცი რა დავარქვა.

დავიწყოთ იმით, რომ არ ვარ აქტიური და ბუნებით ლიდერი ადამიანი, არც გაბედული. ყოველთვის ვცდილობ ვიყო უკომფლიქტო, არავის ვაწყენინო და ყოველთვის ვფიქრობ, ეს რომ გავაკეთო, იმას ხომ არ ეწყინება. თუნდაც სრულიად უცნობს.

აქედან გამომდინარე, როცა ვხვდები უცხო საზოგადოებაში, ვერ ვახერხებ იმას, რომ ენა მხარზე გადავიგდო და დაუსრულებლად ვილაქლაქო. ასე რომ არ ვიქცევი, მეწებება იარლიყი “სოფო ისეთი ჩუმია” “სოფო რა მორიდებული ხარ” რომელიც საშინლად მაღიზიანებს.

როცა მეგობრების ან ნაცნობების წრეში ვარ, სადაც მაქვს სალაპარაკო თემა და მარტო იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ უნდა ვილაპარაკო თავის დასამკვიდრებლად და ყურადღების მისაქცევად, მაშინ არც ჩუმი ვარ და არც მორიდებული, მაგრამ როცა სრულიად უცხო ხალხის გარემოცვაში ვხვდები, თუნდაც ერთი ჩემი ნაცნობით, რომელიც ყველას კარგად იცნობს და აქვთ სალაპარაკო, რატომღაც მე ვექცევი ჩემი სიჩუმით  ყურადღების ცენტრში. ჰმ, სოფო როდის არაა ასე.

ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყველა ვერ იქნება სუპერ აქტიური და კომუნიკაბელური და იმასაც უნდა მიხვდნენ, რომ თუ იმას ჩუმად უნდა ყოფნა, შენ არ უნდა ჩაერიო მახვილგონივრული გამონათქვამებით, “უი პირველად გავიგე შენი ხმა, აქამდე სად იყავი” (ფხუკუნი).

არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ადვილად ახერხებენ ყველგან გამოხატონ თავისი აზრი, მოექცნენ ყურადღების ცენტრში, მაგალითად ბადრი, სადაც არ უნდა მოხვდეს, იქნება ეს ჩემი ნათესავები, რომლებსაც არ იცნობს, თუ უბრალო გამვლელი, დიდი ხნის ნაცნობივით აბავენ საუბარს, მაგრამ იმას ეს ბუნებრივად გამოსდის და მე არ მინდა ხელოვნური ვიყო, თუ არაფერი მაინტერესებს და არაფერი მაქვს საერთო და სალაპარაკო, ამინდზე და პოლიტიკაზე ვერ დავიწყებ ლაპარაკს მარტო იმიტომ, რომ ვილაპარაკო.

ერთი სიტყვით მგონი აჯობებს ყველამ თავის საქმეს მიხედოს, როცა უნდათ თვითონ იაქტიურონ და თვითონ ილაპარკონ რამდენიც უნდათ, მაგრამ თავისი უადგილო კომენტარებით სხვას ნუ აგდებენ უხერხულ მდგომარეობაში, თუ ის პასიურობას არჩევს ზოგიერთ სიტუაციაში.

პ.ს არა, ბოლო რამდენიმე თვეა ასეთი რამე არ მომხდარა, მაგრამ რატომღაც გამახსენდა და პოსტის დაწერა მომინდა.

 

4 thoughts on “რატომ ხარ ასეთი?

  1. შენ რაჭველივით მოგივიდა ეხლა🙂 მე მხოლოდ მაშინ მომდის ასე როცა ჩემზე უფროს ხალხში ვარ და აშკარად რომ ვხედავ, რომ საქეიფო სიტუაციაა და ერთი სული მაქვს გავიქცე, მაგრამ როცა ჩემს ტოლებში ვარ იცოცხლეეე😀 ნუ გამონაკლისებიცაა, თუ ენა მაქვს გადმოგდებული ესე იგი მომწონს სიტუაცია, თუ არა და ვსიო. ვერავინ ხმას ვერ ამომაღებინებს D

  2. ეგ არაფერი სოფო,უცხო გარემოში ადამიანთა უმეტესობა მასე იქცევა…მაგის გამო,ჩემზზე ხშირად გამიგია რომ მუდო ვარ…ან კიდევ,ყველას ზევიდან ვუყურებ და ამიტომ არ ვკადრულობ მათთან ლაპარაკს და ა.შ. აბსოლიტურად არავის საქმე არაა ვინ სად რას და რამდენს ილაპარაკებს…ნუ,როცა არაა ისეთ სიტუაცია რომ ვილაპარაკო,ანარ მომწონს დამსწრე საზოგადოება,ან მათთან ვერანაირ საერთს ვპოულობ და კიდევ ბევრი სხვა მიზეზის გამო,არ ვლაპარაკობ და მორჩა და საერთოდ არ მაინტერესებს ჩემზე ვინ რას ფიქრობს…(ამ დროს ერთადერთი იმაზე ვფიქრობ როგორ დავაღწიო თავი ამ საზოგადოებას)😀 მაგრამ,როცა ვარ კარგ საზოგადოებაში,მაქვს მათთან თუნდაც მცირედი საერთო,მომწონს ხალხი და არის პოზიტიური სიტუაცია,შენც კარგად იცი რომ ლაპარაკი არ მეშლება…ასე რომ,შენ იყავი კარგად და ისიამოვნე სიტუაციით და ვინ რას იტყვის………………………. 😉 (პ.ს.მე რატომ არასოდეს გამჩენია შენს მიმართ მსგავსი კითხვები ან შეფასებები??? მდაააააააა…არ ვიცი,არ ვიცი.არ გიცნობ მე შენ მასეთად კაცო) 😀

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s