საკეისრო თუ ფიზიოლოგიური?

გუშინ მთელი დღე სამშობიაროში გავატარე და დღის განმავლობაში ბევრჯერ მომიწია ამაზე დაფიქრებამ. ნინის, ჩემს მულს, თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა ფიზიოლოგიურად ემშობიარა და საკეისროს სასტიკი წინააღმდეგი იყო. 14-15 საათი სამშობიარო ტკივილები ჰქონდა, თან ისეთი, რომ ვერაფრით უყუჩებდნენ. ყველაფერი რომ დამთავრდა და ზევით ავედი, მითხრა, რომ მცოდნოდა ასე იქნებოდა საკეისროს გავიკეთებდიო.

მე 14-15 წლის ასაკში თვალის ექიმთან რომ მივედი, მაშინვე გამაფრთხილეს, როცა გათხოვდები და შვილები გეყოლება, აუცილებლად საკეისრო კვეთით უნდა გააჩინოო. მაღალი მინუსი გაქვს და დიდი შანსია მხედველობა მკვეთრად მოგაკლდესო.

სამშობიაროში ყველა იმეორებდა – რა თქმა უნდა, ბუნებრივად უნდა გააჩინო, ბავშვი ძლიერი იქნება, ასეთია წესი და ა.შ. მაგრამ მთელი დღის განმავლობაში რომ ენით აუწერელი ტკივილებით იტანჯებოდა, იმას აღარ ითვალისწინებენ.

ვიცი ბევრი შემედავება, მაგრამ თვალებზე პრობლემა რომც არ მქონოდა, მაინც საკეისრო კვეთას ავირჩევდი. ჯერ ერთი არავინ იცის რამდენი ხანი გაგიგრძელდება სამშბიარო ტკივილები, შეიძლება ეს რამდენიმე დღეც გაგრძელდეს, და ამ დროს როცა დაბლა კაცები მსჯელობენ, რომ ბუნებრივი მშობიარობა აუცილებელია და ქალმა ტკივილი უნდა მოითმინოს, როგორი საშინელიც არ უნდა იყოს ეს, ცოტა არ იყოს და ნერვების მომშლელია.

ალბათ ადრე უფრო უადვილდებოდათ ბუნებრივად გაჩენა, როცა ხალხი სუფთა ჰაერს სუნთქავდა და ჯანსაღ პროდუქტს ჭამდა, მაგრამ ახლა ეს ასე აღარ არის.

მეორე მხრივ საკეისროს უარყოფითი თვისებები – ჭრილობა… კიდევ? ალბათ პრინციპში მარტო ჭრილობა, რომელიც რამდენიმე დღე აწუხებთ და კიდევ ნარკოზი. ნარკოზი ცუდია რა თქმა უნდა, მაგრამ ადგილობრივი ნარკოზის ალტერნატივაც ხომ არსებობს. რამდენიმე დღიან ტანჯვას, საშინელ ტკივილებს, ხმის ჩახლეჩვამდე ყვირილს მე პირადად 20 წუთიანი პროცედურა მირჩევნია და იმ ჭრილობის ტკივილსაც გადავიტან როგორმე, მით უმეტეს, რომ სამშობიარო ტკივილებთან ახლოსაც ვერ მოვა.

არიან ისეთი იღბლიანებიც, რომლებიც ბუნებრივად აჩენენ ყოველგვარი პრობლემების გარეშე, მე მაგალითად მუცლის ატკიებიდან რამდენიმე საათში გავჩნდი.

კიდევ ერთი გამოკითხვა ჩემს ბლოგზე:

 

8 thoughts on “საკეისრო თუ ფიზიოლოგიური?

  1. me sakeisro gavikete, miuxedavad imisa rom zogjer vpiqrob qalma bunebrivad unda gaachinos shvili. mshobiaroba dzalian dzalian mtkivneulia da roca arsebobs alternativa, wvaleba vpiqrob ar girs.

  2. რა თქმა უნდა საკეისრო. მართალია საქართველოში კიდევ დარჩა ხაშლამა ხალხი, რომლებიც ფიქრობენ რომ ქალი უნდა იტანჯოს და იწვალოს, პლიუს იმუშაოს კიდევ და თვითონ ღორებივით გასივდნენ და გასუქდნენ და დაძროხდნენ სახლში და ცოლმაც ინახოს, მაგრამ მასეთ დაუნ ხალხს ვინღა აქცევს ყურადღებას? ფუფ როგორ მეზიზღებიან ეს ხაშლამა კაცები.მე აღვშფოთდი😀

  3. გუშინწინ მქონდა დაბადების დღე, ჰოდა, დედაჩემმა გაიხსენა 20 წლის წინ მაგ დროს რა საშინელი ტკივილები ჰქონდა და ა.შ. 20 წლის მერეც კი ისეთი ხმა ჰქონდა, რომ დავრწმუნდი, მაგაზე მტკივნეული, ალბათ, ძალიან ცოტა რამ არის… მართალია, მერე ბავშვის დაბადება დიდ სიხარულს იწვევს, მაგრამ, მართლაც, როდესაც არსებობს ალტერნატიული გზა, რატომღა უნდა იწვალო?

    პრინციპში, თუ ოდესმე მექნება შვილის გაჩენის ბედნიერება, მეც საკეისროთი მიწევს თვალების გამო ^^

  4. me piradad orive maqvs gamocdili .pirveli bavshvi bunebrivad shemedzina,xolo meoreze sakeiso damchirda.mainc bunebrivs vanicheb upiratesobas imitom rom 10 tve gavida da nakerebi bolomde jer kidev aq maqvs shexorcebuli da cota xanit motmena jobia chemi azriiit.tanac meti gabrtxikeba unda nakeisrals. 😦

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s