მიუხედავად იმისა, რომ ბლოგზე ხშირად ვწერ ზებუნებრივ ისტორიებს და მიყვარს მისტიკა, არასოდეს შევსწრებივად ასეთ ფაქტს, გარდა რამდენიმე ისეთი მოვლენისა, რომელსაც სავარაუდოდ ჰქონდა ლოგიკური ახსნა.
ამას დაერთო ისიც, რომ წუხელ პატრიცია არკეტის “სტიგმატას” ვუყურე და მთელი ღამე უცნაურ სიზმრებში ვიყავი გახვეული. მერე დავფიქრდი – ნუთუ არასდროს არ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში ისეთი, რაც შეიძლება ზებუნებრივ მოვლენად ჩავთვალო. პრინციპში არც არაფერი.
ყოველთვის მიყვარს ასეთი ისტორიების მოსმენა, ვინ რა შეემთხვა, რა გადახდა თავს, რა დაინახეს ღამე საფლავებთან, მაგრამ მე არ მაქვს ასეთი ისტორია და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვწერ ასეთ თემებზე, გულის სიღრმეში ალბათ არც მჯერა.
დამიწერეთ კომენტარებში, იქნებ თქვენ გადაგხდენიათ თავს რამე ზებუნებრივი მოვლენა, ან იქნებ ერთ მოჩვენება მაინც გყავთ ნანახი, ან რამე ისეთი, რაც ბუნებრივ კანონებში არ ჯდება.
მეც ზუსტად მასე ვარ. მიყვარს მოსმენა. მოყოლა, წაკითხვა, ყურება,მაგრამ არასდროს არ მომხდარა რამე ზებუნებრივი ჩემს ცხოვრებაში და მაგიტომაც არასდროს არ მჯერა. უბრალოდ საინტერესოა და მინდა რომ დავიჯერო, მაგრამ მაინც არ მჯერა ხოლმე.
ისეთ ადამიანებს ვიცნობ, ვისაც შემთხვევია, მაგრამ მე არა. თუ არ ჩავთვლით ერთ მფრინავ ობიექტს, რომელმაც ძალიან სწრაფად გადაიარა ცაზე :d
dzaan magari saitiaa
ise mag kinos mere ki unda genaxa rame zebunebrivi movlena 🙂 dzalian dzlieri kinoa 🙂
roca babua kvdeboda bidzachemma naxa babuachemis dzma saxlis ukan xis qvesh idga da stvenda gind daijeret gind ara
sulebis garemocvashi var)
ex piriqit normaluri cxovreba menatreba yoveltvis, bolo 2 welia ki sultmbrdzolav bebiis gamo portali gaixsna mis otaxshi da chveulebrivi dialogebi chvevad gveqca ukve micvalebulis sulebta, mtels ojaxis wevrebs da mat, shoris vinc agmochndeboda chvens saxlshi, unikaluri vifdeoebic maqvs shenaxuli, magram erti ram yvelam daimaxsovret, es ar aris gasartobi da sasacilo tema, yvelaferi arsebobs am qveyanaze, rac imis manishnebelia, rom arsebobs samotxe da jojoxeti,, tetri da shavi, satana da gmerti, visac rwmena aqvs cheshmariti, am ori dzalis brdzolas yovel wuts xedavs da sheigrdznobs.. geshinodet da icxovret rwmenit, tetrisken darcheniliyavit rac mtavaria da uflis madli da dalocva yofiliyos tqveni megzuri ukunisamde.. amin!
ზებუნებრივი თუ პარანორმალური მოვლენების ნახვა თუ გაანალიზება არც ისე იოლია. განსაკუთრებით როცა ვინმეს დახმარება გჭირდება და შენი არავის ჯერა, მე უკვე მივეჩვიე იმას რომ ვხედავ გარდაცვლილ ხალხს და მესმის მათი, მაგრამ ასეთ რაღაცას ეკლესია შეპყრობილობას მიაწერს და ეგზორციზმის ჩატარებას დამიწყებს 🙂 ხშირად თუ ადამიანს დასვენება უნდა პარკში მიდის და მე კი სასაფლაოზე მიმიწევს გული 🙂 მგონი არ უნდა იყოს ნორმალური 🙂
პირველად ეს რომ დამეწყო ვიფიქრე რომ ფსიქიკურად შევიშალე და ფსიქოლოგთან დავდიოდი. მაგრამ ფსიქოტროპულმა წამლებმა ეფექტი რომ არ გამოიღეს მოვიტყუე და წამოვედი იქიდან.
ერთ მიყრუებულ ადგილას მაქვს დაჩა, სადაც მხოლოდ 6 სახლია და ერთი წყარო. აქედან ამ არცერთ სახლში არავინ არ ცხოვრობს და მეც ცნობის მოყვარეობა რომ დამეკმაყოფილებინა ერთერთ სახლში შევიპარე 🙂 მაშინ 8 წლის ვიყავი და ჩემს მეხსიერებაში ცუდად დაილექა ეს ყველაფერი. ერთერთ მიტოვებულ დანგრეულ სახლში როცა ვათვალიერებდი და ვეძებდი რაიმე სურათს ან ძველ დღიურებს რომ გამეგო ვინ ცხოვრობდა აქ მანამდე ეზოს ჭიშკრის ხმა გავიგე და მეგონა დედაჩემი მეძებსთქო და სწრაფადვე დავტოვე სახლი, მაგრამ დედაჩემის მაგივრად ვიღაც მოხუცი, შავ ძონძებში გახვეული ქალი დავინახე, მაშინ ეს ქალი ბოროტ დედინაცვალს მივამსგავსე და შემეშინდა 🙂 გასაქცევად რომ მოვემზადე ქალმა გამაჩერა და მითხრა რა საყვარელი ხარო, და ხილი შემომთავაზა თან მითხრა ეს ჩემი სახლია და თუ რამე გაინტერესებს შემიძლია გითხრაო და მეც გავჩერდი, მართალია მეშინოდა მაგრამ ცნობისმოყვარეობამ მძლია და ქალს შეკითხვები მივაყარე და რო მიყვებოდა ხილით ჩავიტკბარუნე პირი, დღემდე მახსოვს იმ ალუჩების მოტკბო მომჟავო სასიამოვნო გემო. და როცა საკმაოდ შებინდდა სახლისკენ გავკურცხლე რო დედას არ გაველანძღე 🙂 სახლში რო მივედი ყველაფერი მოვუყევი და მითხრა რომ იმ ადგილას არავინ არ იყო ჩვენ გარდა მაგრამ მე მაინც ჩემ ჯორზე ვიჯექი. მას მერე დიდი დრო გავიდა და 16 წლისას გამახსენდა ეს ისტორია და იმ მისამართზე მოვიძიე ინფორმაცია იქაური ქალაქის სამმართველო ბიუროდან და წავიკითხე რომ ამ სახლში ბოლო ადამიანი ეს ქალი იყო ვინც მე მელაპარაკა მაგრამ ეს ქალი 1964 წელს გარდაცვლილა და რადგან არავინ არ ჰყავდა საერთაშორისო სასაფლაოზე დამარხეს. სასაფლაოზეც მივედი და იქ საკმაოდ დიდ ხანს ვიჯექი და გაკვირვებული დაბადების და გარდაცვალების წლებს მივშტერებოდი, დროის გასვლა ვერც კი შევნიშნე, მხოლოდ იმ გამყინავმა ხმამ გამომარკვია 8 წლის წინათ რომ გავიგე იმ ქალის სახლში, ძალიან შემეშინდა და უკან დავიხიე, რომ გავხედე ზუსტადდ ისეთი იყო როგორიც მაშინ, ჩვენი პირველი შეხვედრისას, სახეზე ფერი მეცვალა და ამ დროსმომიბრუნდა და მითხრა, ნუ გეშინია მე ცუდს არაფერს გიზამო, და ისევ ჩამოვარდა ლაპარაკი ჩვენს შორის, აასე დაახლოებით ღამის 4 საათამდე ვისაუბრეთ და ბოლოს როცა წამოსასვლელად წამოვდექი და გასასვლელისკენ მივბრუნდი ზურგიდან ასეთი სიტყვები მომესმა, მე უბრალოდ მაინტერესებდა შენ ამას როდის მიხვდებოდი და ის უკვალოდ გაქრა. მას შემდეგ კიდევ ბევრჯერ ვიყავი ამ ქალის სასაფლაოზე და აღარ შევხვედრივარ, მაგრამ იმედი მაქ სულიერი სიმშვიდე იპოვა და ახლა წყნარად განისვენებს. აი ეს იყო ჩემი ყველაზე კარგი ისტორია, 🙂 ის ქალი დღემდე მენატრება, მაგრამ ხშირად საშინელებათა სამყაროში ვსეირნობ სიზმრებში და ამიტომ მასზე უკვე დიდი ხანია აღარ მიფიქრია 🙂
demona 🙂