უამრავ მიმდინარე შოუს ვუყურებ, მაგრამ თითო სერიების გამოსვლაზე მაწყდება ნერვები და ახლა გადავწყვიტე სანამ რამდენიმე მათგანის სეზონიც მაინც არ დამთავრდება არაფერს ვუყურო. მე და ბადრი მოვრჩით ფრენდსის ათ სეზონს და მიუხედავად იმისა, რომ იქამდე ნანახი მქონდა “როგორ შევხვდი დედაშენს”, ბიგ ბენგ თეორია და მოდერნ ფემილი, მაინც ვაღიარებ, რომ საუკეთესო სიტკომია სიტკომებს შორის. ამაში დაგემოწმებათ ჩვენი ზედა ან ქვედა მეზობელი, რომელსაც ალბათ ხშირად ღვიძებდა ჩვენი ხარხარი შუაღამისას.
ჩემი დამოკიდებულება ესპანურის მიმართ ალბათ იცით. ინტერნეტში რამდენიმე კურსი დავხურე და ვეძებდი რამე ესპანურ ენოვან საინტერესო ფაილებს, როცა წავაწყდი ლაგუნა ნეგრას და ბუქმარქებში ჩავინიშნე, მაგრამ მერე აღარც გამხსენებია.
რამდენიმე დღის წინ ლიკამ მითხრა ესპანურ სერიალს ვუყურებ და ძალიან მომწონსო და მაშინვე ვიცანი ეს სერიალია. ვინაიდან დასრულებულმა შვიდმა სეზონმა სულზე მომისწრო, ბევრი აღარ მიფიქრია და გადმოვიწერე. უცნაური ისაა, რომ შემთხვევით ბადრი შემომიერთდა ყურებისას და იმის მერე სამი ღამეა 6 საათზე ვიძინებთ, კიდევ ერთი ჩავრთოთ, კიდევ ერთი – იძახის, არადა თითო სერია საათნახევრიანია. ეს ის ბადრია, ასეთი ჟანრით ვერასდროს რომ ვერ დააინტერესებ, ისტორიული ფილმები რომ უყვარს და მისტიკას და საშინელებათას უაზროს რომ ეძახის.
ერთი სიტყვით ჩაგვითრია და მერე როგორ ჩაგვითრია.
ამ სერიალში იმდენი ინტრიგაა ჩახლართული, რომ ლოსთი მომაგონა. ყოფილი ობოლთა თავშესაფარი ახლა პრესტიჟულ პანსიონადაა ქცეული. ხუთი მოსწავლე უცნაურ და არც ისე სასიამოვნო ინტრიგებში აღმოჩნდება გახვეული, როგორც ჩანს ამ პანსიონში ადრე საშინელი ამბები ხდებოდა.
ყველა პერსონაჟს თავისი საიდუმლო და ბნელი წარსული აქვს. საიდუმლო გვირაბები, 30 მილიონად შეფასებული ხელოვნების ნიმუშები, ტყეში მოსიარულე არსებები წლების წინ მომხდარი საიდუმლო ექსპერიმენტები, რომლებიც ახლაც გრძელდება. ერთი სიტყვით ძალიან საინტერესოა.
ჩემი აღმოჩენა და ამ ბოლო დროის ქრაში – ვონ გონსალესი
ვისაც დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ ლინკი ნახოთ აქ – და აარჩიოთ სეზონი და ხარისხი. არის რუსულად გახმოვანებული.
laguna negra
ჩემი ბოლო დროის ყველაზე უსაყვარლესი სერიალი ლეგენდების მაძიებლის მერე. ასე ძალიან ეს რომ დამთავრდა და გული რომ დამწყდა, არც ერთ სერიალზე არ დამწყვეტია. ისე ვიყავი დაინტრიგებული, სამი კვირა თუ ერთი თვე კინოსთვისაც კი არ მიყურებია.მოკლედ el internado, laguna negra მუდამ ჩემს უსაყვარლეს სერიალად დარჩება. ჰოდა ივანი ანუ ვონ გონსალესი მესამე-მეოთხე სეზონში თუ არ ვცდები შესანიშნავ კარატის ილეთებს ჩაატარებს 😀
ქართულად ეგ სერიალი სად ვნახო? თუ შეილება დამილინკეთ
მიყვარს ეს სერიალი ❤
ივანი ხომ საერთოდ :)))
puf.ge aq aris uaxlesi seriebi naxet
puf.ge aq aris uaxlesi seriebi naxet
უი ეს პოსტი როდის გამოვტოვე :ფიქრ:
ხოდა მეხუთე სერიაზე ვარ გუსინ დავიწყე და ღამე გავათენე ამის გამო :დდდ
ძალიან საინტერესოა მართლაც რომ მონუსხული ვუყურებ :>
რუსული ანალოგი “ზაკრიტაია შკოლაც” მაგარია… თუმცა სერიალში საკმაოდ ბევრი ლაფსუსია
აი მომკალი და ესპანურის მერე რუსულს ვერ ვუყურებ, ტრაილერი ვნახე და გული არ მიმივიდა.