არასასურველი ორსულობა არ არსებობსო, არის ასეთი გამონათქვამი, მაგრამ არსებობს სიტუაციები, მაგალითად ჩემი, როცა ცოტა ადრე მიგაჩნია შვილის ყოლა, ან როცა არ ხარ მზად, თუნდაც ფსიქოლოგიურად და თუნდაც ფიზიკურად. ჯერ 22 წლის ვარ და ვთვლი, რომ არსად არ მეჩქარება, კიდევ რაღაც პერიოდი მინდა ასეთი მდგომარეობა შევინარჩუნო.
ბოლო ორი კვირაა გამიჩნდა სიმპტომები იმის, რომ ეჭვი შემპარვოდა რაღაც-რაღაცეებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქრონიკული დაავადება ზუსტად იგივე ნიშნებს იძლევა, როგორსაც ორსულობა – გულისრევა, თავბრუსხვევა, სისუსტე, ეს ორი კვირა მაინც მოვკვდი ნერვიულობით. უამრავი სურათი წარმოვიდგინე, რა იქნება მომავალში, როგორ იქნება, ბოლოს უკვე თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს მოხდა.
ერთი სიტყვით ყველაფერი თავდაყირა დამიდგა, ასე მეგონა სიზმარში ვიყავი და მალე უნდა გამომეღვიძა. რომ წარმოვიდგენდი, რომ ცოტა ხანში შეიძლებოდა დედა გავმხდარიყავი, როცა თავს ჯერ ისევ ბავშვად ვგრძნობ, გული მისკდებოდა.
გუშინ ბადრიმ ტესტი მომიტანა. უკვე ბევრჯერ ვახსენე, რომ ბადრის ძალიან უნდა ბავშვები, ახლაც სიხარულით მეცხრე ცაზე იყო. მთელი ღამე უცნაური სიზმრები მტანჯავდა. როგორც იქნა გათენდა დღევანდელი დღე.
ღრმად ამოვისუნთქე, ავიღე ტესტი და შევედი აბაზანაში. ათი წუთი თვალგაშტერებული ვუყურებდი ერთ წითელ ხაზს და ვფიქრობდი, რა რეაქცია მექნებოდა, მეორე ხაზიც რომ გაწითლებულიყო. არ გაწითლდა.
მერე ერთი ათი წუთი ვტიროდი.
შენ კი არა მე ვუყურებდი ათი წუთი ტელეფონს თვალგაშტერებული, რას მომწერდი 😀 ვინ თქვა რომ არასასურველი ორსულობა არ არსებობს? არსებობს ნამდვილად თან 🙂
რატომ ტიროდი?
არ ვიცი, ალბათ თან გულზე მომეშვა და თან ნერვებმა მიმტყუნა 🙂 ფაქტი სახეზეა ვტიროდი
წარმომიდგენია როგორ ინერვიულებდი. ამ ასაკში ბავშვი მეც ძალიან ნაადრევად მიმაჩნია. ბადრის გაუტყდა? 🙂
ჰო მაგრად 😦 მაგრამ არ შეიმჩნია
პოსტს რომ ვკითხულობდი ორ ხაზს ველოდებოდი… მინდოდა რომ ასე ყოფილიყო
:* me mag ert citel xazs 2 weli vukure 😦 bolos dapicebuli mkonda,sanam muceli ar damertyoba tqo ar gaviketeb tests metqi..xoda ert mshvenier dges dzalian,rom shemitia simptomebma avdeqi da mainc gavikete..gaketebuli testi abazanashi damrcha:)) roca shevrtialdi sanaxavad da 2 xazi davinaxe..karebs piriqit vagebdi sixarulisgan:)) reaqcia qmris: saxlshi ar iko da davureke ese da esetqo..ra ggonia damijera? ara..sanam kidev 2 tests ar gaiketeb ar damirekovo ..nu mec davamate +2 testi da davilage mwkrivshiiiiiiiii:)))
:* me mag ert citel xazs 2 weli vukure bolos dapicebuli mkonda,sanam muceli ar damertyoba tqo ar gaviketeb tests metqi..xoda ert mshvenier dges dzalian,rom shemitia simptomebma avdeqi da mainc gavikete..gaketebuli testi abazanashi damrcha:)) roca shevrtialdi sanaxavad da 2 xazi davinaxe..karebs piriqit vagebdi sixarulisgan:)) reaqcia qmris: saxlshi ar iko da davureke ese da esetqo..ra ggonia damijera? ara..sanam kidev 2 tests ar gaiketeb ar damirekovo ..nu mec davamate +2 testi da davilage mwkrivshiiiiiiiii:)))
გაცილებით რთულია, როცა იმავე მდგომარეობაში ხარ, მაგრამ გათხოვილი არ ხარ და არც აპირებ. მით უმეტეს, არ აპირებ გათხოვებას იმ ადამიანზე, ვისთანაც სექსი გაქვს. ასე რომ, ყველაფერი უფრო ცუდადაც შეიძლება ყოფილიყო 🙂
ისე ავნერვიულდი რომ არ ვიცი,პირველი რაც გავიფიქრე იცი რა იყო?აქედან რომ გავიგო რომ ორსულადაა რა ტეხავსთქო.კარგია რომ ყველაფერი ისე დამტავრდა როგორც გინდოდა.
სახელი არ გეწერა, მაგრამ იპ-ით არამარტო სახელს, იმასაც მივხვდი ვისთან იყავი 🙂 ❤ ❤ ❤ ❤ ❤
არც კი იცი რა მალე მოვა დრო, როცა პირიქით, სულმოუთქმელად დაელოდები 2 წითელ ხაზს და არ დაიჯერებ და მერე ქრონიკულად კიდევ და კიდევ და კიდევ გაიკეთებ საბოლოოდ რომ დარწმუნდე ))
aba ra gitxra da aba ra gelaparakooo 😀 😀 😀
ნეტავ ცჰემი ტესტიც მალე გახდეს ორ ხაზიანი:( მე ერთი წელია მხოლოდ ერთს ვხედავ:)
კარს უკუღმა კი არა<ალბათ გავანგრევ:)) გმერთის ნებაა ვინ როდის გაიხარებს ამ უდიდესი სიხარულით… ყველას ბენდიერ ქალობას და დედობას გისურვებთ:*
mec egre velodebi ramdeni xania yvela testze erti xazi ara da gadacileba maqvs ginekologiurad yyvelanairad janmrteli xaroo vergavuge veraferi
iqneb vinmem rame maswavlott:(
romeli testi gaiktet ?
meki erti suli maaak rodis davinaxav or xaazs..