ბლოგერის ტვირთი

ძალიან განვიცდი ისე ხშირად რომ ვეღარ ვპოსტავ, როგორც ადრე. იყო დრო და მე დღეში 5 პოსტს ვწერდი 🙂

ვითომ არაფერია და თითქოს იმხელა ვალდებულება მაქვს ჩემს თავზე აღებული, რომ რამდენიმე დღიანი ჩავარდნის მერე გული მეწურება, თითქოს რაღაც პასუხისმგებლობა დამაკისრეს და მე ამ პასუხისმგებლობას ვერ ვამართლებ თუ რაღაც ამდაგვარი. არ ვიცი ყველა ბლოგერი ასეა თუ მე მომდის მარტო, მაგრამ ჰიტების რაოდენობა რომ იკლებს და მახსენდება, რომ ჩემ მკითხველს, რომელიც რაღაც ახლის წაკითხვის სურვილით შემოვიდა ჩემს ბლოგზე, ისევ ძველი პოსტები დახვდა და იმედგაცრუებული დარჩა.

არც ის მინდა, რომ რაღაცა დავწერო–ს მიზნით უაზრო პოსტები ვწერო, ალბათ ისევ არაფრის დაწერა ჯობია არაფრისმთქმელი პოსტებს.

ბლოგის შექმნის მერე ყველაფერს სხვანაირად ვუდგები. ყველა საინტერესო მოვლენაზე ვფიქრობ – ამისგან პოსტი ხომ არ გამოვიდოდა? ან სადმე თუ ვართ წასასვლელები – ფოტოაპარატი ხომ არ წამეღო და მერე პოსტი გამეკეთებინა? – ყველაფერი უკვე ბლოგისკენ მოდის და არც ვიცი ეს კარგია თუ ცუდი. ჩემს თავს ვერ ვაძლევ უფლებას ბლოგი დავახავსო და არააქტიური გავხადო. დღემდე მახსოვს ერთ–ერთი პირველი კომენტარი ჩემს ბლოგზე:

 მშვენიერი დასაწყისია, მთავარია პოსტების წერა რო დაგეზარება და ბლოგს აღარ განაახლებ საიტის წაშლა არ დაგავიწყდეს… ჰო ეს ისე, ხუმრობით. წარმატებებიიი

და მახსოვს რომ გულზე მომხვდა და ვერ წარმოვიდგინე, როგორ არ უნდა გამეახლებინა ბლოგი.

ერთი სიტყვით იმედია მალე დამთავრდება ჩემი დროებითი ჩავარდნა და თუ დღეში ხუთს არა, ერთ პოსტს მაინც გამოვაქვეყნებ 🙂

Advertisements

10 thoughts on “ბლოგერის ტვირთი

  1. ”ბლოგის შექმნის მერე ყველაფერს სხვანაირად ვუდგები. ყველა საინტერესო მოვლენაზე ვფიქრობ – ამისგან პოსტი ხომ არ გამოვიდოდა? ან სადმე თუ ვართ წასასვლელები – ფოტოაპარატი ხომ არ წამეღო და მერე პოსტი გამეკეთებინა?” – მეც ზუსტად ასე ვარ. ბლოგმა მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია ჩემს ცხოვრებაში 🙂

    ჩემი აზრით არ ღირს ამ შემთხვევაში ნერვიულობა. აი როცა თვეების მანძილზე აღარ გაგახსენდება აქაურობა, ეგ იქნება ცუდი. ვალდებულებას რაც შეეხება, მე იცი როგორ ვარ, აი თავს ვალდებულად ვთვლი, თვეში 1 პოსტი მაინც დავწერო. ჯერჯერობით არცერთი თვე არ ჩამიგდია და როცა ჩავაგდებ, მივხვდები, რომ ბლოგი აღარ მაინტერესებს. ისე რა განერვიულებს, ოქტომბერში 17 პოსტი დაგიწერია, რაც სულაც არ ნიშნავს ბლოგის მიგდებას 🙂 პირიქით, მშვენიერ ფორმაში ხარ 🙂

  2. ანი დავეთანხმები.სოფო ვიზიარებ მწუხარებას.მეც იგივე სიტუაციაში ვარ.აღარ მახსოვს როდის დავწერე ბოლოს

  3. ვალდებულების გამო არ უნდა წერო, ჩემი აზრით. ბლოგი იმისთვის მაქვს, რომ როცა რაიმის დაწერა მინდება და გულზე რამე ამქვს შემოწოლილი, იქ მაინც დავწერო და ვინმეს გავუზიარო ჩემი ფიქრები 🙂 ხან ისეთი დაკავებული ვარ ხოლმე, რომ კვირაში ერთი პოსტი თუ დავწერე, ბედნიერი ვარ 🙂

  4. სოფო არ იდარდო მაგაზე. მე ბოლო პოსტი როდის დავწერე,აღარც კი მახსოვს და რაღაცნაირად მაწუხებს კიდეც,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ დამავიწყდა ჩემი ბლოგი.ზოგჯერ ყოველდღიური რუტინა საშუალებას არ გაძლევს, შენი თავი და ბლოგის მკითხველები გაანებივრო პოსტების სიხშირით. პოსტების ყოველდღე წერა არ ნიშნავს არაფერს.შეიძლება ყოველდღე წერო და არაფრისმთქმელი იყოს, მაგრამ შეიძლება თვეში ან თუნდაც 2–3 თვეში ერთხელ დაწერო პოსტი და მკითხველმა მოგიწონოს. მეც რამდენი ხანია, აღარაფერი დამიწერია შენთან კომენტარის სახით, მაგრამ პესიმიზმი ვიგრძენი ამ პოსტის წაკითხვით და გულმა არ მომითმინა, გამამხნევებელი სიტყვები არ დამეწერა შენთვის. ყველაფერი კარგად იქნება. Keep on writing the new posts and never give up!!! 🙂

  5. 😐 ესე იგი გავგიჟდები ერთ მშვენიერ დღეს რომ შემოვიდე და შენი ბლოგი წაშლილი დამხვდეს :დდდ
    ჰმ… უ არ ნოთ ელოუნ მართლა :დდდ ჩემს არქივებს რომ გადახედო ზუსტად ეგრეა :დ
    2009წლის ოქტომბერში 86 პოსტი მიწერია :დდდდდდდდ 2010ში 9 :დდდდდ და წელს 3 :დდდდდ ღმერთმანი 86 პოსტი მართლა რამ დამაწერინა :დდდდ
    უკვე ძალიან იშვიათად ვწერ მეც 😐 და სინდისი მარტო მასინ მაწუხებს როცა მწერენ რა არის რამდენჯერაც შემოვედი ახალი პოსტი არ დამხვდაო 😐

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s