უცხოპლანეტელთა ხომალდები დედამიწას მოუახლოვდა

ნასას საჰაერო დაზვერვის ოფიცერმა, რიჩარდ ფრიდრიხმა საგანგაშო სიგნალი გადასცა კაპიტანს. თანამგზავრების გადაღებულ სურათზე მკაფიოდ ჩანდა სამი ობიექტი, რომლებსაც დედამიწისკენ ჰქონდათ გეზი აღებული.

_ თუ ჩვენი გამოთვლები არ ტყუის სერ, 6 დეკემბერს ისინი უკვე დედამიწაზე იქნებიან – უთხრა რიჩარდმა კაპიტანს.

– მდა… – ჩაფიქრდა კაპიტანი – ესე იგი ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა. ის ჰამბურგერი უნდა შემეჭამა.

ნასამ განგაში გამოაცხადა და ლანჩზე წავიდა.

ამასობაში გახარებული უცხოპლანეტელები ხომალდზე ზეიმობდნენ და  შამპანურს შამპანურზე ხსნიდნენ.

– გილოცავთ მეგობრებო, ჩვენ გავასწარით კომეტას, რომელიც დედამიწას უნდა შეჯახებოდა 2012 წელს, ასე რომ პირველები ჩვენ იქ მივალთ!

ფანჯრიდან ჩანდა უკან ჩამოტოვებული გაბრაზებული კომეტა.

– სად დავჯდეთ, სად–ო – ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, თვალში მშვიდობის ხიდი მოხვდათ და აქეთ წამოვიდნენ.

რამდენიმე დღეში საქართველოს მოსახლეობამ დაინახა მოახლოებული სამი ობიექტი და ქვების სროლა დაუწყო, მაგრამ ობიექტები არ ირხეოდნენ. მობილურებით შეიარაღებული ხალხი ვიდეოებს იღებდა და მერე იუთუბზე დებდა. რამდენიმე ცნობისმოყვარე ზედ აახოხდა კიდეც, მაგრამ დენმა დაარტყათ და უკან გადმოცვივდნენ.

– არ დაიჯეროთ უცხოპლანეტელების არსებობის, ეს მთავრობის მიერ მოწყობილი პროვოკაცია – გაჰკიოდა ქართული ოპოზიცია.

ამასობაში უცხოპლანეტელები დედამიწის შესახებ ინფორმაციას ეცნობოდნენ და ლედი გაგას უსმენდნენ, რომელიც ძალიან მოეწონათ და რაღაც გულთან ახლოს მოვიდაო, თქვეს.

როგორც იქნა გადაწყვიტეს თეფშიდან გადმოსვლა და მორიდებით შეათვალიერეს გარემო.

ამ დროს მოიჭრა სააკაშვილი ყვირილით , მე თქვენ ხინკალი როგორ არ უნდა გაჭამოთო და წაიყვანა რესტორანში. მეორე დღეს ყველა საინფორმაციო არხზე ტრიალებდა კადრები, როგორ ცეკვავდნენ უცხოპლანეტელები შალახოს და როგორ ჭამდნენ ხინკლის კუჭებს.

მეორე დღეს მათ დაათვალიერეს ქართული ღირსშესანიშნაობები და მოინახულეს პრეზიდენტის რეზიდენცია, სადაც თვით შერონ სტოუნი იყო ნამყოფი. ეს ჩვენთვის დიდი პატივიაო – განაცხადეს მათ და მწვანე სითხე გამოუშვეს.

გაჩაღდა რამდენიმე მხურვალე რომანი ქართველ გოგონას და უცხოპლანეტელ ვაჟს შორის. ქართველმა ღიპიანმა მამიკოებმა მთლად არ მოიწონეს სიძეები, მაგრამ სიყვარულს წინ ვერ აღუდგნენ და დალოცეს წყვილი.

რამდენიმე დღის განმავლობაში მოსახლეობა ამჩნევდა უცნაურ მოვლენებს. ქრებოდა მათი სახლიდან ქვაბებით გაკეთებული საჭმელები, განსაკუთრებით სუპები და წვნიანი კერძები. ხანდახან ხრუპუნის ხმაც ესმოდათ.

სამ დღიანი გადაბმული ქეიფის მერე უცხოპლანეტელებმა ის განზრახვა, რომ დედამიწა გაენადგურებინათ და თვითონ დასახლებულიყვნენ აქ, უკუაგდეს და ისევ თავის პლანეტაზე დაბრუნება გადაწყვიტეს, სამაგიეროდ წაიღეს მჭადის ფქვილი და ღვინო შოთას მარნებიდან.

ამის მერე ხალხი კიდევ დიდხანს იხსენებდა უცხოპლანეტელთა ინტერვენციას და  უსმენდა ლედი გაგას.

7 thoughts on “უცხოპლანეტელთა ხომალდები დედამიწას მოუახლოვდა

  1. ეჰ კია სასაცილო და კარგად დაწერილი.თავიდან მეც მეცინებოდა, მაგრამ ახლა მინი დეპრესია მაქვს. იმდენგან და ისე ხშირად ახსენებენ, მგონი მართლა მოდიან და მეშინია😦 მომავალს და რაღაცის გაკეთებას რომ ვგეგმავ, უცებ მახსენდება, კი მაგრამ რაში მჭირდება. ერთ თვეში ხომ გავნადგურდებით😦

  2. მართლა მეშინია. როცა წარმოვიდგენ რა უნდა ვქნა მეც მახსენდება, რომ შეიძლება აღარ ვიყოთ. თავის ვიმშვიდებ მაგრამ არ გამომდის. გაურკვევლობაშ ვარ არ ვიცი რა ვქნა, როგორც კი ვფიქრობ რომ გავნადგურდებით მაშინვე პანიკაშ ვვარდები. ვინმემ იცის სინამდვილეში რა მოხდება???😦😦😦

  3. ვაიმე სოფო რა კარგად გაქვს დაწერილი🙂🙂 იმდენი ვიცინი მეტი აღარ შემიძლია :დ :დ :დ ამიტო მიყვარს შენი ბლოგი🙂 აბსურდული კომედიები რულზ :დ :დ

  4. წარმომიდგენია როგორ ცეკვავდნენ უცხოპლანეტელები შალახოს😀😀😀

  5. 😀 მე ჭადის მცხობელი უცხოპლანეტელი წარმოვიდგინე და ვიგუდები😀

  6. viaddress. ამ საიტის მეშვეობით შეგიძლიათ ადვილად და იაფად გამოიწეროთ ნოვთები ამერიკიდან.უბრალოდ დარეგისტრირდით, იყიდეთ სასურველი ნივთები და გადაიხადეთ მათი საფასური სახლიდან გაუსვლელად!არ დაგავიწყდეთ მისამართის მითითება.

  7. ჩემი ჭკუით უნდა გითხრათ , რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი , რადგან . თუ ამ ყველაფერს მართლა გააკეთებდნენ ხალხისთვის გამაოცებელი იქნებოდა და ეს ყველაფერი 5-6 დღე გაგრძელდებოდა , ასევე ბებიაჩემი თვალს ვერ მოწყვიტავდა ამას თან მიშა ყველაფერს ახსნიდა !!!! უი დამავიწყდა ბებიაჩემი ძველებური ჭკუა SPS ყურადღებისთვის !

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s