რა მიშლის ნერვებს

ნელ-ნელა ვატყობ ჩემს თავს, რომ თანდათან მწვავე ნევროზი მიყალიბდება. არის რაღაცეები, რომლებიც ძალიან მიშლის ნერვებს და არის კიდევ სხვა რაღაცეები, რომლებიც არ მაღიზიანებს.

მაღიზიანებს:

  • ტელევიზორის ხმამაღალი ხმა
  • აბაზანიდან წყლის ხმა
  • ფრჩხილების წკაპუნის ხმა
  • ცხელი (ან ცივი) სასმელის ხრუპუნით დალევა
  • ხმამაღალი ჭამა და პირის წკლაპუნი
  • ძილის დროს ოდნავი შუქიც კი
  • ძაღლების ყეფა
  • ზედა სართულებიდან ჩამომავალი მუსიკები, ფეხის ხმა, სირბილი და ავეჯის გადაადგილება.
  • ფანჯრებიდან შემომავალი მანქანების ხმა.
  • საათის წიკწიკი ღამე. რამდენიმე ღამის წინ ავდექი და საათი დავშალე, ხმა რომ არ გამეგო.

არ მაღიზიანებს:

  • მაცივრის ჩართვის ხმა, რომელიც მოულოდნელად ირთვება და ათი წუთი გაუჩერებლად რახრახებს. განსაკუთრებით ღამე.
  • ჭექა-ქუხილის, ქარის, წვიმის ხმა. ამ დროს ყველაზე მშვიდად ვიძინებ.
  • დილით ჩიტების გამაყრუებელი ჭიკჭიკი.

მეტი არაფერი მახსენდება. ფაქტია უფრო მეტი რამე მაღიზიანებს, ვიდრე მამშვიდებს.

3 thoughts on “რა მიშლის ნერვებს

  1. ფრჩხილების წკაპუნის ხმა რომ გაღიზიანებს ეგ კარგად მახსოვს😀 მთელი ძალით რომ მირტყამდი ხელებზე შემთხვევით თუ გაიწკაპუნებდა ჩემი ფრჩხილები😀

  2. ჩემს საათსაც ზუსტად ეგ ბედი ეწია :დ :დ ძალიან კარგი ბლოგი გაქვს და ეხლახანს აღმოგაჩინე და მგონი თავიდან ბოლომდე წავიკითხე🙂 ქალაქური ლეგენდები გამოკლებით მასეთი ყოჩაღიც არ ვარ

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s