რუსთავობა 2011

ყოველი წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ჩემი მშობლიური ქალაქის, რუსთავის დღესასწაულია, რომლის აღნიშვნასაც არც ერთ წელს არ ვტოვებთ და არც ეს წელი იყო გამონაკლისი.

რუსთავი ძალიან მიყვარს. ბევრი რუსთაველისგან გამიგია, რომ ეზიზღებათ ეს ქალაქი, რომ ეს დიდი სოფელია და ბლა ბლა ბლა, მაგრამ აქ ვარ დაბადებული, გაზრდილი და რუსთავის ყველა კუთხე-კუნჭული ვიცი. ისეთი პატარა ქალაქია, შემოსასვლელიდან ბოლომდე რამდენიმე საათი დაგჭირდება ფეხით გასასვლელად, თუ სწრაფად იარე, შეიძლება ერთ საათშიც ჩაეტიო.

როგორც კი მოსაღამოვდა, გადავწყვიტეთ გაგვესეირნა ქალაქის ცენტრში, სადაც ღონისძიებები იყო დაგეგმილი. მართალია ჩვენ ჩვენი ღონისძიებები გვქონდა დაგეგმილი რესტორნის სახით, მაგრამ გვაინტერესებდა როგორი სანახაობა იქნებოდა.

ესეც ჩვენი მერია.

უამრავი ხალხი იყო შეკრებილი, ბატუტზე ხტუნაობდნენ და კონცერტის დაწყებას ელოდებოდნენ. იყიდებოდა ბუშტები, მანათობელი ყურები და კიდევ უამრავი ნივთი. ბადრიმ ყურები მიყიდა.

მთელ ქალაქში მწვადების სუნი ტრიალებდა. კონცერტს არ დავუცადეთ და გადავინაცვლეთ რესტორანში. ძალიან საყვარელი ბუშტი, რომელიც გზაში შემხვედრ ბავშვს ეჭირა.

1 საათმდე რესტორანში ვიყავით, მერე დავიშალეთ.

ესეც ჩემი გადაღებული ვიდეო რუსთავის ცენტის ხედით:

One thought on “რუსთავობა 2011

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s