ერთი დღე ბლოგერის ცხოვრებიდან

ადრე მაქვს დაწერილი პოსტი ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღის შესახებ – პოსტი. გადავიკითხე და მივხვდი, რომ ბევრი რამე შეიცვალა. უკეთესობისკენ რა თქმა უნდა.

9.00 – მძინავს.

10.00 – მძინავს.

11.00 – ისევ მძინავს.

12.00 – ნელ-ნელა ვიღვიძებთ. როგორც წესი საძინებელში კოღოების შემოსევაა ხოლმე და ხშირად მეორე საძინებელში გავდივარ დასაძინებლად. სიმართლე თქვას ისე ვარ შეჩვეული მარტო წოლას, ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, მაგრამ ბადრი ბუზღუნებს ხოლმე და ხშირად ჩემი ბალიშითურთ ისევ პირველ საძინებელში მიწევს დაბრუნება.

13.00 – ვიცმევ, ლოგინებს ვალაგებ, ფანჯრებს ვაღებ, მესამე ოთახში დამწყვდეულ კიწის ვუშვებ, სადაც ისე კარგად არის მოწყობილი, გამოსვლაც აღარ უნდა. საჭმელი, წყალი, რამდენიმე დასაძინებელი ადგილი და თავისი ყუთიც იქ უდგას.

15.00 – ბადრი დაბლა ჩადის, მაღაზიიდან საჭმელი ამოაქვს და თვითონ ისევ დაბლა ჩადის. მე საჭმელს ვაკეთენ, ან ვცდილობ მის გაკეთებას. პარალელურ რეჟიმში კომპიუტერს ვრთავ. ინტერნეტი ძირითადად ლეპტოპზეა მიერთებული, მაგრამ კომპიუტერზე თამაშები მაქვს და იმით ვერთობი.

18.00 – ვინაცვლებ ლეპტოპზე, ბლოგებს ვკითხულობ, სოციალურ ქსელებსაც ვინახულებ. ამასობაში ბადრიც მოდის.

20.00 – ვფიქრობთ სად წავიდეთ, ხან გარეთ გავდივართ სასეირნოდ, ხან ბადრის მეგობართან ჩავდივართ გვერდზე სადარბაზოში, სადაც მათი თავშეყრის ადგილია, ხან ჩვენთან მოდიან.

22-23.00  – ამ დროს, ხან უფრო გვიან ამოვდივართ სახლში. ვრეცხავ ჭურჭელს,  ვალაგებ სახლს, ცოტა ხანი ტელევიზორს ვუყურებთ ხოლმე, შემონახული გვაქვს ტკბილეულობა და ჩიპსები. მერე ლეპტოპი თავის ინტერნეტიანად მიგვაქვს პირველ საძინებელში. მე წიგნს ვკითხულობ ნახევარი საათი, ბადრი ნიდ ფორ სპიდს თამაშბს, რომელიც ჩემთვის დავაყენე, მაგრამ თითქმის დახურა.

00.00 – ვუყურებთ ფრენდსს, მერვე სეზონზე ვართ და ძალიან ბევრს ვიცინით. ხანდახან ვუყურებთ ბრიტანული იქს ფაქტორის კასტინგებს და ამაზეც ძალიან ბევრს ვიცინით.

03.00 – სოფო იღებს თავის ბალიშს და ოთახიდან მიიძურწება, მაგრამ სიბნელეში ეჯახება რამეს და ბოროტი ბადრი ისევ ლოგინში აბრუნებს.

მე და კიწი ასეთ განცხრომაში ვართ ხოლმე:

ჩემი კუთხე ოთახში:

ძველ სახლში იმას ვწუწუნებდი კარადებში დასაკიდი არ მაქვს-თქო და აქ მშვენივრად მოვთავსდი.

ფეხსაცმელებიც შევტიე

4 thoughts on “ერთი დღე ბლოგერის ცხოვრებიდან

  1. 9.00 – მძინავს.

    10.00 – მძინავს.

    11.00 – ისევ მძინავს.
    რა გენაღვლება რააა, სკოლაში დაგაგვიანდება თუ სამსახურში :დდდ
    სოოფ ძალიან საყვარელი ხარ :პ

    • ჰო შენ ეგ თქვი :))) ეს დროებით, თორემ დიდხანს ამდენი ძილის ბედნიერება ალბათ არ მექნება.

  2. ეჰჰ მეც მინდა მ აგდები ძილიი😀 ბოლო სურათში პრიალა ჩექმებუ მომეწონაა :))

  3. ხოო მეც განვიცდი ძილის ნაკლებობას😦
    კეთები კი 11-ე კლასის მერე არ მცმია…😀😦

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s