აკრძალულია წაკითხვა!

რამდენიმე დღის წინ ჩემს ძველ სახლში წიგნებს და სხვადასხვა ნივთებს ვარჩევდი აქ წამოსაღებად. ამ დროს აღმოვაჩინე ოთხი ასფურცლიანი რვეული, პირველ გვერდებზე სასტიკი გაფრთხილებით – გადაშლა აკრძალულია.

რა თქმა უნდა, ჩემი დღიურები- გამეცინა. თარიღდება 2002 წლიდან 2004 წლამდე. მერვედან მეათე კლასამდე. არც ერთი არაა ცარიელი, ყველა ბოლომდეა შევსებული. ეს რომ დაბეჭდო გამოვა ალბათ ერთი უზარმაზარი ტომი.

თავი დავანებე სხვა რაღაცეების ძებნას, დავჯექი დაბლა და გადავშალე. ოთხივე გადავიკითხე და უცნაური შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს სხვის ნაწერებს ვკითხულობდი და არა ჩემსას. ნუთუ მე მიყვარდა ასეთი რომანტიული შედარებები და მე ვიწერდი დღიურებში სასიყვარულო ლექსებს? მე ხომ ვერ ვიტან სასიყვარულო ლექსებს და საერთოდ ლექსებს ვერ ვიტან.

საინტერესოა რამდენად იცვლება ადამიანი და ეცვლება გემოვნება.  ვუსმენდი საშინელ მუსიკას და თავგამოდებული ვამტკიცებდი – როკს არასდროს მოვუსმენ-თქო.

ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ჩემი დღიურები იწყება იმ დღით, როცა სრულიად შემთხვევით და გადაკვრით მაქვს ნახსენები, რომ გავიცანი ერთი ბიჭი, ჩემი სკოლელი, თან მიწერილი მქონდა, ცუდი ბიჭი არაა თქო.

ესაა და ეს. ორწლიანი დღიურის ბოლო ფურცელიც ამ ბიჭით მთავრდებბა. მთელი ეს ეპოქა აქვს მიძღვნილი ჩემს ცალმხრივ სიყარულს, ტანჯვას, ცრემლებს, ღამეების თენებას და კიდევ ათას სისულელეს. ყველაფერთან ერთად მისი ნორმალურად გაცნობაც ვერ მოვახერხე, მარტო გამარჯობას ვეუბნებოდით ერთმანეთს, მაგრამ თავში სულელური აზრები ჩამებეჭდა – ამ ბიჭს თავი როგორ ვერ უნდა შევაყვარო-თქო და კი გადავყევი ამ აზრებს ორი წელი, დავიზიანე ნერვული სისტემა და დავწერე უამრავი გვერდი.

ვკითხულობდი ამ ყველაფერს და თან მეღიმებოდა. მაინც რამდენი კარგი და სასიამოვნო დრო მაქვს ნატარები, ყველა დღის ქრონოლოგია შემონახულია, ზუსტად შემიძლია გავიხსენო რას ვაკეთებდი 8 წლის წინ ამა და ამ დღეს.

რამდენიმე დღის წინ ჩემთან სტუმრად ჩემი მეგობარი იყო, ვინც ჩემთან ერთად გამოიარა ეს ყველაფერი და მკითხა, დღიურებს აღარ წერო? რომ დავფიქრდი მივხვდი, რომ როცა ყველაფერი დალაგდა და აღარაფერი მაწუხებდა, აღარც დღიურების წერის სურვილი გამჩენია.

 

Advertisements

15 thoughts on “აკრძალულია წაკითხვა!

  1. ძალიან არ მიყვარს ძველი დღიურების კითხვა. ისე ვსევდიანდები… არადა, მთელი ბავშვობა ვწერდი, უნივერსიტეტის პირველ-მეორე კურსამდე.

  2. მეც ვწერდი დღიურებს, მაგრამ დღეს რომ წავიკითხო ალბათ სირცხვილით მოვკვდები. ყოველთვის მინდოდა დიდობაშიც დამეწერა დღიური და საერთოდ მთელი ცხოვრება მეწარმოებინა, მაგრამ როგორც კი ერთ სიტყვას მაინც დავწერ, მაშინვე ჩემი თავის საშინლად მრცხვენია და დღემდე ვერ დავძლიე, რომ დავწერო.არადა ახლაც მინდა, მაგრამ ძალიან მრცხვენია 😀

  3. ჩემი დღიურებიდანაც შეიძლება ორ ან სამ ტომეულის შექმნა, დიდი ხანია არ წამიკითხავს, პოსტის წაკითხვის შემდეგ დავფიქრდი ხომ არ ჩავუჯდე მეთქი 🙂

  4. მე მაქვს სკოლის დროს და სტუდენტობისას დაწერილი რამოდენიმე დღიური. ჯერ ჯერობით ვერ ვბედავ გადავშალო და წავიკითხო. არ ვიცი რატომ. არ მინდა იმ სისულელეების წაკითხვა? 🙂

  5. სკოლის პერიოდში ვცადე მეც მქონოდა დღიური და დამეწერა ათასი სისულელე: ) ძალიან ცუდი მოგონება მაკავშირებს ამ პერიოდთან ( ჩემმა დამ ”ჩემი სისულელები” საჯაროდ გამოფინა ნათესავების წინაშე) საშინელება იყო : ) 😀

    • რამდენჯერ მიფიქრია, ჩემი დღიურები იმ ბიჭს რომ ჩავარდნოდა ხელში სირცხვილით მოვკვდებოდი 😦 ჩემი დღიურიც წაიკითხა ერთხელ ჩემი ოჯახის წევრმა და ცუდ დღეშიც ჩავვარდი.

  6. ძალიან მიყვარს ჩემი ძველი დღიურები, თვალს ვავლებ ხოლმე. საოცრებაა, ისეთი განცდა მაქვს, რომ კი არ გავიზარდე, დავპატარავდი, იმ ნათიას ისეთ რაღაცეებზე უწერია საინტერესო დაკვირვებები და ისეთი მსჯელობები აქვს, მაოცებს. ახლა იმდენი სად შემიძლია 🙂 საკუთარი დღიურები მასწავლიან ხოლმე როგორ მოვიქცე მომავალში, პატარა ნათია მასწავლის ცხოვრებას 🙂

  7. ჰმ.. რა ნაცნობია :დდდ 2000 წლიდან ვწერ მე დღიურებს ვწერდი ტოისწ :დ
    რომ ვკითხულობ მომენტებში მცხვენია :დდ ზუსტად იგივე :დ საშინლად არ მიყვარს პოეზია :დ უიშვიათესად რამე ლექსი მომეწონოს… გავსებული მაქვს დღიურები ნსასიყვარულო ლექსებით :დდდ ტირილით და ღამის თევებით :დდდ ეჰ…

  8. იმ დღეს ვიპოვე ძველი რვეული, „სხვათა აზრები“ ერქვა თუ სწორად მახსოვს თუ მეშლება? ოღონდ ჩემი არა დედაჩემის ვიპოვნე და საკმაოდ ბევრი ვიხალისე რა უცნაური აზრები აწუხებდათ< ჩვენი დროისთვის შეუფერებელი მაშინ. ნეტა ჩვენს ნაწერებს რომ წაიკითხვას ჩვენი შვილების თაობა რას იტყვის?

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s