უნდა მოვიფიქრო

დღეს დამირეკა, ალბათ პირველად მთელი ცხოვრების მანძილზე. ალბათ კი არა პირველად.

მე აქამდე ინიციატივა არ გამომიჩენია, ან რატომ უნდა გამომეჩინა. ხალხი რას აღარ აკეთებს რომ წარსული გამოასწოროს, სად აღარ მიდიან, სად აღარ ეძებენ, ის კი თითქმის მეზობელ ქუჩაზეა, და აქამდე მარტო ხმები მომდიოდა, რომ ჩემი ნახვა უნდოდა.

რომ დამირეკა ლამის თქვენობით მივმართე, ხმაზე ვერც ვიცანი. მე და შენ სალაპარაკო გვაქვს, იქნებ თავისუფალი დრო და სურვილი რომ გექნება შევხვდეთო. ისევ ის ირონიული და ცივი ტონი ავიკარი ხმაზე, როგორც პირველად, ვნახოთ, მოვიფიქრებ-თქო ვუთხარი.

არ ვიცი რა ვქნა, სათქმელიც არაფერი მაქვს, მაგრამ შეიძლება ისევ ცნობისმოყვარეობამ დამძლიოს. როგორც ყოველთვის.

მე მაინც მგონია, რომ ამდენი წელი გავიდა. ამ წლებმა თავისი წაიღო და უკან აღარაფრის დაბრუნება არ შეიძლება. ახლა მარტო ზრდილობის გულისთვის დაბრუნებული ურთიერთობაღა შეიძლება გაგრძელდეს. გულის სიღრმეში მეცოდება კიდეც, მაგრამ ვიცი, რომ არ უნდა მეცოდებოდეს.

არ ვიცი, უნდა მოვიფიქრო.

11 thoughts on “უნდა მოვიფიქრო

  1. ყველა ადამიანი ღირსია სიყვარულის თუ ცოდვას გულწრფელად მოინანიებს😉

  2. შენი გადასაწყვეტია… დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში სადღაც ბრაზობ კიდეც, ასე უცერემონიოდ რომ დაგადგა თავზე ამდენი წლის შემდეგ, როცა უიმისობას უკვე შეგუებული იყავი და ახლა ადგილის დამკვიდრებას ცდილობს; ალბათ რამდენიმე ახლობელ-კეთილისმსურველი “უანგარო” რჩევასაც გაძლევს – “მაინც მამაშენია”-ს სახით, როცა არავინ ეკითხება… ნუ აყვები გარშემომყოფებს და რაზე დაფიქრდი, იცი? აი, ერთ დღესაც, როცა გაიგებ, რომ აღარ არის, იქნებ გული დაგწყდეს, რომ შანსი აღარ მიეცი…

    • ყველა ამბობს შენს საქმეში არ ვერევიო, არადა ვიცი რომ ვნახო, რამდენიმე ჩემს ოჯახის წევრს ძალიან დასწყდება გული. მართალია, სხვებს არ უნდა ავყვე, მაგრამ თან არ მინდა იმათ, ვინც მამაჩემზე დიდი წვლილი მიუღძვით ჩემს გაზრდაში, გული ვატკინო.

      • გულისტკენა რა შუაშია… დავიჯერო, მათი დაფასების სხვა გზა არ არსებობს და მამაშენის უარყოფა აუცილებელია? რთული იქნება, მაგრამ შეიძლება შეგუება რაღაცნაირად, თუ შენ გინდა, რომ შანსი მისცე მამაშენს…

  3. მემგონი მაინც ჯობია რომ ნახო,რადგან მერე მართლა ძალიან დაგწყდება გული…

  4. ნახვას წინ რა უდგას, იქნებ რა აქვს სათქმელი? “ბოლო შანსს ყველა იმსახურებს” პრინციპით.
    წარმომიდგენია, როგორი ძნელია:/

  5. ალბათ კარგი იქნება რომ ნახო. მაგრამ მართალია, შენი გადასაწყვეტია.

  6. ნახე და ყურადღებით მოუსმინე,მის ადგილზე საკუთარი თავი წარმოიდგინე,შეაჯამე სიტუაცია და შემდეგ აუცილებლად აპატიე,რომ მერე გული არ დაგწყდეს.

  7. რავი ვერაფერს გეტყვი.. გააჩნია რა მოხდა რა არის მიზეზი და ასე შემდეგ..😐 თუმცა შენს არჩევანში არავინ უნდა ჩაერიოს:/ აუ არ ვიცი:/

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s