ლეგენდები ლილოს სუნამოებზე

სუნამო ძალიან მიყვარს და ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევ ხარისხს. ეს ისეთი რამეა, ვერავის მოატყუებ შენი თავის გარდა. ან გაგყვება სუნი დიდხანს, ან არა. ან იაფფასიანი პატენტის სუნი ექნება, ან ორიგინალის. აქედან გამომდინარე ან ვიწერ, ან ვცდილობ ისეთი სუნამოები ვიყიდო, რომლებსაც პატენტები არ აქვთ და მარტო ორიგინალები გამოდის. ასეთია მაგალითად ივ სენ ლორანის “ნუ”

ხშირად მსმენია ლილოს იაფფასიან სუნამოებზე, როგორი უვარგისი და საშინელი სუნი აქვთ, ფასიდან გამომდინარე ეჭვიც არ შემიტანია, რომ ეს ასე იყო, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებდა შემემოწმებინა, რამდენად შეეფერებოდა სინამდვილეს.

ამ დღეებში მომეცა საშუალება ჩემი პატარა ექსპერიმენტის ჩატარების, ცნობისმოყვარეობამ დამძლია და მივედი.

ალბათ იქ რამდენიმე წერტილია, მაგრამ მე რიგებს შორის არაქართველი წარმოშობის ქალი რომ დგას იქ მივედი. არჩევანი დიდი აქვს, მეც ტუჩაბზეკილი ვუყურებ და ვათვალიერებ. მეკითხება რა მინდა. მეც არ ვიცი, ჯერ უბრალოდ ვათვალიერებ.

არმანის კოდს მოვკარი თვალი, ივ სენ ლორანის კაცის სუნამოს, ჰუგო ბოსს, კიდევ რამდენიმე ცნობილ ბრენდს.

– არ ინანებ, წაიღე, კიდევ მოხვალ ჩემთან, რომც იბანაო სუნი მაინც გაგყვება.

კი, კი, ვუქნევ თავს. ლიკა, რომელიც ინფორმირებული არ არის იააფასიანი პატენტების შესახებ გაკვირვებული ეკითხება რატომ ღირს ასეთი იაფი ყველაფერი. მე გულში ირონიულად ვიცინი.

ბოლოს არჩევანს ვერსაჩეს ბრაით კრისტალსა და კრისტალ ნოირს შორის ვაკეთებ, იმიტომ რომ ორივე სუნამოს კარგად ვიცნობ, ორივე მქონია.

შესახედად ზუსტად იგივეა, 100 მილიგრამიანი ტუალეტის წყალი. პერფიუმი არც ორიგინალებში შემხვედრია.

18 ლარს ვიხდი და მოვდივარ სახლში.

ინტერესით ვათვალიერებ შეფუთვას. ამაზონზე იმდენი ვათვალიერე სუნამოები, ზუსტად ვიცი სად რა უნდა ეწეროს. დამზადებულია იტალიაში. ყველაფერი ისე აწერია, როგორც უნდა ეწეროს.

ჰმ, კარგად უმუშავიათ. ვხსნი და ვყნოსავ. პრინციპში სუნიც იგივე აქვს ზუსტად, მაგრამ ეს არაა მთავარი, მთავარია რამდენ ხანს გაჰყვება სუნი. 5 გრამიან ორიგინალს, რომელიც მე მქონდა, რამდენიმე საათი ჰქონდა ძალიან სუსტი არომატი, მაგრამ ამ სუნამოს თვითონ მძაფრი სუნი არ აქვს, ვარდების სუსტი სურნელი დაყვება.

მივისხურე რამდენჯერმე და დავდე თავის ადგილზე. კარგად კი გამოიყურება, იცოცხლე.

ჰოი საოცრებავ, მთელი დღის განმავლობაში ვგრძნობ სურნელს, თანაც საკმაოდ მკაფიოდ. ბადრი მსუნავს – რა კარგი სუნია – მეუბნება – ახლა დაისხი? საქმეც მაგაშია რომ დილით დავისხი.

მოდის საღამო, მივდივართ მეგობრებთან. იქაც ვგრძნობ სუნს. ამოვდივართ სახლში – სუნი ისევ მაქვს. უკვე სუსტი, მაგრამ მაინც იგრძნობა. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ აქვს.

მე პირადად ვერავითარი განსხვავება ვერ დავინახე მაღაზიებში ორიგინალს, რომელიც 100 ლარზე მეტი ღირს და ლილოში ნაყიდ “პატენტს” შორის, რომელიც 18 ლარი ღირდა. პირიქით, ამას უფრო დიდხანს გაყვა სუნი.

მერე იმაზე ვფიქრობდი, იმ ქალმა რომ მითხრა, ისევ მოხვალო, მგონი ისევ მივალ 🙂

7 thoughts on “ლეგენდები ლილოს სუნამოებზე

  1. მე რას გეუბნებოდი? ჰა? აწი დამიჯერებ ხოლმე. ხომ გითხარი არ არსებობს რომ არ გაჰყვეს დიდხანსთქო. შეიძლება არ ვიყავი ინფორმირებული მაგრამ დავუჯერე იმ ქალის სიტყვებს. რომ გეუბნება მოხვალ ჩემთანო ესე იგი ცუდს ვერ მოგყიდის, იმიტომ რომ იგივე წარმატებული შანსია უბრალოდ მიხვიდე და თავზე დააფარო. სად დაიმალება? ანუ ცუდზე ვერ გეტყოდა. ანუ მართალი გამოვდექი 🙂

  2. ეს ის დუხიაა შემოსასვლელში შეუმჩნეველ ადგილას რომ მიდევს და გასვლის დროს სწრაფად რომ ვიპყურებ ხოლმე და გავქრები ისე რომ სუნი სახლში არ დარჩეს))) კიიი ეგააა))) და ლიკას აჟიტირებული მოწონებული))) და დამპირდა თუ ეგრე გედება ერთხელაც დავავლებ ხელს და წავიღებო 😀 … რატომ არ მოწონს ჩემ ძმას ეს სუნი არ მიკვირს ..მარა იმდენმა მამრმა მოიწონა და თან მეც მომწონს და ამიტომ შეუმჩნევლად ვხმარობ…მართლაც რომ სუნს მთელი დღე ვგრძნობ)) …კარგი რამაა სოფი გეთანხმები :* …რატომ ვიხადოთ ბევრი როცა იაფადაც მოიპოვება..რაც იაფიაა აქეთ ჩვენსკენ )))

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s