ბლოგების მიმოხილვა – l ჯგუფი

ძალიან ხშირად იწერება ვის რომელი ბლოგი და ბლოგერი უყვარს, ტოპ ბლოგები, მაგრამ ბლოგის საფუძვლიანად განხილვა დიდი ხანია არ შემხვედრია. თავისი პლიუსებით და მინუსებით, თემატიკით, დიზაინით და ასე შემდეგ.

მე განვიხილავ ჩემთვის საინტერესო ორ ბლოგს და ძალიან კარგი იქნება ეს ბლოგერებიც თუ დაწერენ მათთვის საინტერესო ორი ბლოგი განხილვას და ა.შ. ამით საშუალება გვექნება მიმოვიხილოთ ბევრი ქართული ბლოგი.

1. dissolved girl

დიზაინი

ა) ჰედერი 

როგორც ვიცი ბევრი არჩია ახალი თემისთვის და ეს ჰედერი ჩემი ფავორიტია.

ძალიან ორგანულადაა შერწყმული თემასთან, იდეალურად ჯდება ფერებში და ხასიათში და ძალიან ორიგინალურია 🙂

ბ) თემა

ვორდპრესის თემა ბუენო, საკმაოდ პოპულარული, სასიამოვნო შრიფტით.  თვალს სიამოვნებს პოსტის კითხვა. გვერდითა სურათებიც ძალიან კარგადაა შერჩეული, განსაკუთრებით ეს მომწონს:

ერთი სიტყვით დიზაინი ძალიან მომწონს და სიმყუდროვის შეგრძნებას მიჩენს.

ბლოგის სახელი და თაგლაინი

როცა ამ ბლოგზე მინდა შესვლა ავტომატურად ვიწყებ dissolved-ის აკრეფვას, მერე მახსენდება რომ მისამართი სხვაა, არადა კარგი იქნებოდა საიტის სახელიც ამასთან იყოს დაკავშირებული.

როგორც მივხვდი Dissolved Girl – ჩემი საყვარელი ჯგუფის,Massive Attack–ის სიმღერის მსგავსად ჰქვია.

თემატიკა

შინაარსობრივად ეს ბლოგი პირადი ხასიათისაა, და როგორც უკვე ვთქვი პირადი ბლოგები მომწონს. საინტერესო ადამიანი ჩანს, პოსტებიდან პოზიტივი მოდის, უყვარს დღის ფოტოები და ამერიკული ტელე–შოუები.

 მინუსები

რამდენიმე დეტალი რომელიც არ მომწონს არის არეული კატეგორიები ცოტა გაურკვეველი სახელებით. მიყვარს როცა კატეგორიები ზუსტად ასახავენ პოსტების შინაარს და ზედმეტად კონკრეტულები არ არიან.

და კიდევ კარგი იქნებოდა მთვლელი დაეყენებინა. პრინციპში მეტი არაფერი პრეტენზია არ მაქვს.

ერთი სიტყვით წარმატებებს ვუსურვებ ნატას და იღბლიან ბლოგინგს 🙂

 

სიგარეტის ბოლში გახვეული აზრები

დიზაინი

ა) ჰედერი 

ისეთი ჰედერი, როგორიც ამ ბლოგს შეეფერება 🙂

განსაკუთრებით სახრჩობელა და საფლავები მხვდება თვალში ^^ მიყვარს ასეთი სურათები და დიდი კოლექციაც მაქვს შეგროვებული.

ბ) თემა

ახლა მგონი შეცვლილი აქვს კეიტს თემა, ადრე  უფრო ვიწრო თემა ეყენა და ცოტა წვრილი ასოებით, კითხვა მიჭირდა ხოლმე.  ახლა შრიფტი კარგია და კარგად იკითხება. თავისი ფან პეიჯებით, სხვა ბლოგების რეკლამებით, მთვლელებით და მრავალი ვიჯეტებით კარგად გამოიყურება.

ჰო, უყვარს ბუები

 თემატიკა

ქართველ ბლოგერებს შორის ყველაზე მეტი საერთო მე და მას გვაქვს, მისტიკა, ფანტასტიკა, ზებუნებრივი ისტორიები, ფილმები, ტელეშოუები, ფეისბუქის დახურულ ჯგუფში კარგად ვიფხანთ ხოლმე ენებს, აქედან გამომდინარე ბლოგის შინაარსიც ძალიან საინტერესოა ჩემთვის, ზოგი პირადი, ზოგიც მისტიკური და სუპერნატურალი 🙂

მინუსები:

პირველი ის, რომ მაინცდამაინც ხშირად არ წერს და წასაკითხი პოსტები არ მიგროვდება ხოლმე 🙂

წერის დროს ხშირად გამოყენებული სმაილები, ნიშნები და ჟარგონები შეიძლება მინუსად მიიღოს კაცმა და მე არ მიყვარს ასეთი ნაწერები, მაგრამ აქ თითქოს მსიამოვნებს კიდეც, თითქოს ძალიან  შინაურული სიტუაციაა და  უფრო აადვილებს ტექტის წაკითხვას.

სხვა არც აქ არაფერი მახსენდება პრინციპში, ძალიან წარმატებული ბლოგია და უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებ ^^

ჰოდა ნუ დაიზარებთ, დაწერეთ ორ ბლოგზე მიმოხილვა და ვინ იცის, იქნება მეც მოვხვდე რომელიმე ჯგუფში 🙂

Advertisements

5 thoughts on “ბლოგების მიმოხილვა – l ჯგუფი

  1. შრიფტს მეც დიდ ყურადღებას ვაქცევ, სამწუხაროდ ვორდზე ამის პრობლემაა, თემები გზღუდავენ.რა ხანია თემის გამოცვლა მინდა და ვერაფერი შევარჩიე. ბლოგერზე მეტი არჩევანია, მაგრამ სამუშაოდ ვორდი სჯობს.

  2. დიდი მადლობა ^^ ^^ ჟარგონები ჩემი სისუსტეა :დდდ
    არ შემიძლია უჟარგონოდ წერაა ან ლაპარაკი :დ ტოისწ როგორ არ შემიძლია უბრალოდ ასე უფრო მირჩევნია ვიდრე მაღალფარდოვანი სიტყვების კორიანტელი დავაყენო :დდდ
    ხოდა ისა გამიხარდა თუ ახალი თემა ჯობია… :/ თემები ჩემი ტკივილია :დ

  3. როგორ გამიხარდა ეს პოსტი : ) პირველ რიგში, კატეგორიებზე გეთანხმები. წინა დღეს გადავავლე თვალი და რა რას ნიშნავს მეც ძლივს გავიხსენე 🙂 დისსოლვედ გირლ დაკავებული იყო და კაცმა არ იცის პაპალამ საიდან მოვიტანე 🙂
    ტელე შოუები ❤ კატებთან ერთად ტელეშოუების სიყვარული გვაერთიანებს : )
    და სიგარეტის ბოლში გახვეული აზრები, ეს ფრაზა მომწონს ძალიან, სიგარეტის კვამლს რომ ვხედავ სულ მახსენდება

  4. ეჰჰ აბა მე გავაუქმე ბლოგი :დ ძალიან დავიტვირთე და გავზარმაცდი კიდევაც , თან აღმოჩნდა რომ ჩემი ქართულის მასწავლებელი და აწ უკვე დამრიგებელი კითხულობს :დ
    მოკლედ ახალს გავხსნი მალე , ანონიმურად :დ

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s