need help, bloggers!!! და არა მარტო!

როგორც უკვე ვთქვი, ბევრი თავისუფალი დრო მაქვს და აქედან გამომდინარე მინდა ეს დრო რამე სასარგებლოთი შევავსო. ჩემი წიგნების მარაგი ამაზონიდან უკვე ამოვწურე, გუშინ სამი საათი ვეძებდი ჩემთვის საინტერესო წიგნს და როცა თვალები ამეწვა მერე მივხვდი, რომ ბლოგი მაქვს და შემიძლია დახმარება უამრავ საინტერესო ადამიანს ვთხოვო, რომლებიც საინტერესო წიგნებს მირჩევენ.

ერთი წიგნი რასაც გამოვიწერ სტივენ კინგის ინსომნიაა. ჩემი საყვარელი ჟანრი იცით რა არის, აქედან გამომდინარე მიყვარს სტივენ კინგი და მისი წიგნების ეკრანიზაციები, რომელთა უმრავლესობაც ძალიან კარგი გამოდის.

და მერე დარქ თაუერის ნაკრებზე ვფიქრობ, მაგრამ ჯერ სტივენის ერთ წიგნს ვიკმარებ.

 

ახლა კი მინდა გთხოვოთ – მისტიკურ–ფანტასტიკური ჟანრის, შეიძლება სამეცნიერო–ფანტასტიკა, საინტერესო, არამოსაწყენი, ექშენით, მირჩიეთ კარგი წიგნები, რომლებსაც აუცილებლად გამოვიწერ და მერე ჩემს შთაბეჭდილებებსაც გაგიზიარებთ.

Advertisements

2 thoughts on “need help, bloggers!!! და არა მარტო!

  1. სტიგ ლარსონის მილენიუმის ტრილოგია წაიკითხე , სულ სამი ნაწილია – გოგონა დრაკონის ტატუთი ,გოგონა რომელიც ცეცხლს ეთამაშება და გოგონა რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია .
    უმაგრესიი წიგნებია , ისიამოვნებ რასაც ქვია , თან ქართულადაც არის სამივე ნათარგმნი . სულაკაურის საიტზე შედი და თუ გინდა ნახე.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s