ახალი სახლი

რამდენიმე დღეა არაფერი დამიწერია და არ მინდა ისევ დავიკარგო, აქედან გამომდინარე შევუერთე უზარმაზარი კაბელი ლეპტოპს და შევუდექი წერას.

დღეს მეექვსე დღეა აქ ვარ. პირველი სამი დღე ვერც გავიგე რა მოხდა, სახლში სულ ხალხი იყო, სტუმრები, ნათესავები, მეგობრები, ბადრის და და სიძეც აქ რჩებოდნენ.  მერე ყველა რომ წავიდა და მარტოები დავრჩით, მერე მივხვდი, რომ თურმე სხვა სახლში გადმოვსულვარ.

ჩემდა გასაკვირად ძალიან კარგად შევეგუე, მინდა გითხრათ რომ მარტო ცხოვრებას არაფერი ჯობია. თუ როდესმე გაჩნდა ალტერნატივა და არის შესაძლებლობა, გირჩევთ მარტო ცხოვრება აირჩიოთ. არასდროს გამოვირჩეოდი სახლში ტრიალით და დიასახლისობით, პირიქით, ძველ სახლში სულ ამაზე მეჩხუბებოდნენ და დამცინოდნენ, არაფრის გაკეთება არ მინდოდა, მაგრამ აქ სხვანაირი სიტუაციაა, უკვე სტიმული მომეცა, გუშინ საჭმელიც კი გავაკეთე, მართალია ცოტა მწარე გამოვიდა და ბადრი მთელი დღე ენა გადმოგდებული დადიოდა, მაგრამ მაინც ხომ გავაკეთე?

ერთი სიტყვით ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ახალი ცხოვრებით, პირობებიც ბევრად უკეთესია, ვიდრე წინა სახლში.



სამი დიდი ჩანთა ჯერ კიდევ ამოსალაგებელი მაქვს, ყველაფერი თავზე მაყრია, იმდენი რამე წამოვიღე, სად მეტეოდა ამდენი ნივთი ახლაც ვერ ვხვდები 🙂

ჩემი ახალი კომპიუტერი


მისაღები ოთახი


ჩემმა კატამ იპოვნა მყუდრო ადგილი ფანჯრის რაფაზე


გარეთა ხედი რა თქმა უნდა


და სპილოები მაცივრის თავზე

Advertisements

11 thoughts on “ახალი სახლი

    • ჩემს ახალ ოჯახში მარტო ჩემი ქმარია და ისიც წინააღმდეგი არაა ჩემი ბლოგერობის, ასე რომ ჩემი სახლის “გამოჭენება” არავისთვის არაა პრობლემა.

  1. ვაიმე როგორ მიყვარს შენი ფისო მეც მყავს მაგრამ ესეტი მაგარი ბეწვი არ აქვს.აუ ერთი ფოსტი მიუძღვენი რა კიწის.დაყერე საიდან გაჩნდა შენი და რამდენი ხანია რაც გყავს.პლზ

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s