პირველი პანიკა

აქამდე ოლიმპიურ სიმშვიდეს ვინარჩუნებდი და ყველას უკვირდა ჩემი. როგორ არ გეშინია, რატომ არ ნერვიულობ, ღამეები როგორ გძინავს, ჰოდა იმდენი ქნეს, რომ წუხელ პანიკის პირველი შეტევა დამემართა.

ათასმა აზრმა გამიელვა თავში, რა იქნება, როგორ იქნება, ახალ ბინას როგორ შევეგუები, ამ ბინაში ვარ გაზრდილი და ეს საწოლი ისე მიყვარს, სხვაგან როგორ უნდა დავიძინო, ვერ წარმომიდგენია. ან ჩვენ როგორ შევეგუებით ერთმანეთს.

ზუსტად ვიცი ჩემი კატა რა სერიოზულ დეპრესიაში ჩავარდება ახალ გარემოში. ორი დღე არც შეჭამს, არც წყალს დალევს და არც ადგილიდან  გაიძრევა.

ერთი სიტყვით ვიგრძენი, რომ სამი–ოთხი დღე მქონდა დარჩენილი თავისუფალის სტატუსით და ავნერვიულდი.

საბედნიეროდ ამ შეტევამ როგორც მომიარა, ისევე გამიარა და ახლა ისევ სიმშვიდეს ვინარჩუნებ.

5 thoughts on “პირველი პანიკა

  1. სახლის მონატრება ეგ სერიოზული რამაა😦 ნუთუ ჩემს ზემოთ აღარ იცხოვრებ😦 თუმცა რას ვამბობ მე კაი ხანია მასე ვთქვათ და შენს დაბლა არ ვცხოვრობ…ზუსთად რომ ითქვას 5 წელი გახდა გუშინ ;-(

    სოფ, ბარდის არ უნდა შენთან გადმოსვლა😀

    • კი, მაგაზე ოცნებობს თავისი ცარიელი სახლი მიატოვოს და ჩემთან გადმოვიდეს🙂

  2. აუ არა, მე ზუსტად ვიცი, რომ არასოდეს გავთხოვდები. ეგ კიარა, ერთ წიგნს ვკითხულობ და თავ “ნიშნობას” რომ მივადექი, გულმა რეჩხი მიყო. ხოდა მაგ თავს ვკითხულობ რამდენიმე კვირაა. თან ჩემს ჯინაზე ყველაზე დიდი თავია.

    ეგ რა იყო და, მე მართლა ვერ შევეგუები სხვა ბინას. შანსი არაა.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s