15 წლის მერე

დღეს ერთ ადამიანს შევხვდი და მინდა მოგიყვეთ ამის შესახებ. შეიძლება არც ღირს, მაგრამ მაინც.

რომ გავიგე აქ იყო, გამიკვირდა, მაგრამ არც ისე ძალიან. ვიცოდი რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა. თანაც ბევრჯერ მქონდა წარმოდგენილი.

ეს ადამიანი დაახლოებით 15 წელია არ მყავდა ნანახი. გავიგე ჩემი ნახვა უნდოდა. არც ეს გამიკვირდა.

ბევრი ვიფიქრე წავსულიყავი თუ არა სანახავად. ემოცია ნული. ერთადერთი რაც მამოძრავებდა იყო ინტერესი, ის სახე, რომელიც მე მახსოვდა, ნელ–ნელა უფერულდებოდა და მკრთალდებოდა.

დღეს დილით მივედი. მომეხვია, მაკოცა, მე არ გავნძრეულვარ. პირდაპირ დავჯექი.

ჩუმად იჯდა, ჩემი წიგნი ედო წინ გადაშლილი.

– ჩემს წიგნს კითხულობ? – ვკითხე ცივად. თავი დამიქნია. ისევ სიჩუმე. რაზე უნდა გველაპარაკა? რა გვქონდა საერთო? არც არაფერი.

არადა ვიცი, რომ ძალიან ვუყვარდი, უჩემოდ ვერ ძლებდა, ღამე ვერ იძინებდა. ახლა ამ ყველაფერს ვერ ვგრძნობდი და არც არანაირი აზრი არ ჰქონდა.

ვგრძნობ ჩუმად მათვალიერებს, არ ვიმჩნევ.

– გავიგე თხოვდები – მეუბნება. ძლივს ლაპარაკობს ქართულად. თავს ვუქნევ. ისევ სიჩუმე.

ვერაფერს ვგრძნობ. არანაირი ემოცია. არც სიბრაზე, არც გულისტკენა, მაგრამ არც სიყვარული.

ცივად ვდგები.

– წავედი – ვამბობ და კარებისკენ მივდივარ. ფეხზე დგება, გაცილება უნდა, მაგრამ არ ვაცლი, სწრაფად გამოვდივარ, არც ვემშვიდობები. არადა ვიცი ალბათ ვეღარასოდეს ვნახავ.

ბადრი უკვე გარეთაა გამოსული და სიგარეტს ეწევა.

– რაო მამაშენმა? – მეკითხება.

– არაფერი – ვპასუხობ და კიბეებზე ჩამოვდივარ.

 

Advertisements

19 thoughts on “15 წლის მერე

  1. ეგრევე მივხვდი ვინ იქნებოდა… ოდნოში სტუმრად იყო ჩემთან შემოსული რამოდენიმეჯერ ჩემგან რაღა უნდოდა….თან დავამუღამე რომ შენც და ალეკოც დამატებული ყავდით მეგობრებში…

    ისე კი არ მიკვირს ემოცია რომ არ გქონდა საერთოდ

  2. ისეთი მამის არსებობას, რომელიც 15 წელი ერთხელ არ მოგიკითხავს მკვდარი ხარ თუ ცოცხალი პირადად ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

  3. 15 წელი???
    რამდენი წლის ხარ კი მაგრამ???
    ხო, ემოცია ეგრე ქრება ხოლმე.
    ან არც, უბრალოდ ილექება.

    ბადრისთან საუბარი მომეწონა 😀

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s