ოჯახური ფოტო

– დედა, ფოტოგრაფი უკვე აქაა – გასძახა ლუსიმ დედას და სარკეში თმები შეისწორა.

– ჩამოიყვანეთ მონიკა დაბლა, ახლავე მოვალ – უპასუხა ქალმა და ცხვირსახოცით ცრემლები შეიმშრალა.

მონიკა სულ რაღაც ექვსი წლის იყო, მაგრამ უკვე სასიკვდილო დიაგნოზი დაუდგინეს ექიმებმა. სამი თვე – ეს დროღა ჰქონდა დარჩენილი ოჯახთან გასატარებლად.

ოჯახმა ძლივს გადაიტანა ეს ამბავი და ნელ-ნელა ეგუებოდნენ. დედამ გადაწყვიტა საერთო ფოტო გადაეღოთ, რომ მისი გოგონა სამუდამოდ ასეთი დარჩენილიყო მის მეხსიერებაში, როგორიც ახლა.

მონიკა საწოლზე იჯდა.წითელი კაბა ეცვა. უფროსმა დამ ხელი მოჰკიდა, რომ აეყენებინა.

– მე თვითონ – უთხრა ბავშვმა და წამოდგა.

” ხანდახან მაშინებს” გადაულაპარაკა ლუსიმ მეორე დას “როგორი ცივია…”

ფოტოგრაფმა გადაიღო ოჯახური ფოტო და წავიდა. სამი თვის მერე მონიკა გარდაიცვალა.

სურათი დედამ გაადიდებინა და ბუხრის თავზე დაკიდა. თვალმოუშორებლად უყურებდა ხოლმე უმცროს ქალიშვილს და ტიროდა.

რამდენიმე თვის მერე უცნაური რაღაც შენიშნა სურათზე, თითქოს მონიკას სახე იცვლებოდა და მოძრაობდა, თანაც საშინელ გამომეტყველებას იღებდა. ამ ყველაფერს მის გარდა ვერავინ ამჩნევდა.

ოჯახის წევრებმა სცადეს ფსიქოლოგის მოყვანა, მაგრამ ქალს არაფრის გაგება არ უნდოდა. ჩამოხსნა სურათი და მედიუმთან წავიდა.

– ძალიან ვწუხვარ – უთხრა მედიუმმა – რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ სამწუხაროდ თქვენი ქალიშვილი ჯოჯოხეთში მოხვდა…

15 thoughts on “ოჯახური ფოტო

  1. რა ჩაიდინა საცოდავმა 6 წლის გოგომ რომ ჯოჯოხეთში მოხვდა? ანუ იქნება თუ არა პოსტის გაგრძელება😉

  2. სანამ ტექსტი წავიკითხე (ქართული მავიწყდება ხო იცი) მაგ სურათმა გაიელვა ერთი 10 ჯერ😀 და არ შემშინებია😀

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s