მარტოობის ასი წელიწადი ანუ როგორ დავიწყე კითხვა

რადგან ისევ და ისევ მოწყენილობის და უსაქმურობის დღეები დამიდგა, გადავწყვიტე დრო რამე სასარგებლოს მოვახმარო, ვიდრე ოცდაოთხი საათი ტელეშოუების ყურებაა. რა უნდა გავაკეთო იმაზე სასარგებლო ვიდრე უცხო ენის სწავლა?

ინგლისური და რუსული მშობლიური ენასავით ვიცი, ამაში ისიც მეხმარება, რომ ეს ენები დღის განმავლობაში უფრო მეტად მესმის, ვიდრე ქართული.

უნივერსიტეტში რამდენიმე თავისუფალი კრედიტი მრჩებოდა, რომელიც შემეძლო ისე გამომეყენებინა, როგორც მინდოდა.  მე და ჩემმა კურსელმა ავირჩიეთ ესპანური ენა და ორი სემესტრი გავიარე.

რომ გითხრათ ამან დიდი საფუძველი მომცა თქო მოგატყუებთ, მაგრამ კითხვა, ზოგადი გრამატიკა და სიტყვები მაინც ვისწავლე, საიდანაც უმეტესობა ახლა არ მახსოვს.

ჰოდა სწორედ ესპანურს მივადექი ახლა, ვნახე ონლაინ კურსები, მაგრამ რაც მთავარია ვნახე წიგნი.

გაბრიელ გარსია მარკესის “მარტოობის ასი წელიწადი”, რომელიც ძალიან ადრე ვიყიდე და აღარც მახსოვდა რომ მქონდა. ესპანურ ენაზე.

საერთოდ ყველაზე ადვილად მაშინ ვსწავლობ ენას, როცა წიგნს ვკითხულობ და იქიდან უცხო სიტყვებს ვიწერ. რა თქმა უნდა მცირე საფუძველი მაინც უნდა მქონდეს და კითხვა უნდა ვიცოდე, თორემ ახლა ფრანგული წიგნი რომ დამიდონ, ერთ სიტყვასაც ვერ წავიკითხავ 🙂

ჯერჯერობით ძალიან მიჭირს, თითქმის ყველა სიტყვა უცნობია, მაგრამ არ ვნებდები და ჯიუტად ვაგრძელებ. ვნახოთ რა წარმატებებს მივაღწევ.

9 thoughts on “მარტოობის ასი წელიწადი ანუ როგორ დავიწყე კითხვა

  1. “მარტოობის ასი წელიწადი” მიყვარს,მაგრამ მის ესპანურად წაკითხვას ნამდვილდ ვერ მოვახერხებ და ვერც შევეჭიდები. 🙂 წარმატებები!

  2. აუ მეც როგორ მინდოდა ერთ დროს ესპანურის სწავლა.
    ესპანური, იტალიური და პორტუგალიური. ეს ის სამი ენაა, რომელიც ძალიან მინდა, რომ ვიცოდე.
    აქამდე მხოლოდ რუსული, ინგლისური და გერმანული ვიცი.

    • ესპანური საკმაოდ ჰგავს პორტუგალიურს, ბიძაჩემმა პორტუგალიური იცის და ესპანურად თითქმის ყველაფერი ესმის.

  3. ყოჩაგ მაგარია….მე ჯერ ინგლისურად მეშლება ნერვები რამე სიტყვას რომ ვერ ვიგებ და მოძებნა მეზარება ლექსიკონში… მაგარი ნებისყოფა გაქ….. : )

  4. “მაარტოობის 100 წელიწადი”-არჩვეულებრივი წიგნია<3 ეგ ქართულად უნდა წაიკითხო და კარგად გაიგო, მართლა ძალიან მაგარი წიგნია და ჯობს ქართულად წაიკითხო:)

დატოვეთ კომენტარი