როგორ გავხდი ბლოგერი

ყველაფერი ასე დაიწყო:

ბლოგზე არა, მაგრამ საიტის შექმნაზე ბევრჯერ მიფიქრია. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ არსებობდა უფასო ძრავები საიტის შესაქმნელად და აქედან გამომდინარე ყველაფერი დიდ თანხებთან მეგონა დაკავშირებული. ამიტომაც ოცნება ოცნებად რჩებოდა.

ბლოგებს რაც შეეხება, ძირითადად უცხოური ბლოგებით ვიყავი დაინტერესებული და იმათ ვეცნობოდი, განსაკუთრებით პირადი და მისტიკური ხასიათის ბლოგები მომწონდა.

იმ საღამოს იღბლიან ხელზე დავსერჩე გუგლი და წავაწყდი პრეზენტაციას, როგორ შევქმნათ ბლოგი ვორდპრესზე სრულიად უფასოდ და ძალიან მარტივად.

რა თქმა უნდა მაშინვე დავურეკე ლიკას და დავიწყეთ სახელზე ფიქრი. ბევრი ვარიანტები მოვსინჯეთ, მაგრამ ყველაფერი დაკავებული იყო, მერე ისევ ჩვენი წიგნის სახელი გადავწყვიტეთ და დავარქვი ქამელეონი, რომელიც ძალიან კარგად მოერგო შინაარსობრივად ჩემს ბლოგს.

პირველ საღამოს ავირჩიე ვიწრო, ვარდისფერი და პეპლებიანი თემა და დავწერე ერთი აბზაცი. რომ გავთიშე, თავიდან შევედი ამ მისამართზე და დავინახე პირველი პოსტი, რაღაც უცნაური შეგრძნება დამეუფლა🙂

კარგი, პირველი ნაბიჯი გადადგმული იყო, პირველ დღეს მთელი ორი ჰიტიც დაფიქსირდა ჩემს ბლოგზე.

მეორე დღიდან შევუდექი აქტიურ პოსტვას და უნდა ითქვას ნოემბრიდან მოყოლებული აგვისტომდე მაქსიმუმი ორი დღე ყოფილა ისეთი, როცა პოსტი არ დამიწერია. პირველი სამი თვე დღეში 5 პოსტსაც კი ვწერდი.

რა თქმა უნდა პირველი პრობლემა იყო ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც პირველი სამი ოთხი დღე დღეში 30–35 ჰიტს შეადგენდა.

პირველი პოსტი, რომელმაც ტოპ–პოსტებში და ტოპ–ბლოგებში მომახვედრა, იყო

კიდევ ერთი ვამპირის ისტორია, სადაც ბინდის პაროდია გავაკეთე და ამის მერე კატეგორიებს აბსურდული კომედიაც დავუმატე. იმ დღეს 200მდე ავიდა ჰიტების რაოდენობა და მაშინ ჩემთვის ეს ძალიან ბევრი იყო, გახარებული ვამოწმებდი ყოველ წუთს რეიტინგს. თან ამას 11 კომენტარიც რომ მოყვა ხომ საერთოდ.

კიდევ იყო ერთი პრობლემა, მინდოდა ყოფილიყო პირადი ბლოგი, თავისი სურათებით, ისტორიებით და ასე შემდეგ, მაგრამ როცა სახალხოდ წერ შენს ცხოვრებაზე, აქ თავისდაუნებურად ის ხალხიც უნდა გამოჩნდეს, ვინც შენს ცხოვრებაში არიან, კონკრეტულად კი ჩემი საქმრო, ბადრი, რომელსაც არ ვიცოდი რა რეაქცია ექნებოდა.

აღმოჩნდა, რომ არანაირი რეაქცია არ ჰქონია, უფრო მეტიც, არც კითხულობს ჩემს ბლოგს, ასე რომ თავისუფლად ვდებ ფოტოებსაც და ჩემი ცხოვრების სხვადასხვა დეტალებს. თავიდან მწყინდა იშვიათად რომ ნახულობდა ბლოგს, მაგრამ ახლა ვფიქრობ რომ ასე უკეთესია.

დეკემბრიდან გადავედი ახალ ეტაპზე და დავიწყე პირადი ხასიათის პოსტების წერა. პირველი პოსტი, სადაც ჩემი სურათი დავდე იყო მე და ქართული ქორწილები. უნდა ითქვას, რომ რაც პირადი პოსტების წერა დავიწყე, თუ მყავდა დღეში 20 უნიკალური ვიზიტორი, გახდა სამმაგი რაოდენობის.

რაც შეეხება ბლოგის ტექნიკურ საკითხების, ვიჯეტებს, მთვლელებს თუ სხვა, დახმარება არავის გაუწევია, რასაც ვერ ვიგებდი, გუგლში ვნახულობდი. ერთხელ თუ არ გამოდიოდა, მერე სხვანაირად ვცდიდი და ა.შ.

ჩემმა დიზაინმა ბევრი ცვლილებები გადაიტანა. ვიწრო ვარდისფერი თემიდან გაშლილ თემაზე გადავედი, ისიც რამდენჯერმე შევცვალე და უკვე დიდი ხანია რაც ეს თემა მიყენია, რომელსაც სავარაუდოდ არ შევცვლი, თუ ვორდპრესმა რამე უკეთესი არ შემომთავაზა.

შემდეგი ეტაპი, რამაც ვიზიტორების კიდევ გაორმაგება გამოიწვია, იყო უცნაური.ქომზე დადებული  რამდენიმე პოსტი კატეგორიიდან ქალაქური ლეგენდები.  სრულიად მოულოდნელად ბლოგზე უდარდელად შესულს ვიზიტორების ისეთი რაოდენობა დამხვდა, რომ დავიბენი, მაგრამ მერე ვნახე საიდანაც შემოდიოდა ეს ნაკადი🙂

და კიდევ ერთი ეტაპი, როცა ჩემს უწყინარ პოსტს იაჰუს ათ ყველაზე სულელურ კითხვასთან დაკავშირებით ცოტა სკანდალური სახელი დავარქვი – დღეში 30 ორგაზმი და მშობლებთან სექსი +16, ეს + 16 ხომ საერთოდ ჯადოსნური ნიშანია, თუ ვიზიტორების მომატება გსურთ, მიუწერეთ პოსტს.

ამას მოყვა ეს:

ამას მოყვა დამრიგებლური და აღშფოთებული პოსტები, არა პირდაპირ ჩემს მისამართით, მაგრამ “ორგაზმები და სექსები რომ ურევია სათაურში”, ეგეთ პოსტებს გმობდნენ🙂

რაც შეეხება პოპულარიზაციას, ვერ ვეწევი, ან არ, არ ვიცი, მაქსიმუმი ფიესბუქზე დავაშეარო, საიდანაც სულ რამდენიმე კაცი შემოდის, მაგრამ ის მიხარია, რომ მკითხველებს დამახსოვრებული აქვთ ჩემი ბლოგის მისამართი და პირდაპირ შემოდიან, ლინკების და გადმოსვლების გარეშე.

დიდი პოსტი გამომივიდა, მაგრამ აი ზუსტად ასე გავხდი ბლოგერი.

16 thoughts on “როგორ გავხდი ბლოგერი

  1. namdvilad sainteresoa kargia rom dawere mec sashinlad var dainteresebuli blogebshi blogis warmoeba minda magram amashi piradad ar var garkveuli da ar vici ra gamova facebookze dgesac ver vxvdebi rogor daamate qameleoni.pirvelat es blogi internetshi vnaxe the vampire diaries vampiris dgiurebs vezebdi da amas wavawydi mere vnaxe pilmebi romlebic shen mogewona mati gadmowera da yureba daviwye sheni blogi damatebuli maqvs speed dial-ში da roca vaxerxeb shemovdivar xolme.martlac saintereso da magari blogi gaqvs ase gaagrzele da darwmunebuli var male ifunze meti vizitorebi shen geyoleba.warmatebebs gisurveb

  2. შენი ბლოგის ხშირი სტუმარი ვარ….ყოველ დღე ველოდები ხოლმე შენს პოსტებს…ერთი 12-ის მერე ყოველთვის შემოვიჭყითები და ვნახულობ აბა რა დაწერა მეთქი
    წარმათებებს გისურვებ და ეგრე გააგრძელე! ! ! =*

  3. უმ… ძალიან მიყვარს ეს ბლოგი ^^ დღეგამოშვება არ გავა რომ არ შემოვიდე ^^ განსაკუთრებით ის მიყვარს რამდენიმე პოსტი რომ დამიგროვდება ხოლმე წასაკითხი❤

    • დღეში ერთს ან ამ ბოლო დროს ორ დღეში ერთს, არადა ადრე დღეში 5 პოსტს ვწერდი🙂

  4. ძალიან,ძალიან,ძალიან მომწონს ეს ბლოგი🙂 ყოველდღე შემოვდივარ და ვნახულობ რამე ხო არ დაიდო თქო,მაგრამ ჩემსაზე მხოლოდ 2 კაცი შემოვიდა დღეს😦

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s