რა მაქვს speed dial-ში?

ყოველ დღე კომპიუტერთან დიდ დროს ვატარებ. აქედან ამ დროის ნახევარი ვიდეო ფაილებს ვუყურებ, მაგრამ დარჩენილი დროს ინტერნეტს ვახმარ. რამდენად ნაყოფიერად ეს სხვა საქმეა… 🙂

ესეც ჩემს ბრაუზერში სპიდ დიალი, ანუ რომელს საიტებს ვსტუმრობ ყველაზე ხშირად:

google.ge – ჩემი უსაყვარლესი საძიებო სისტემა, რომელსაც ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს იაჰუ სერჩი ან რამე მსგავსი. დღეში ათასჯერ მჭირდება და ათასჯერვე ვიყენებ.

yahoo.com – აქ მარტო მეილს ვამოწმებ ხოლმე, თანაც ყოველდღე, სულ რაღაც შეტყობინებას ველოდები, ხან გადამზიდი კომპანიებისგან, ხან სადმე მაქვს შეკითხვა გაგზავნილი, ერთი სიტყვით აქტიურ მიმოწერას ვაწარმოებ.

imdb.com – ოოო, ეს საიტი რომ არ არსებობდეს, არც კი ვიცი რა მეშველებოდა. მსოფლიოს უდიდესი დატაბეისი, ძალიან დახვეწილი სისტემით. ამასაც დღეში ათასჯერ ვხსნი, ფილმები რომ გამომელევა, სიებში შევდივარ და იქიდან ვპოულობ საინტერესო რაღაცეებს.

rutracker.org – ტორენტების გადმოსაწერი საიტი. ტორენტებით ალბათ 100 გიგაბაიტზე მეტი ფაილი მაქვს გადმოწერილი, ყოველთვის რაღაც იწერება, ახლაც 10 გიგაბაიტიანი ფაილი მაქვს ჩაგდებული და ნელ–ნელა იწერს.

qameleoni.wordpress.com – ერთი ბლოგია რაა, ხანდახან ვკითხულობ ხოლმე 🙂

facebook.com – მაინცდმაინც აქტიური აქ ვარ, მაგრამ ყოველდღე მაინც ვხსნი

youtube.com – ასევე უდიდესი ვიდეო პორტალი, რომელიც ხშირად კარგ სამსახურს მიწევს.

avoe.ge – როცა ტორენტებით მეზარება გადმოწერა, ვიყენებ ამას.

ibank.ge – რაც ამაზონს გაუტკბა ჩემთვის ფულის ბლოკვა, ინტერნეტ ბანკინგს ხშირად მივმართავ ხოლმე.

ინტერნეტ მაღაზიები : amazon.com და  forever21.com. ამ ბოლო დროს ამაზონს უფრო ხშირად ვიყენებ.

და კიდევ ერთი ფილმების გადმოსაწერად simsim.ge

დანარჩენ საიტებს მეხსიერებით ვიხსენებ ხოლმე 🙂

თქვენ რა გაქვთ სპიდ დიალში?

Advertisements

2 thoughts on “რა მაქვს speed dial-ში?

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s