ათასჯერ გადადებული ქორწილი, სულელური კითხვები და ურთიერთობები

აპრილის ბოლოს გვქონდა ნიშნობა და იმის მერე უკვე იმდენჯერ გადაიდო ჩვენი ქორწილი, სულ სხვადასხვა მიზეზების გამო – ხან ოჯახის წევრი წავიდა საზღვარგარეთ, ხან მარხვები დაიწყო, ხან რა და ხან რა. გუშინ ვუთხარი ბადრის, ეს იმის ბრალია, რომ კონკრეტულ თარიღს არასდროს არ ვამბობთ. ივნისის დასაწყისში, ივლისის შუაში, ასე არ გამოვა, უნდა მოვიფიქროთ კონკრეტული თარიღი, რომ იმას აღარ გადავცდეთ.

ვინაიდან ისევ მარხვა იწყება, მარხვაში კი ჯვარს ვერ დავიწერთ, სექტემბერი კი იდეალური თვეა ჯვრის დასაწერად, მე თავიდანვე შემოდგომის მომხრე ვიყავი, ზაფხულში უნდა დაისვენო და არა გათხოვდე 🙂 ჰოდა ამ დღეებში ზუსტ თარიღს ვიტყვით.

იმ დღეს რაღაც სტატიას მოვკარი თვალი, კითხვები, რომელსაც ქალები ადრე თუ გვიან უსვამენ საყვარელ მამაკაცს, თანაც სულელური კითხვები. ‘ჰმ” გავიფიქრე მე “მე რა თქმა უნდა არასდროს არ გამიჩნდება ასეთი კითხვები” და ჩავაყოლე სიას თვალი.

ჩემდა სამარცხვინოდ აღმოვაჩინე, რომ არათუ არ დავსვამ ამ კითხვებს, არამედ უკვე დასმული მაქვს 🙂

აი მაგალითად. მე და ბადრი ვზივართ.

მე: – მე რომ მოვკვდე, ცოლს მოიყვან?
 ბადრი – არა, რა თქმა უნდა.
მე: – არ მჯერა, რა თქმა უნდა მოიყვან.
ბადრი (ეცინება) – არ მოვიყვან.

და მეც მივდივარ უსასრულო ფიქრებში, რა მოხდება მე რომ მოვკვდე.

აი კიდევ: არასდროს არ მაქვს წონის პრობლემა. უფრო ხშირად მესმის – რა უბედურებაა, გასუქდი ცოტა, ვიდრე პირიქით. ასევეა ბადრი, ვერ იტანს როცა ძალიან ვხდები, სულ მეჩხუბება ბევრი ჭამეო, მაგრამ მაინც ჩნდება ეს სულელური კითხვა.

მე: როგორ ფიქრობ, გავსუქდი?
ბადრი – არა, ძალიან მაგარ ტანზე ხარ.
მე: არ მჯერა, შენ ასი კილოც რომ გავხდე მაინც მაგას მეტყვი.
ბადრი (ოხრავს)

აი კიდევ ერთი.

მე: ლამაზი ვარ?
ბადრი: ხომ იცი, რომ ლამაზი ხარ.
მე: არა, არ ვარ ლამაზი, შენ რომ გიყვარვარ იმიტომ გეჩვენები.
ბადრი – რა აზრები გაწუხებს? (დაღლილი სახით)

ესეც ასე, მეც იმ ქალების რიცხვს მივეკუთნები, სულელური კითხვებით რომ აბეზრებენ თავს საყვარელ მამაკაცებს.

სამაგიეროდ არასდროს ვლაპარაკობ ბავშებზე, როგორც ფსიქოლოგებმა აღნიშნეს, როცა ქალი მომავალ ბავშვებზე იწყებს ლაპარაკს, კაცი ფრთხება, მაგრამ ამ შემთხვევაში პირიქითაა. გიჟდება ბავშვებზე, უნდა ალბათ 10 შვილი, მე კიდევ ჯერჯერობით ამ თემაზე ფიქრსაც ვერ ვბედავ და ხშირად უთანხმოება ამ მიზეზით ხდება ჩვენს შორის.

ჰოდა ასე… რა რთულია ურთიერთობები, არა?…

Advertisements

8 thoughts on “ათასჯერ გადადებული ქორწილი, სულელური კითხვები და ურთიერთობები

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s