ვიზიტი კახეთში – მესამე და ბოლო დღე

გავეხვიე თბილ საბანში და ისე ვიყავი დაღლილი, რომ ღრმად ჩამეძინა რამდენიმე საათი. 9–ზე გამეღვიძა, მაგრამ არ ავდექი, მაიამ ბავშები გარეთ გაიყვანა და ვნებივრობდი 11–მდე საწოლში.

ნათია, მაიას და, და თიკო გვერდზე სოფელში ნათლობაზე იყვნენ წასულები, ასე რომ ცოტა არ იყოს და მოვიწყინეთ, თან ძალიან ჩამოცხა. ცოტა ხანი გარეთ ვიჯექით, ცოტა ხანი სახლში.

გარედან მომესმა “სოფო, სოფო” ყვირის მაიას ძმა განწირული ხმით. გავვარდი გარეთ, მეთქი რა ხდება და ის და თავისი ძმაკაცი ამ საოცრებას მოათრევდნენ გაჭირვებით

იმდენი ვეფერე საწყალ კატას, კიწის მონატრებები ჩავიხშე, უკმაყოფილო ხმებს უშვებდა მართალია, მაგრამ ვინ აქცევდა ყურადღებას.

გული რომ ვიჯერე, გავუშვი და გაძუნძულდა შეწუხებული.

ჰო კიდევ, სულ ტყუილად წავიღე სამი წყვილი ფეხსაცმელი, რაც იქ ვიყავი, მაიას ძმის ბარსელონას შლოპანცების მეტი არაფერი მცმია🙂

ამასობაში დაღამდა კიდეც, მოვიდნენ დაღლილები, თიკო წავიდა დასაძინებლად, ჩვენც შესვლას ვაპირებდით უკვე, რომ მაიას ერთმა ნათელმა აზრმა გაურბინა თავში, ხვალ მაინც მიდიხარ და ამაღამ დავლიოთო.

გავაღვიძეთ თიკო, გამოვიდა ნამძინარევი სახით, დასალევი არ გვაქვს, მერე გაგვახსენდა, თემო ამბობდა, ჩაციებული არაყი მაქვსო, ხოდა ბევრი აღარც გვიფიქრია. ღამის 3 საათია.

გავედით გარეთ. მაია ბოხი ხმით იძახის “თემოო”. გადმოიხედა შეშინებულმა ბიჭმა. “ჩამოდი დაბლა” ეძახის თავის ბიძაშვილს. აუ, ეხლა სანამ ეს გაემზადება და ჩამოვა, ვიძახით ჩვენ, დღეში ასჯერ ბანაობს და სანამ გარეთ გამოვა კაი ხანი ემზადება ხოლმე.

ჩამოვიდა დაბლა, ჩვენ ვკვდებით სიცილით. მოგვცა არაყი და დაიწყო წუწუნი, ასე მალე რატომ მიდიხარო. გამოვედით ჩვენ ოთახში და დავიწყეთ დალევა.

სულ 4–5 ჭიქა შეგვხვდა, მეტი არა, ბოლომდე არც გვეყო, მაგრამ სხვა არსად აღარ გვეშოვებოდა დასალევი და გავჩერდით. მაიას ძას იქვე ეძინა. გამოვიტანეთ ფანქრები და პომადები და შუბლზე რაღაცეები დავაწერეთ. ბავშვს გაეღვიძა და შეშინებული გვიყურებდა, მაგრამ შთავაგონეთ, რომ ეს ბოროტი კოშმარი იყო და დილით აღარაფერი ეხსომებოდა.

დავაყენე მაღვიძარა 8 საათზე და დავემხე ლოგინზე.

მეორე დილით წამოვედი.

6 thoughts on “ვიზიტი კახეთში – მესამე და ბოლო დღე

    • თანაც ძალიან დიდი და უზარმაზარი ფუმფულა ბეწვით, მაგრამ ჯიში ვერ ამოვიცანი, პატრონი გარეთ არ უშვებსო და ჩუმად მომიყვანეს.🙂

  1. meც კახეთში მაქვს სოფელი, ალგოდეხშიხ ოდა რომ ცხელა არ მიყვარს იქ წასვლა, ამას წინათ მამაჩხემი მქრთამავდა 100 ლარს მოგცემ და წადი 1 კვირითო, მეთქი არა ამდლობთ

    • არა არ ცხელოდა საქმეც მაგაშია, იქ უფრო ცხელა ვიდრე აქო, მეუბნებოდნენ, მაგრამ ღამე საბანში მეძინა

  2. eeeh mec didi simovnebit gavatarebdi tqventan ertad mag sam dges da davimxobdi tavze yvelapers magram ras izav vzivar saxlshi suul…gavixsenebdi skolisdroindel gijobebs da bevrs vigijebdi qventan ertad… ise tu rustavshi xar gamomiare gamovyruvdi…😀

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s