ვიზიტი კახეთში – მეორე დღე

სახლში რომ შევედით დასაძინებლად, ვიგრძენი, რომ საკმაოდ გრილოდა კი არადა ციოდა კიდეც. ჩავწექი ლოგინში და ისეთი სისქის საბანი გადავიფარე, ახლაც მიკვირს. გემრიელად გავიზმორე და ის იყო თავი ტკბილ ძილს უნდა მიმეცა, რომ მოულოდნელად ერთ ადგილზე გავიჭედე – ვეღარ ვიძინებ.

გავიდა ერთი საათი, გავიდა ორი საათი, დავხედე ტელეფონს – 3 საათია. ბავშვებს ძინავთ, ხანდახან ძილში რაღაცეებს ბოდავენ კიდეც. მაიასაც აშკარად ძინავს, ერთი მე ვწევარ თვალებგახელილი.

ავდექი სიბნელეში, ვეძებ ტელეფონის ყურთსასმენებს, ამოვიღე ჩანთიდან გაჭირვებით, ჩავწექი ისევ ლოგინში.

გავიდა კიდევ ერთი საათი და ბუნდოვანი გაურკვეველი სიზმრით ვიგრძენი, რომ ცოტა ხანი მეძინა.

ახლა თავს ახალი უბედურება დამატყდა. ღია ფანჯარასთან უამრავი ქათამი მოჯგროვდა და გამყინავი ხმით დაიწყეს კაკანი, მაგრა კაკანს კიდევ რა უჭირს, რაღაც საოცარ ხმებს გამოსცემდნენ, რომელიც პირველად გავიგე, თითქოს ახრჩობდენ და აღარც იხრჩობოდნენ.

მერე შემოუერთდათ მამალი, რომელიც ალბათ საათნახევარი საზარელი ხმით ყიოდა. დავემშვიდობე დილის ძილს და ავდექი.

დილის 8 საათი:

გავედი ეზოში, სადაც ლეღვის ჩრდილის ქვეშ საწოლი და მაგიდა დგას, ფაქტიურად სამზარეულოს როლს ასრულებს, ჩამოვჯექი საწოლზე. რატომღაც მეგონა, რომ ამ დროს მთელ სოფელს ეღვიძა, მაგრამ ისეთი სიჩუმე და სიცარიელე იყო, თავი საილენთ ჰილში მეგონა.

მაიაც ადგა, გამოვიდა, ბავშვებს საჭმელი გაუკეთა, მერე მაიას ბიძაშვილი შემოვიდა, თემო, ცოტა ხანი ის ვაწვალე. ბოლოს როცა ვნახე, პატარა ბიჭი იყო, ნერვების მომშლელი, ახლა ჩავედი და კაცი დამხვდა უკვე, დიდი კუნთებით 🙂

12 საათი

შევედი სახლში ცოტა ხნით, გარეთ ძალიან დამცხა, მაიამ ბავშვები შემოიყვანა, თემოც შემოვიდა, საწოლზე ჩამომიჯდა, ბავშვებს ვეთამაშებოდით,  დაღოღავდნენ იატაკზე და იცინოდნენ. ცოტა დრო ასე გავიყვანეთ, მერე ნარდის თამაში გადავწყვიტეთ და გავედით გარეთ.

2 საათი

თემომ კამათლები იშოვნა, თან მემუქრებოდა, აი ნახავ ეხლა როგორ მოგიგებო, მაგრამ არ გაუმართლა, 3–1 მოვუგე, მერე დაუძახეს და ცოტა ხნით გავიდა. ამასობაში მოვიდა თიკო და საწუწაოდ წავიდეთო, შემომთავაზა. ჩავედით ქუჩის ბოლოში, ყინულივით ცივი წყლით ვიწუწავეთ, ბოლომდე დავსველდით და დავუწყეთ მზის აბაზანების მისაღებ ადგილს ძებნა. ამასობაში თემოც მოსულიყო და მომაძახა, რომ მოხვალ, გავაგრძელოთო, რაზეც მე და თიკო დავწყდით სიცილით და იმის მერე სულ მეკითხებოდა, მორჩით რაც დაიწყეთო?

4 საათი

ჯერ ერთ მიტოვებულ ეზოში შევედით, მაგრამ არ მოგვეწონა, მერე გადავწყვიტეთ თემოს სახლში შევსულიყავით, რომელსაც მეორე სართულზე ვერანდასავით აქვს რაღაც და იქ დავწოლილიყავით. მაიაც იქ იყო, ავედით მეორე სართულზე და გავწექით. გვინდოდა წყნარად მიგვეღო “ზაგარი”, მაგრამ ვინ დაგაცადა. შემოგვივარდა მაიას ძმა ჩემი ტელეფონით, მოვიდა თემოც, ეჩხუბება, წამოდი დააცადე გოგოებს, ეს არ მიყვება, არც იმას უნდა წასვლა, მაგრამ მაინც ეჩხუბება, ბოლოს როგორც იქნა ორივენი წავიდნენ.

ჩემს ტელეფონში ნანახი სურათი, არც ვიცოდი თუ გვიღებდა.

დაახლოებით ერთი საათი ვიწექით, მერე ჩრდილიც მოგვადგა და ჩამოვედით. შევედი სახლში, წყალი გადავივლე, ჩავიცვი და გამოვედი.

6 საათი

მე და მაია ჩავედით მაღაზიაში, გზაში თემო შეგვხვდა, მერე ყველანი ერთად მეორე ქუჩაზე ავედით, სადაც მაიას უფროსი ბავშვი თავის დაქალს ჰყავდა წამოყვანილი და უკან წამოვიყვანეთ. უკვე ბნელოდა, ნელა მოვსეირნობდით, მოვედით ისევ ჩვენს სახლთან.

10 საათი

არც ვიცი როგორ რა მოხდა, მოიტანეს ორი გიტარა, ერთი ფანდური და ერთი დოლი. იმას გეტყვით, რომ ალბათ იმ ღამეს მთელ ქუჩას კი არადა მთელ სოფელს არ ეძინა. მოაწყეს ფოლკლორის საღამო და ღამის 3 საათამდე მიდიოდა სიმღერები. მე ისე გავიყინე, რომ მაიამ თბილი წინდები და ჟაკეტი გამომიტანა.

3 საათზე შევედით სახლში, ამ ღამეს ალბათ 3–4 საათი მაინც მეძინა.

გაგრძელება იქნება

Advertisements

2 thoughts on “ვიზიტი კახეთში – მეორე დღე

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s