სიცხე, დეპრესია და…

ისევ დამეწყო… ნელ–ნელა, ნაბიჯ–ნაბიჯ, მაგრამ მაინც…

არ ვარ დეპრესიული, პირიქით, ყველაფერს პოზიტიურად ვუყურებ, მაგრამ ერთფეროვნება მკლავს… ასე მგონია ცხოვრების ამ წლებს უაზროდ ვკარგავ, არაფრის კეთებაში.

იგივე სიტუაციაში ვიყავი ორი–სამი წლის წინ, მაშინაც ეს ერთფეროვნება მკლავდა, მოსაწყენი ცხოვრება, დაგეგმილი, პროგნოზირებადი.

დაუხარჯავი ენერგია მახრჩობს. მთელი დღის განმავლობაში ვერაფერს ვაკეთებ ისეთს, რომ ეს ენერგია დავხარჯო და ჩავახშო. ამის გამო ხანდახან მთელი სხეული მტკივა.

როცა ამაზე ხმას ვიღებ, მეუბნებიან “აბა რა გინდა, ასე ვართ ყველა, რაც არის იმას უნდა შეეგუო”. მარტო იმით უნდა დავკმაყოფილდე, რასაც კომპიუტერის ეკრანიდან ვხედავ?

ამ ყველაფრის ფონზე მწვავე ნერვოზი დამეწყო. ტელევიზორის აწეულ ხმაზე ჭკუიდან გადავდივარ, თუ ვინმე ხმაურიანად ჭამს, შეიძლება მკვლელობაც ჩავიდინო. სიცხეც თავისას შვება.

ასე რომ იქითა კვირაში  ჩავალაგებ ჩემს ბარგს,  გამოვემშვიდობები ჩემს კატას, მოვნახავ რამდენიმე კარგ წიგნს და წავალ რამდენიმე დღით ქალაქგარეთ. ცოტა ხანი ამ გარემოს თუ არ მოვშორდი, შეიძლება მწვავე დეპრესიაც დამეწყოს.

4 thoughts on “სიცხე, დეპრესია და…

  1. აღარ თხოვდები? ერთფეროვნებისგან განსაკურნავად ამაზე უკეთეს ალტერნატივას ვერსად ნახავ :დ

  2. me aq shemtxvevit shemovedi da martali gitxra dzalian momewona sheni postebi nu me imas ar vidzaxi ro yvela , magram umetesoba martla momewona yochag shen .

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s