10. შვედმა პაციენტმა დანტისტის ბურღი გადაყლაპა
პროცედურის დროს პაციენტმა შემთხვევით გადაყლაპა ბურღი. ის მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანეს. ექიმებმა თქვეს, რომ ის ბუნებრივი გზით უნდა გამოსულიყო.
9. 29 წლის მამაკაცი ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა ბაბუა გახდა
მისმა 14 წლის შვილმა რეკორდი დაამყარებინა და ყველაზე ახალგაზრდა ბაბუა გახდა დიდ ბრიტანეთში.
8. მკვდარ მამას იაპონელი 5 წელი კარადაში ინახავდა
იმისთვის, რომ მამის პენსია არ დაეკარგა, მას კარადაში ხუთი წელი ინახავდა, მიუხედავად იმისა, რომ სუნი ძალიან შემაწუხებელი იყო.
7. კოლუმბიის ციხეში მტრედს კოკაინი და მარიხუანა გადაჰქონდა
ადრე მტრედებს წერილები მიჰქონდათ, ახლა კი კოლუმბიის ციხეში ნარკოტიკების გადამტანად გამოიყენეს. მას ფეხზე უმაგრებდნენ პატარა პარკს, მაგრამ ბოლოს ზედმეტი მოუვიდათ და მტრედმა ფრენა ვერ შეძლო მძიმე ტვირთით, სწორედ ამიტომ შეამჩნიეს.
6. ფილიპინელმა ვიცე–მერმა სიკვდილის წინ გადაღებულ ფოტოზე თავისი მკვლელი დააფიქსირა.
რეინალდომ სურათი ახალ წლის ღამეს გადაუღო თავის ოჯახს. უცნაური იმის გარდა, რომ ეს მის მიერ გადაღებული უკანასკნელი ფოტო იყო, კიდევ ის აღმოჩნდა, რომ მან დააფიქსირა კაცი, რომელმაც ესროლა. პოლიციამ ამ ფოტოს მეშვეობით მოახერხა მისი დაჭერა.
5. მელიამ მასზე მონადირე დაჭრა
როგორც წესი, მონადირეები ჭრიან ხოლმე მელიებს, მაგრამ ბელარუსში პირიქით მოხდა. მელია გაქცევის დროს დაახტა მაგიდას, სადაც დატენილი სანადირო თოფი იდო და მონადირეს ტყვია მოხვდა. მელიის მიერ დაჭრილი კაცი საავადმყოფოში თავისმა მეგობარმა გადაიყვანა.
4. ბრაზილიელი კაცი თავის ცოლს 16 წელი მალავდა სარდაფში
მას ცოლი 16 წელი დამწყვდეული ჰყავდა სარდაფში, თვითონ კი სხვა ქალთან ერთად ცხოვრობდა იმავე სახლში.
64 წლის ქალს ტანსაცმელი არ ეცვა, მხოლოდ გადასაფარებელი ჰქონდა შემოხვეული.
3. ქალი გარდაიცვალა გული შეტევით, როცა საკუთარ დაკრძალვაზე გამოეღვიძა.
ქალს შეცდომით დაუდგინეს სიკვდილი, დაუნიშნეს პანაშვიდი და უკვე კრემაციისთვის ამზადებდნენ, როცა გამოეღვიძა და დაინახა, რაც ხდებოდა, დაიწყო კივილი და შიშით გული გაუსკდა.
2. 26 წლის გოგომ უკვე 90–ჯერ ჩააგდო მართვის მოწმობის თეორიული ტესტი
ამით მან მოხსნა რეკორდი, 2010 წელს იყო მისი 90–ე მცდელობა, რომელიც უშედეგოდ დამთავრდა. ამდენ ცდაში გოგონამ დაახლოებით 3000 ევრო დახარჯა.
1. პოპკორნის ხმაურიანი ჭამისთვის კინოეთეატრში კაცი მოკლეს.
რიგაში, “შავი გედის” სეანსის დროს 27 წლის მამაკაცმა მოკლა 42 წლის კაცი იმიტომ, რომ ის პოპკორნს ხმაურიანად ჭამდა და ხელს უშლიდა ფილმის ყურებაში.
უიმეე რა ფული უნდა გინდოდეს ასე ძალიან, რომ ხუთი წელი მკვდართან ერთად იყო, ფუუუუუუ.
უიმეეე!!!!.
მე-2 მგონი მეც დამემართება :(((
10. ბურღი ჩართული იყო?
არა მგონია, თორემ ექიმები ასე მშვიდად არ იტყოდნენ, ბუნებრივი გზით უნდა გამოვიდესო 🙂
aaau bolo magariaaa :D:D:D:D:D mxolod da mxolod popkornis chamistvis………………………ra dgeshi aqvs xalxs nervebi P.S damevasa eg tipi 😀