რა ვიყიდე 20 დოლარად

მე როგორც ყოველთვის ვაგრძელებ ამაზონზე ინტერნეტ მაღაზიების ქექვას და დიდი წვალების და სერჩვის შედეგად მივაგენი ძალიან იაფ სუნამოების მაღაზიას.

სუნამოების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, ძალიან მიყვარს და იშვიათად სახლიდან მის გარეშე გავიდე. ამ ბოლოს დროს მთელი მარაგი ამომეწურა, ივ სენ ლორანის ნუ–ს მერე თითქმის არაფერი მიყიდია, თანაც ახლა ბევრ თანხასაც ვერ დავხარჯავდი, ამიტომ ძალიან კარგი საშუალება მოვნახე. თანაც მთლიანობაში 20 დოლარი დამეხარჯა თავისი შიპინგიანად.

პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის, რომ გადამზიდი კომპანიების დიდი ნაწილი არ ახდენს სუნამოების ტრანსპორტირებას, ამიტომ ამ შემთხვევაში იუესათუჯეორჯიაზე უარის თქმა მომიხდა და ლინონს მივმართე.

აი ჩემს მიერ შეკვეთილი სუნამოების ჩამონათვალიც:

Tribu by Benetton for Women

ბენეტონის 100 მილიგრამიანი ტრიბუ, რომელიც შეიცავს შავი მოცხარის, იის და ვარდის ზედა ნოტებს, ილანგ–ილანგის და სანდალის ხის ქვედა ნოტებს. რეკომენდირებულია ყოველდღიური მოხმარებისთვის.

ფასი 54 $

ჩემს მიერ გადახდილი ფასი – 1.29 $ (არ გეჩვენებათ, ნამდვილად ასეა)

Delicious Feelings By Gale Hayman For Women

50 მილიგრამი, ქალური სურნელი, ყვავილების არომატი და ციტრუსის სუნით. გეილ ჰეიმენის სახლი ცნობილია თავისი უნიკალური სურნელით, რომელიც ყველასგან განსხვავდება.

რეკომენდირებულია ყოველდღიური მოხმარებისთვის.

მომხმარებლები წერენ, რომ it lasts forever… არადა ტუალეტის წყალია.

ფასი 57 $

ჩემს მიერ გადახდილი ფასი 3.79$

Angel La Rose Perfume by Thierry Mugler

25 მილიგრამი სუნამოს წყალი, რომანტიული და სექსუალური სურნელით, თაფლის, შოკოლადის, ვანილის, ბერგამოტის, წითელი მოცვის არომატით.

რეკომენდირებულია საღამოს მოხმარებისთვის.

ფასი 67 $

ჩემს მიერ გადახდილი თანხა 2, 49 $

JESSICA MC CLINTOCK BRILLIANCE by Jessica McClintock Gift Set for WOMEN

ჯესიკას სასაჩუქრე შეფუთვა, 30 მილიგრამიანი სუნამოს წყალი და 100 მილიგრამიანი ტანის კრემი. ბერგამოტი, ია, მუშკი და ჟასმინი. ქალური და დახვეწილი სურნელი.

რეკომენდირებულია საღამოს მოხმარებისთვის.

ფასი 60$.

ჩემს მიერ გადახდილი თანხა 2.29$.

ესეც ბადრისთვის

Agua de Loewe El by Loewe for Him

150 მილიგრამი, ცნობილი სახლისგან ახალი სუნამო მამაკაცისთვის, ტუალეტის წყალი. გაზაფხული–ზაფხულის მოხმარებისთვის, სასიამოვნო და  გრილი სურნელი.

ფასი 80$

ჩემს მიერ გადახდილი თანხა 2.79$

INCOGNITO by Dana

10 მილიგრამი სუნამოს წყალი, ეგზოტიკური ხილის და ვანილის სურნელი, ყოველდღიური გამოყენებისთვის.

ფასი 15$

ჩემს მიერ გადახდილი თანხა 0,49$

და ყველაფერთან ერთად გესის, დოლჩე და გაბანას, პუმას ისეთი სუნამოები გამეყიდა თვალსადახელშუა ისეთ მიზერულ ფასებში, ლამის ცუდად გავხდი.

ძალიან სწრაფად იყიდება, უნდა მიუსწროთ სუნამოს, თორემ ძვირადღირებულ ბრენდებს ასეთ სასაცილო ფასებში დიდი ხანი არ აჩერებენ.

და რაც მთავარია შიპინგი, თუ მარტო ამ მაღაზიის სუნამოებს დაამატებთ ჩანთაში, მარტო 5.99 ცენტი ემატება ყველაზე ერთად, თუნდაც ათი სუნამო დაამატოთ, შიპინგი 5.99 იქნება.

აქედან გამომდინარე ზევით ჩამოთვლილ ნივთებში მხოლოდ და მხოლოდ 20 დოლარი და რაღაც ცენტები გადავიხადეთ, თანაც ბენეტონი და დანა ორ–ორია, მე და ლიკა ერთად ვარჩევდით🙂 კარგად დააკვირდით რომ ამ მაღაზიიდან იყოს ყველა, თორემ აირევით შიპინგშიც და ტრანსპორტირებაშიც ცალკე მივა.

საწყისი ფასები არ გამიბერია, არამარტო ცნობილ ონლაინ მაღაზიებში, ამოზენზევე სხვა მაღაზიებს ამ ფასებში აქვთ.

უნდა იცოდეთ :

  • 0.17 oz არის 5 მილიგრამი
  • 0.33 oz  არის 10 მილიგრამი
  • 1 ოზ არის 30 მილიგრამი
  • 1.7 ოზ არის 50 მილიგრამი
  • 2.3 ოზ არის 70 მილიგრამი
  • 3.4 ოზ არის 100 მილიგრამი
  • 5.1 ოზ არის 150 მილიგრამი

კითხვებით მომმართეთ, აუცილებლად გიპასუხებთ.

SkinCareRx

8 thoughts on “რა ვიყიდე 20 დოლარად

  1. ერთი სული მაქვს როდის ჩამოვა. მიკვირს საიდან რას აგნებ ხოლმე🙂 აი რატომაა კარგი ამაზონი, მაგრამ რად გინდა, დასწრებაზეა ყველაფერი. თვალსა და ხელშუა უფასო შიპინგი რამდენზე ავიდა ვერ დაინახე?

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s