გაცნობა ტელეფონით

დაახლოებით 6–7 წლის წინ, როცა არ გვქონდა კომპიუტერი და ინტერნეტი, ეგ კი არა როცა ხშირად შუქებიც არ იყო, გართობის სხვადასხვა უწყინარ ხერხებს მივმართავდით ხოლმე, მათ შორის კი ყველაზე პოპულარული ტელეფონით გაცნობა იყო.

აი მაგალითად, მე და ჩემი ორი მეგობარი როცა ვიკრიბებოდით, ძირითადად დიანას სახლში,  როგორც წესი მესამედან ჩემთან მეექვსეზე ამოსვლა გვეზარებოდა, როცა საჭორაო თემები გვითავდებოდა, ზუსტად მაშინ ერთხელ მაინც რეკავდა ტელეფონი.

თან ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ხალხი, ვისაც ტელეფონზე გაცნობა უნდოდა,  არასდროს გადადიოდნენ ზღვარს, ანუ არ იყო უხამსი ხუმრობები და ინტიმური შემოთავაზებები, ყველაფერი უწყინარი გაცნობით და საუბრით შემოიფარგლებოდა.

აქედან გამომდინარე ვაღიარებ, იმ წლებში საკმაოდ ბევრი ხალხი მყავს ტელეფონით გაცნობილი, მაშინ ბევრ წყვილზე გამიგია ერთმანეთი ტელეფონით გაიცნესო და ეს არც არავის გვიკვირდა.

ერთხელ სკოლიდან რომ მოვედი, ჩანთაში ვნახე ტელეფონის ნომერი, რომელსაც ეწერა “დიჯეი”, რომელიღაც ჩემმა კლასელმა ჩამიგდო ჩანთაში. მეც როცა საქმე არაფერი მქონდა ავდექი და დავრეკე. ასე გავიცანი ჩემი ძალიან კარგი მეგობარი ბიჭი, რომელთანაც წლების განმავლობაში ვმეგობრობდი. ტელეფონში დღემდე “დიჯეი”თი მიწერია.

ეს ყველაფერი ძალიან ბანალურად და გაცვეთილი ფრაზებით იწყებოდა. იღებდი ტელეფონს. “გამარჯობა, შენი გაცნობა შეიძლება?” გეკითხებოდა  ბიჭი. ხმა და დრო თუ გაწყობდა, შენც ჰყვებოდი ლაპარაკში, ლაპარაკობდი ყველაფერზე, მუსიკაზე, სკოლაზე, როგორც უკვე ავღნიშნე ყველაფერი ეთიკის ჩარჩოებში.

ახლა ეს ყველაფერი ინტერნეტმა ჩაანაცვლა, აღარსად გამიგია ტელეფონით გაიცნოო, არადა უინტერნეტობის და უშუქობის პერიოდში ძალიან კარგი და საინტერესო გასართობი იყო.

Advertisements

3 thoughts on “გაცნობა ტელეფონით

  1. ნამდვილად 🙂 მეც ბევრი კიარა ძალიან ბევრი გამიცნია, მაგრამ ახლა თითქმის აღარავინ აღარ მყავს შემორჩენილი.

  2. კი ძალიან კარგი გასართობი იყო, მაგრამ როგორ გვაწვალებდნენ ხოლმე რომ რეკავდნენ და ხმას არ იღებდნენ 😀 კარგად მახსოვს დიჯეისთან როგორ დაიწყე საუბარი 🙂
    მენატრება ის დრო

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s