ჩემი ახალი ვარცხნილობა

არ ვიცი რისი ბრალია, ალბათ სიცხის და მოწყენილობის, მცირე დოზით ფარული დეპრესიის, მოულოდნელად ავდექი და თმები შევიჭერი. არა, სიგრძე არ დამიმოკლებია და ამქვეყნად ვერანაირი დეპრესია ვერ შემაჭრევინებს, იმიტომ რომ სოფო გრძელ თმებთან იგივდება🙂 მაგრამ სამაგიეროდ შევიჭერი ე.წ. უსწორმასწორო “ჩოლკა”. თმები მეზრდება კატასტროფულად სწრაფად, რამდენიმე დღეში უკვე “ჩოლკის” სახე აღარ ექნება, ასე რომ სანამ დროა ასე ვატარებ.

ესეც ასე:

მერე ბადრი მოვიდა სამსახურიდან ძალიან დაღლილი, ცოტა გავისეირნეთ, ვჭამეთ, ბადრის მეგობრები ვნახეთ. ჩანთაში ფოტოაპარატიც აღმოვაჩინე და რამდენიმე სურათი გადავიღე.

მომწონს ჩემი საათი, მაგრამ ცოტა დიდი მაქვს და ჩამოდის მაჯამდე.

ეზოში ლიზი დავიჭირე, ბადრის მეგობრის ცოლი, რომელსაც როგორც ყოველთვის კარგი სამკაულები აქვს ხოლმე, ხელნაკეთი.

კვამლის გამოშვების პროცესში🙂

პატარა ალექსანდრე, რომელზეც ბადრი უბრალოდ აფანატებს.

კიდევ… განადგურებული ვარ სიცხით და სახლიდან ცხვირს არ ვყოფ სანამ მზე არ ჩავა, თან არც შეიძლება ჩემთვის, ჰოდა ვაცხადებ სრულ უსაქმურობის დღეებს, შემომიერთდით🙂

booorin

10 thoughts on “ჩემი ახალი ვარცხნილობა

  1. ჩემი აზრით ჩოლკა გიხდება ძალიან და აქამდე რომ არ იჭრიდი მიკვირდა🙂 კადგია, კადგი. ეჰ მოწყენილობაზე ნურაფერს იტყვი, ვკვდები…

  2. მგონი უსწარმაასწორო “ჩოლკაა”, მაგრამ კარგად გაქვს.
    “კვამლის გამოშვების პროცესში” – მისი მაისურის სახელობის ფილმი არსებობს და არ მომეწონა. დებილივით თამაშობს ჯერიც და ჯენიც.

    ისე კი, შენი პოსტები მომწონს.

    • ჰო არც მე მომეწონა, არადა მაგათი რომანი მაგ ფილმიდან შედგა მგონი🙂
      სხვათაშორის მე შენი ხშირი სტუმარი ვარ ხოლმე🙂

      • ვაიმე!!! რა ოპერატიული ხარ!!!
        შენი პოსტები ერთი ორად სჯობს ჩემებს. ახლაც მეორე ტაბში ქორწილის ამბებს ვკითხულობ.
        უი მართლა??? ახლა ერთად არიან???

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s