8 წლის შემდეგ…

ამონაწერები ჩემი დღიურიდან, გადმომაქვს უცვლელად, არ ვცვლი არც ერთ სიტყვას.

7 ივლისი, ორშაბათი, 2003 წელი

დღეს დიანას დაბადების დღეა, 15 წლის გახდა, ახლახანს დავბრუნდით ლაღიძიდან, ერთი საათი ვიჯექით, ვლაპარაკობდით, კარგი სიტუაციაა სხვათაშორის. მალე წამოვედით, საშინელი ქარი იყო და ცხელოდა, სახლში დაბრუნდით და დიანასთან ავედით.

შემდეგი.

7 ივლისი, ოთხშაბათი, 2004 წელი.

დღეს ჩემი საუკეთესო დაქალის, დიანას დაბადების დღეა, საკმაოდ საინტერესო დღე იყო. საღამოს პარკში გავედით, მივსეირნობდით. მერე მოვედით სახლში, უკვე გვიანი იყო. ავედით სახლში და ერთი ბოთლი ლიქიორი დავლიეთ. მერე დიანას ძმა გიორგი და მისი მეგობარი ზურა ამოვიდნენ. ღამე იყო. დავუწყეთ ბიჭებს ხვეწნა დაბლა გაგვასეირნეთ–თქო. დიდი ხვეწნის შემდეგ გაგვასეირნეს. ბნელი ღამე იყო, ცარიელი ქუჩები.  ზურამ მითხრა შენთან სალაპარაკო მაქვსო, კიდევ ვერ დამივიწყა? პრინციპში ხელიშემშლელი ბექას სახით აღარ ჰყავს. მერე ისევ სახლში დაბრუნდით და დალევა გავაგრძელეთ. ძალიან კარგი დღე იყო.

კიდევ უნდა ყოფილიყო წესით, მაგრამ მეტი ვერაფერი ვნახე.

ჰოდა… ის გამომრჩა მე და მაია რომ დავრჩით ღამე და მთელი ღამე საცოდავი ხინკლები ვაკეთეთ, თან გამოგვდიოდა, თან არა.

8 წელი გავიდა ამ მოვლენებიდან, ხანდახან არც კი მჯერა, მაგრამ სულ ვამბობ, რომ რა დროც გვაქვს მაშინ გატარებული, ალბათ მთელი ცხოვრება მეყოფა.

მართლა ძალიან მენატრები და სულ ვნატრობ, რომ ჩამოვიდა მესამე სართულზე და ერთად გავიდეთ გარეთ, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, როცა ხშირად ვარ სახლში და თავს მარტოდ ვგრძნობ.

ჰოდა, ერთი სიტყვით

გილოცავ

ესეც ჩვენი სურათები:

 

Advertisements

4 thoughts on “8 წლის შემდეგ…

  1. ლამის ავტირდი, ისე მაგრად მაკლია ის დრო…სულ ერთად ვიყავით კარგადაც ვხალისობდით მთელი გულით და სულით ყველაფრის მიუხედავად.
    დიდ მადლობა მოლოცვისთვის და ასეთი კარგი მოგონებებისთვის ძალიან მაქლიხართ

  2. უი ხო ხინკალზე დამავიწყდა მეთქვა ერთი სიურპრიზით რომ გავაკეთეთ და მაინცდამაინც მე შემხვდა 😀 მერე მოულოდნელად დათკა და გიგაური რომ ამოგვადგნენ გახსოვს 😀

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s