მე მინდა, შენ?

საქართველოში გათხოვების მერე უმეტესობას მთელ ოჯახთან ერთად უწევს ცხოვრება. საინტერესოა ის, რომ სხვა ქვეყნებში, როცა იგებენ რომ ბიჭი დედასთან ცხოვრობს, არათუ გათხოვებაზე, პირველ პაემანზეც არ თანხმდებიან.

ყველა სხვადასხვანაირად უდგება ამ საკითხს ცხადია, დღეს ჩვენთან ყოფილი მეზობელი იყო მოსული, რომელმაც საინტერესო ამბები მოყვა თავის ოჯახზე. თავისი შვილი (გოგო) გათხოვილია და ცალკე ცხოვრობს ქმართან ერთად, ბიჭს კი ცოლ–შვილი ჰყავს და ერთად ცხოვრობენ.

არანაირი უთანხმოება ან ჩხუბი, უბრალოდ გადაწყვიტეს, რომ ბიჭი თავის ცოლ–შვილთან ერთად ცალკე გადავიდეს საცხოვრებლად, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კარგადაა, მაინც შინაგანი დაძაბულობა იგრძნობაო, გვითხრა ამ ქალმა და დაამატა, რა თქმა უნდა ჯობია ისევ მარტოებმა იცხოვრონ, ყველასთვის უკეთესი იქნებაო.

ამ დროს მისი შვილი (გოგო), რომელიც რამდენიმე წელი მულთან, მის ოთხ შვილთან და ქმრის ოჯახთან ცხოვრობდა, მულის სხვა სახლში გადასვლის მერე დარჩა მარტო, რადგან დედამთილიც თავის შვილს გაყვა. მაგრამ ამან სულაც არ გაახარა, პირიქით, თურმე დღემდე წუწუნებს, მინდა დედამთილი აქ ცხოვრობდეს, მოვიწყინე მარტოო.

ჰოდა თურმე მართლა ყველა სხვადასხვანაირად უდგება ამ საკითხს. რაც შემეხება მე, რაც თავი მახსოვს, სულ იმას ვამბობ მარტო უნდა ვიცხოვრო მეთქი და არც ახლა შემცვლია აზრი.

აი თუნდაც რატომ:

  • ადვილად ვერ ვეგუები უცხო ხალხს, მით უმეტეს თუ მათთან მომიწია ცხოვრება. ეგ კი არა ოჯახის წევრებთან მაქვს ხოლმე ხშირი კონფლიქტები.
  • ჩემი ნერვოზიდან გამომდინარე მესაჭიროება სიმშვიდე და სიჩუმე, როცა სახლში სამზე მეტი ადამიანია სისტემატიურად, დისკომფორტი მექმნება.
  • ვარ ცოტათი არასოციალური, აქედან გამომდინარე მაშინვე ვერ ვამყარებ ახლო კონტაქტს ადამიანთან

ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იცის ჩემმა მომავალმა ქმარმა, იმიტომ რომ 5 წელია ამას ვიმეორებ და ისიც მეთანხმება, მაგრამ ის უფრო სხვანაირია ხასიათით, არის ძალიან კომუნიკაბელური, უყვარს ბევრ ხალხში ყოფნა, ყოველთვის ახერხებს ყურადღების ცენტრში მოექცეს.

მიუხედავად ამისა, სანამ მარტო არ დარჩა, იქამდე არც კი გამიფიქრია იქ გადასვლა, მიუხედავად იმისა, რომ მარტო და ჰყავდა სახლში, ისიც ძალიან საყვარელი და ხშირად მეხვეწებოდა, გადმოდი, ერთად კარგ დროს გავატარებთო.

ჩემი მეგობარი ხშირად იმეორებდა, რომ აუცილებლად იცხოვრებდა ქმრის მშობლებთან, რატომაც არა, თანაც ამ გოგოს ძალიან კარგი ხასიათები აქვს, მაგრამ დღეს უკვე ნანობს, რომ ასე მოიქცა.

ზოგს მოსწონს დიდ ოჯახში ცხოვრება, სადაც ყველანი დილით ერთ დიდ მაგიდასთან იკრიბებიან და ოჯახური სადილები აქვთ, ზოგს არა, მე პირადად მეორე კატეგორიის ხალხს მივეკუთვნები.

თქვენ ? ? ?

Advertisements

8 thoughts on “მე მინდა, შენ?

  1. არასოდეს ვამბობდი, რომ არ/ვერ ვიცხოვრებ მეუღლის ოჯახში, ჩემი დაქალებისგან განსხვავებით.

    მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ახლა ვცხოვრობთ ცალკე, ჩვენთვის და ეს ყველაზე ჭკვიანური და კარგი ნაბიჯია, რაც კი ერთად გადაგვიდგამს.

  2. ვერც კი წარმომიდგენია, როგორ უნდა ვიცხოვრო სხვა ოჯახში. მგონია, რომ ჩემს გემოზე ვერაფერს გავაკეთებ. ბოლოს და ბოლოს, შეიძლება ხალათით ან ღამის პერანგით გავლა მომერიდოს… შეიძლება, მოგიწიოს და მოგიხდეს, მაგრამ, ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ცალკე გადახვიდეთ.
    შენ ანუ საბოლოოდ ”გაგიმართლა”, ჰო? ))

  3. ise erts getyvit, meuglis mshoblebi da natesavebi SXVEBI ar arian :D:D:D tu tqveni meugle giyvart misi sayvareli adamianebi tqventvisac sayvareli unda gaxdes:D:D:D rac ar unda dzalian ar gindodet es asea♥♥♥♥

  4. მე არ მაქვს პრობლემა ძლიან უკომფლიქტო ვარ თანაც არც ურთიერთობები მიჭირს მაგრამ მაინც ცალკე მირჩევნია 🙂

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s