მიმართვა myvideo.ge-ს ადმინისტრაციას vol2

ცოტა ხნის წინ დაიწერა პოსტი ამ პორტალის შესახებ, ლაივის ჩართვამდე რეკლამა ძალიან დიდი ხმით რომ ირთვება და გულს გვიხეთქავს.

ძალიან იშვიათად შევდივარ ამ საიტზე, ძირითადად არქივის საყურებლად, მაგრამ გუშინ საქმე არაფერი მქონდა და ვიდეოებს გადავხედე.

როცა მინდა რამე ვიდეოს ყურება, ერთი სკრინით ვერ ვხვდები რაზეა, აქედან გამომდინარე სათაურში გამოხატული უნდა იყოს შინაარსი, როგორც ეს ყველა დიდ ვიდეო პორტალზეა.

მაგალითად შევდივარ კატეგორია სასაცილოში, სადაც მხვდება სათაური “ჰა ჰა ჰა, ყველამ უყურეთ, არ გამაზოთ, აი ძალიან მაგარია”. რაზეა შინაარსი? იქნებ მე არ მაინტერესებს და ჩემთვის არაა ძალიან მაგარი? ან კიდევ კლასიკურად ქცეული “ეს მთავარზე უნდა იდოს” “ეს მთავარზე დააგდეთ”. ეს არაა სათაური, ეს არის მოწოდება.

აქედან გამომდინარე მეკარგება ყურების სურვილი, ასეთ სათაურებზე ზოგგან ლექსებს ვაწყდები, ზოგგან რაღაც უაზრო რეკლამას, რომელზეც არ მეცინება, არადა სათაურები გვარწმუნებენ “ნახეთ რა სასაცილოა” “ნახეთ რა ქნა” “ძაან მაგარი, არ ინანებთ”

ვიდეოს ატვირთვის დროს უნდა იყოს გაფრთხილება მსგავს სათაურზე, ან მოდერატორები უნდა ასწორებდნენ, არ ვიცი, ფაქტია, რომ ასეთ სათაურებს მიაქვს ეს საიტი. შეხვდებით ისეთ ვიდეოსაც, სადაც მარტო სმაილი აქვს დასმული. რა გავიგო რაზეა?

 

Advertisements

23 thoughts on “მიმართვა myvideo.ge-ს ადმინისტრაციას vol2

  1. მართალია იშვიათად შევდივარ მაგ საიტზე, მაგრამ მეც ხშირად შემინიშნავს ჰო, მსგავსი უაზრო სათაურები და რეკლამები. კარგია თუ გარკვეულად დააწერენ რა ვიდეოა.

  2. “ძაან დერსკობა” “ნახე რა კაცია”
    ხომ შეიძება დაიწეროს ?
    კაცი რომელიც ცხვირს ფეხით იწმინდავს და არა “ნახე რა კაციაააააა?”
    ვიღაცა დორბლიანი იტყვის და მერე ყველა ერთს იმეორებს.”ნახე რა გიჟია” “რა სესლია”

  3. საშინელი საიტია მე თუ მკითხავთ 🙂 ერთადერთი ღირსება ტელევიზიის არქივია, რომელიც ძალიან ხშირად დამჭირვებია ხოლმე. არამარტო სათაურებია სრული მარაზმი, არამედ 90% ვიდეოებისაც.. მე როგორც ვიცი ქართული Youtube-ის შექმნის მცდელობა იყო პორტალი, მაგრამ ვერ ამართლებს.

  4. am saitze arqivis gamo shevdivar isic atashi ertxel radgan televizoridan gadmocemul inpormacias raModenime blogi wers da sakmaod kargad asataurebs da es sataurebi romlebicaa sasaciloa naxet ,gamisworda yvelam naxet da ase shemdeg es aris goimoba >da ismeva kitxva ra gagisworda ?dawere konkretulad katebis chxubi ,da es video cnobistvis sul ar iyo magari ❤

  5. ბოლო დროს მაგრად აურია მაივიდეომ, რამდენიმე კვირის წინ ყველაზე პოპულარულ ვიდეოებში პორნო იყო გამორეული, არადა ყველა ვიდეოს ამოწმებენ გაშვებამდე 😐

  6. მაივიდეოზე არასდროს არ შევდივარ თუ ვინმემ არ დამილინკა ვიდეო და არ მითხრა “აუ ჩემ თავს გაფიცებ ნახე რაა” ხოდა ისე ეგ მეც შემიმჩნევია და +1

  7. ფონიჭალელი სოფიკო<<< am saxxelwodebit devs video da dzaan gtxovt washalet vigAc adamians ayenebs sheuracyofas da my video xels uwyobs amis ganxorcielebashiiii/?dzaan gtxovt washalot,,porno saitze devs…cheveulebrivi suratebia patiosnad gadagebuli arasworia

  8. gtxovt washalet amdeni adamiani shemodis da adamias saxeli utydebaaa me vicnob mag adamians da rato dades egec vici…gatxovili gogoa da utexavs vigac gogo saxel imis gamo rom adrre ragac utanxmoeba mouvidat da shuri idzaia amit…ramdenma adamianma unda naxos ver gavige raaa…administraca ver xvdeba rom gachalichebuliaaa?washalet washaleeeeeeeet:@

    • რატომ არავინ შლის ვიდეოს რამდენჯერ მოგმართოთ?უკვე საკმარისად ნახა მტელმა ქვეყანამ ვიჩივლებ იცოდეთ

  9. washalet video ფონიჭალელი სოფიკო mitexavs saxels vigac idioti gogo romelsac piradi shurisdzieba amozravebs washalet dzaan gtxovt meugle myavs shvili da ase xdeba xo ar sheidzleba washalet

  10. სოფიკო, მე და მაივდეოს ადმინისტრაცია ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან, შენი საჩირვით შეგიძლია მათ საიტს მიმართო, მე უბრალოდ პოსტი მაქვს დაწერილი და ამ საიტთან არანაირი კავშირი არ მაქვს 🙂

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s