კიდევ ერთხელ ქორწილის შესახებ

ვინაიდან და რადგანაც ჯერ კიდევ 9 ივნისს უნდა მოგვარებულიყო ეს ამბები და გადაიდო ბადრის სიძის აქ არ ყოფნის გამო, მერე კი მარხვები დაიწყო და მარხვაში ჯვარს არ წერენ, ჩვენმა ქორწილმა ივლისის შუა რიცხვებისკენ გადაიწია.

რაც შეეხება მოკლე გეგმას, ჯერ ბოლომდე არც ვარ ჩამოყალიბებული რა მინდა და როგორ მინდა, დრო ბევრი აღარაა, მაგრამ მაინც არ ვჩქარობ,.

ჩემი დამოკიდებულება ქართული ქორწილების მიმართ, დაწერილი მაქვს პოსტში. არ მიყვარს დიდი ქორწილები, თავისი ქართული მარაზმებით, რომელსაც სავარაუდოდ ვერ ავცდებოდი, ასე რომ გადავწყვიტეთ ყველაფერი ისე გაგვეკეთებინა, როგორც ჩვენ გვინდა.

არაფერი გრანდიოზული და პომპეზური, დავიწერთ ჯვარს ჩემს საყვარელ ეკლესიაში, მოვაწერთ ხელს და სადმე ავღნიშნავთ ძალიან ვიწრო წრეში.

კაბას რაც შეეხება, არასდროს მდომებია ფაშფაშა და მრავალსართულიანი, ბრჭყვიალა საქორწილო კაბები, პირიქით, მოკლე კაბა მინდა, რაღაც ასეთი:

მარჩესას გრძელი კაბებიც აქვს საქორწილო, ძალიან ლამაზები:

რაც მთავარია ბეჭდები უკვე გვაქვს და ხელიდან არ ვიშორებ, ამაყად დავდივარ, მიხარია🙂

4 thoughts on “კიდევ ერთხელ ქორწილის შესახებ

  1. ჰოდა ერთი ვინმემ ჩემს გულში ჩაიხედოს რა ძალიან ველოდები შენს ქორწილს და ძეგლს დამიდგამდნენ. მე მიხარია ქალს ვაბედნიერებ მეთქი და შენ ბრაზდები და დამიფასე რა ჩემი და! B)

  2. რა მშრალად წერ ყველაფერზე : ((

    მოკლე კაბები კი ძალიან, ძალიან მომეწონა ^_^

  3. ქორწილთან, გათხოვებასთან, მის აქსესუარებთან, მეორე ნახევართან ურთიერთობასთან და ასეთ რაღაცეებთან მე ძალიან შორს ვარ. ვგმობ ამ ყველაფერს.

    მაგრამ ის მიხარია, რომ შენ გიხარია მასთან ყოფნა. სიხარულს გისურვებ.
    კაბას რაც შეეხება – ყველა მომეწონა.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s