როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ–მაღაზიებიდან

მიუხედავად იმისა, რომ ახლა დავბრუნდი დაბადების დღიდან და ცოტა გრადუსშიც ვარ, ერთ ადამიანს შევპირდი, რომ ტუტორიალს გავაკეთებდი ინტერნეტ შოპინგზე. ხშირად მეკითხებიან როგორ ვიწერ და აქ ავხსნი კარგად და დალაგებულად რა და როგორ.

პირველ რიგში რაც შეეხება ელექტრონულ ბარათს. მე პირადად საქართველოს ბანკის ვიზა ელექტრონით ვსარგებლობ, რომელიც 10 ლარად მზადდება.  სხვა ბანკებს თუ არ ვცდები ვიზა კლასიკი სჭირდებათ, ზუსტად არ ვიცი.

მეორე ნაბიჯი გადამზიდი კომპანიის არჩევაა, თუ არ გინდათ, რომ ბევრი იხადოთ შიპინგში. მე პირადად  usa2georgia–თი ვსარგებლობ და კმაყოფილი ვარ.

ვრეგისტრირდებით usa2georgia.com–ზე და გვეძლევა უნიკალური მისამართი ამერიკაში, რომელიც იმეილზეც მოგივათ.

SAXELI GVARI
2440 Enterprise Drive, Suite U****(თქვენი ინდივიდუალური ოთახის ნომრით, მაგ: U121212)
Mendota Heights, MN 55120, USA

იქნება ამის მსგავსი. ამ მისამართს ვიმახსოვრებთ და ვიყენებთ უცხოურ საიტზე მისამართის ჩაწერის დროს.

შემდეგ ვრეგისტრირდებით სასურველ საიტზე, მაგალითად http://www.forever21.com–ზე, ვამატებთ სასურველ პროდუქციას ჩანთაში, ხოლო შეკვეთის დროს მივყვებით შემდეგ ინსტრუქციას.

აი მაგალითად ჩემი ამჟამინდელი ჩანთა და როგორ მოვიქცეოდი შეკვეთა რომ მდომოდა:

გადავდივართ შემდეგ გვერდზე და ვავსებთ გადამზიდი კომპანიის მიერ მოცემულ მისამართს, ისე როგორც მე მაქვს მითითებული, ოღონდ თქვენი ინდივიდუალური მონაცემებით.

მე უკვე შევსებული მაქვს და პირველ გრაფაში ჩაწერა აღარ მჭირდებათ, თქვენ პირველ გრაფაში  ნიშნავთ  choose address name  და მის დაბლა ვწერთ usa2georgia–ს. მერე ეს დამახსოვრდება და მხოლოდ პირველი გრაფის ჩამოშლა და გადამზიდი კომპანიის სახელის მითითება დაგჭირდებათ, დანარჩენს თვითონ ჩაწერს ყველაფერს.

გადავდივართ შემდეგ გვერდზე:

მე ჩანთაში 50 დოლარზე მეტი მაქვს, ამიტომ შიფინგი უფასოა. 50 დოლარზე ნაკლებს 6 დოლარამდე ემატება. ნიშნავთ პირველ გრაფას ყველა შემთხვევაში (თუ 20 დოლარიანი სწრაფი შიპინგი არ გინდათ რა თქმა უნდა)

შემდეგ ვავსებთ ელექტრონული ბარათის მონაცემებს:

1. ვირჩევთ ბარათის სახეობას

2. ვწერთ ბარათის წინა მხარეს არსებულ ციფრებს

3. ვწერთ ბარათის უკან მდებარი სამ ბოლო ციფრს.

ვირჩევთ ბარათის ამოწურვის თარიღს, რომელიც ასევე ზედ აწერია ბარათს, სახელი და გვარი თვითონ უნდა ჩაჯდეს, როგორც სურათზეა, თუ არადა თვითონ ჩასვით, ოღონდ წინ  GGT c/o  უნდა ეწეროს.

და მერე უნდა დაეწეროს your order has been placed ან რამე მსგავსი 🙂 ანუ შეკვეთა მიღებულია.

რამდენიმე დღეში შეკვეთა გამოიგზავნება ამერიკის მისამართზე. იმეილზე მოგივათ შეტყობინება. დაახლოებით 5 დღეში მივა გადამზიდ კომპანიაში და კიდევ მოგივათ იმეილი ამის შესახებ.

usa2georgia.com-ზე ნახავთ მიღებულ ამანათებში თქვენს ამანათს და როცა გამოიგზავნება გადავა გამოგზავნილ ამანათებში. ჩამოსვლისას ისევ მოგივათ იმეილი და ინვოისი. ინვოისი იმის შესახებ, თუ რამდენია წონა და გადასახდელი. 8$ ერთი კილო. შეგიძლიათ გადაიხადოთ ფეიბოქსებში ან სხვა აპარატებში.

მიხვალთ ოფისში, მიაწვდით პირადობას და თქვენი ამანათები ნარნარად გამოცურდებიან, მოაწერთ ხელს და წამოიღებთ.

თუ რამე ვერ გაიგეთ, დამისვით კითხვები, აუცილებლად გიპასუხებთ.

Advertisements

28 thoughts on “როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ–მაღაზიებიდან

  1. მე მაქვს კითხვები:
    1) ვთქვათ, კარტა არის დედაჩემის ან მამაჩემის (მოკლედ, ვიღაც სხვა ადამიანის :დ ) სახელზე, მისამართში კიდევ ჩემი სახელია მითითებული, ეს რამე პრობლემას შექმნის?

    2) საქართველოს ბანკის ვიზა ელექტრონი მაქვს მეც, ოღონდ 10 კი არა, 3 ლარი დამიჯდა გაკეთება, იმიტომ რომ სტუდენტურია და ნეტავ ეგეც წავა? ^_^

    მადლობა წინასწარაც და ისედაც, ასეთი სასარგებლო პოსტისთვის :*

    • 1) არა, უბრალოდ კარტის მონაცემების შევსებისას ჩაწერ იმ ადამიანს სახელს და გვარს, მაგრამ შეიძება ამან დააეჭვოს საიტი და დამატებითი ინფორმაცია მოგთხოვოს, რატომ არ ემთხვევა.
      2) კი, სტუდენტური ბარათით შეგიძლია გამოწერა, მე დავკარგე ეგ ბარათი, თორემ ახალს არ ავიღებდი. მთავარია ვადა არ ჰქონდეს ამოწურული.

  2. ეეეეე, რა მაგარიაა ❤ არადა მეგონა ელექტრონით, თანაც სტუდენტურით არ შეიძლებოდა და ხან ვის ვაწუხებდი, ხან ვის. ძაან გამიხარდა ❤

  3. წინა გვერდზე რომელიც აწერია, 16 ციფრი, და სახელს რაც შეეხება, როგორც პოსტში მიწერია, თვითონ უნდა ჩასვას, თუ არადა წინ GGT/co მიუწერე სახელს და გვარს ისე, როგორ კარტაზე წერია და როგორც დარეგისტრირდი გადამზიდზე. თუ კიდევ არ გამოვიდა, მომწერე 🙂

  4. არა, ესე იგი რაღაც ვერაა რიგზე, ან თანხა არ დევს საკმარისი ან შევსებული არაა სწორად, თორემ წესით პრობლემა არ უნდა იყოს.

  5. forever21ze შეცვალეს რაღაცეები და ბილლინგ და შიპინგ მისამართები ცალცალკე ივსება და როგორ მოვიქცე?ფლზ

  6. da bidz.comidan rogor unda gamovcero??? gexvecebi dade raaaa ver gavige ra unda, acers – Invalid shipping method. Please try again. da 9jer gadavamocme da mainc ver vaketeb, ragac unda ra 😀 damexmaree

  7. თრექინგ კოდიი რამდენ ხანსჰიი მოდიის და როგორ აკეტეებ დეკლარირებაას usa2 georgiazeee დავიგუპე მემგონიი ვერ ვადეკლარირეებ დამეხმარეეე((

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s